სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რაც აქამდე არ გვინახავს - მეცნიერებმა "ტიტანიკის" ნამსხვრევების ფოტოებისგან, გემის სრული 3D სურათი შექმნეს (ფოტოები)
ის, რაც აქამდე არ გვინახავს - მეცნიერებმა "ტიტანიკის" ნამსხვრევების ფოტოებისგან, გემის სრული 3D სურათი შექმნეს (ფოტოები)

ბოლო ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, "ტი­ტა­ნიკს" სრუ­ლი ზო­მის სკა­ნი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და, რა­მაც მკვლევ­რებ­სა და უბ­რა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის სრუ­ლი სუ­რა­თის ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში 3 800 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის 3D სუ­რა­თი სპე­ცი­ა­ლის­ტებს იმედს უჩენს, რომ 1912 წელს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მი­ზეზს ახა­ლი კუ­თხით და­ი­ნა­ხა­ვენ.

გე­მის ნა­წი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის შე­ერ­თე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი

"ჯერ კი­დევ მრა­ვა­ლი კი­თხვა გვაქვს, რო­მელ­საც პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს",- ამ­ბობს BBC-სთან "ტი­ტა­ნი­კის" სა­კი­თხის მკვლე­ვა­რი და ანა­ლი­ტი­კო­სი, პარკს სტი­ვენ­სო­ნი. გემს 1985 წლი­დან, ანუ მისი აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ინ­ტენ­სი­უ­რად იკ­ვლე­ვენ, მაგ­რამ მისი ზომა იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რია და ისე ღრმა­დაა ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე ჩაფ­ლუ­ლი, რომ კა­მე­რებს უჭირ­დათ მთლი­ა­ნად და­ფიქ­სი­რე­ბა და მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­და­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კი მისი სრუ­ლი სუ­რა­თის აღ­დგე­ნა და ნახ­ვა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ტი­ტა­ნი­კი" ორ ნა­წი­ლა­დაა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი: ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა Atlantic Production-მა და Magellan Ltd-მ 2022 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყეს "ტი­ტა­ნი­კის": შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბის ფარ­გლებ­ში.

წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი­დან, რომ­ლებ­საც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ გემ­ზე მყო­ფი გუნ­დი დის­ტან­ცი­უ­რად აკონ­ტრო­ლებ­და, ყვე­ლა კუ­თხი­დან 700 000-ზე მეტი ფოტო გა­და­უ­ღეს, რათა ზუს­ტი 3D რე­კონ­სტრუქ­ცია შე­ექ­მნათ.

"ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა რთუ­ლი ამო­ცა­ნა აღ­მოჩ­ნდა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იყო წყლის ღელ­ვაც. ჩვენ არა­ფერს უნდა შევ­ხე­ბო­დით, რათა გე­მის ნამ­სხვრე­ვე­ბი არ დაგ­ვე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვა ის იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა აღგ­ვე­ბეჭ­და, ყო­ვე­ლი სან­ტი­მეტ­რი“,- ამ­ბობს მკვლე­ვა­რი გერ­ჰარდ სა­ი­ფერ­ტი.

ბრი­ტა­ნუ­ლი ლა­ი­ნე­რის ნამ­სხვრე­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბია მი­მო­ფან­ტუ­ლი, გე­მის ლი­თო­ნის ნა­წი­ლე­ბი, შამ­პა­ნუ­რის გა­უხ­სნე­ლი ბოთ­ლე­ბი, მგზავ­რე­ბის პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ათო­ბით ფეხ­საც­მე­ლი.

"ჩვენ­თვის აის­ბერგთან შე­ჯა­ხე­ბის ხა­სი­ა­თი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია. ისიც კი არ ვი­ცით, ეს მარ­ჯვე­ნა მხრი­დან მოხ­და, რო­გორც ეს ყვე­ლა ფილმშია ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუ არა",- ამ­ბობს გერ­ჰარ­დი.

ოკე­ა­ნის წყა­ლი თა­ვის მხრივ გე­მის ნან­გრე­ვებს აზი­ა­ნებს, მათ მიკ­რო­ბე­ბი ჭა­მენ, ნა­წი­ლე­ბი კი იშ­ლე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტებს კარ­გად ეს­მით, რომ კა­ტას­ტრო­ფის სრუ­ლად გა­მო­საკ­ვლე­ვად მათ დიდი დრო არ აქვთ, თუმ­ცა ახა­ლი 3D ფო­ტო­ე­ბის წყა­ლო­ბით, ტი­ტა­ნი­კის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე სა­ბო­ლო­ოდ დარ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ა­ში.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ის, რაც აქამდე არ გვინახავს - მეცნიერებმა "ტიტანიკის" ნამსხვრევების ფოტოებისგან, გემის სრული 3D სურათი შექმნეს (ფოტოები)

ის, რაც აქამდე არ გვინახავს - მეცნიერებმა "ტიტანიკის" ნამსხვრევების ფოტოებისგან, გემის სრული 3D სურათი შექმნეს (ფოტოები)

ბოლო ასი წლის განმავლობაში პირველად, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, "ტიტანიკს" სრული ზომის სკანირება ჩაუტარდა, რამაც მკვლევრებსა და უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ჩაძირული გემის სრული სურათის ხილვის შესაძლებლობა მისცა.

ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული გემის 3D სურათი სპეციალისტებს იმედს უჩენს, რომ 1912 წელს მომხდარი ტრაგედიის მიზეზს ახალი კუთხით დაინახავენ.

გემის ნაწილების ფოტოების შეერთებით მიღებული სურათი

"ჯერ კიდევ მრავალი კითხვა გვაქვს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს",- ამბობს BBC-სთან "ტიტანიკის" საკითხის მკვლევარი და ანალიტიკოსი, პარკს სტივენსონი. გემს 1985 წლიდან, ანუ მისი აღმოჩენის შემდეგ ინტენსიურად იკვლევენ, მაგრამ მისი ზომა იმდენად მასშტაბურია და ისე ღრმადაა ოკეანის ფსკერზე ჩაფლული, რომ კამერებს უჭირდათ მთლიანად დაფიქსირება და მხოლოდ გარკვეული ნაწილების გადაღებაა შესაძლებელი. ტექნოლოგიების გამოყენებით კი მისი სრული სურათის აღდგენა და ნახვა გახდა შესაძლებელი.

"ტიტანიკი" ორ ნაწილადაა დანაწევრებული: ფოტოების გადაღება Atlantic Production-მა და Magellan Ltd-მ 2022 წლის ზაფხულში დაიწყეს "ტიტანიკის": შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების ფარგლებში.

წყალქვეშა ნავებიდან, რომლებსაც სპეციალიზებულ გემზე მყოფი გუნდი დისტანციურად აკონტროლებდა, ყველა კუთხიდან 700 000-ზე მეტი ფოტო გადაუღეს, რათა ზუსტი 3D რეკონსტრუქცია შეექმნათ.

"ფოტოების გადაღება რთული ამოცანა აღმოჩნდა გასათვალისწინებელი იყო წყლის ღელვაც. ჩვენ არაფერს უნდა შევხებოდით, რათა გემის ნამსხვრევები არ დაგვეზიანებინა. კიდევ ერთი გამოწვევა ის იყო, რომ ყველაფერი უნდა აღგვებეჭდა, ყოველი სანტიმეტრი“,- ამბობს მკვლევარი გერჰარდ საიფერტი.

ბრიტანული ლაინერის ნამსხვრევების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთებია მიმოფანტული, გემის ლითონის ნაწილები, შამპანურის გაუხსნელი ბოთლები, მგზავრების პირადი ნივთები და ათობით ფეხსაცმელი.

"ჩვენთვის აისბერგთან შეჯახების ხასიათი ჯერ კიდევ უცნობია. ისიც კი არ ვიცით, ეს მარჯვენა მხრიდან მოხდა, როგორც ეს ყველა ფილმშია ნაჩვენები, თუ არა",- ამბობს გერჰარდი.

ოკეანის წყალი თავის მხრივ გემის ნანგრევებს აზიანებს, მათ მიკრობები ჭამენ, ნაწილები კი იშლება. სპეციალისტებს კარგად ესმით, რომ კატასტროფის სრულად გამოსაკვლევად მათ დიდი დრო არ აქვთ, თუმცა ახალი 3D ფოტოების წყალობით, ტიტანიკის ვიზუალური მხარე საბოლოოდ დარჩება ისტორიაში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა