მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის გამო, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთის გავლით დააკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
"ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს რუსეთს ოკუპირებული, როცა რუსეთს დაკავებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში, ქვეყანა, რომელიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფება ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას მიესალმება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ, რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს თუ შეთავაზებას ახლა? რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის გამო, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთის გავლით დააკავშირებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინი არაფერს გასცემს საფასურის დაკისრების გარეშე“, - აღნიშნა ელჩმა.