ავტორი:

რატი მორჩილაძე- "ფორსაითის" გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია საინვესტიციო ფონდების  გამართულად ფუნქციონირება

რატი მორჩილაძე- "ფორსაითის" გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია საინვესტიციო ფონდების  გამართულად ფუნქციონირება

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-იდან 5%-მდე გაზარდა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია და ნამდვილად მისასალმებელია. იმისათვის, რომ საქართველო გონივრულ ვადაში გადავიდეს მდიდარი ქვეყნების რიგებში, ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 10%-იანი ზრდა ყოველ წელს შემდეგი 10-15 წლის განმავლობაში და დამატებითი მექანიზმები, რაც გულისხმობს, როგორც არსებული დარგების განვითარებას, ასევე ახალი დარგების შექმნას“- ამის შესახებ „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ IMF-ის პროგნოზის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და პროფესიონალური სერვისების სექტორები, რაც შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და ასევე, გაზრდის მაღალანაზღაურებად დასაქმებას.

„ამისთვის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა ფუნქციური კაპიტალის ბაზარია. შეუძლებელია ახალი დარგების განვითარება და არსებული დარგების გაუმჯობესება, თუ ქვეყანაში არ არის კომპლექსური ფინანსური სისტემა, რომელიც ერთი მხრივ ბიზნესებს უზრუნველყოფს მათ საჭიროებაზე მორგებული დაფინანსებით და მეორეს მხრივ, დამზოგველებს უქმნის ახალ შესაძლებლობებს დანაზოგის განთავსებისა.

კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გულისხმობს, როგორც ფონდებს და აქტივების მმართველებს, ასევე ფუნქციურ საფონდო ბირჟას, საპენსიო ფონდებს, ასევე სავალო ბაზარს და ა.შ., ამ მექანიზმების განვითარება პირდაპირ კავშირშია და უფრო მეტიც, განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას“- აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

მან ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ბიზნესის დაფინანსების არასაკმარისი და არასათანადო წყაროები და მექანიზმები დაასახელა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქართული ფინანსური ბაზარი გახდეს უფრო კომპლექსური და ბიზნესებს გაეზარდოთ წვდომა სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე, რომლებიც მორგებულია კონკრეტული კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებაზე.

„კომერციული ბანკები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კერძო სექტორის დაფინანსებაში, თუმცა, მხოლოდ ეს დაფინანსების წყარო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მდგრად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საყოველთაო დოვლათს შექმნის და ასევე იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი მათ საჭიროებებზე მორგებული დაფინანსებით.

ჩვენ, „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გუნდს გვინდა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის განვითარებას, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება თავიანთი დანაზოგი განათავსონ ახალი ტიპის ფინანსურ ინსტრუმენტებში, ხოლო ბიზნესებს ჰქონდეთ წვდომა დაფინანსების ახალ წყაროზე“- განაცხადა რატი მორჩილაძემ.

მისი თქმით, „ფორსაითის“ გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის საინვესტიციო ფონდების გამართულად ფუნქციონირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კაპიტალის ბაზრის განვითარების შედეგად გაიზრდება დასაქმების, ექსპორტის და სავალუტო შემოსავლების მაჩვენებელი, განვითარდება ახალი ტექნოლოგიები და საბოლოო ჯამში, გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი, განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და მათვე დაუგენერიროს სარგებელი.

NS