სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი დანაშაულის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულებს 20-20 წლით პატიმრობა შეეფარდათ
უმძიმესი დანაშაულის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულებს 20-20 წლით პატიმრობა შეეფარდათ

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოქ­მედ დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბა­სა და მო­ნაზვნის ჯგუ­ფუ­რად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი დღეს გა­მო­ა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლე მევ­ლუდ ხა­თაშ­ვი­ლის (ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თი­თო­ე­ულ ბრალ­დე­ბულს 20 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

შე­გახ­სე­ნებთ, შემ­თხვე­ვა 2022 წლის 25 ნო­ემ­ბერს მოხ­და, მო­ნას­ტრის სა­ცხოვ­რე­ბელ კე­ლი­ა­ში ორი პირი თავს და­ეს­ხა მო­ნა­ზონს და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით მოს­თხო­ვეს ფული და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და ძა­ლა­დო­ბით, ჯგუ­ფუ­რად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ასე­ვე, მო­ნა­ზონს წა­არ­თვეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, სცე­მეს და და­ტო­ვეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ეკ­ლე­სი­ი­დან წა­ი­ღეს შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბი მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი თან­ხით და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 26 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვა. ორი­ვე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-4 ნა­წი­ლის “ა” ქვე­პუნ­ქტით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) და 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ყა­ჩა­ღო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ბი­ნა­ში (სა­ცხოვ­რე­ბელ კე­ლი­ა­ში) უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით) წა­რედ­გი­ნა (აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თხუთ­მე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

პირ­ველ ეტაპ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი იცავ­და, შემ­დგომ კი - ოჯა­ხე­ბის მიერ აყ­ვა­ნი­ლი კერ­ძო ად­ვო­კა­ტე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რებ­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ცნო­ბი­ლი გახ­და, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ორი­ვე ბრალ­დე­ბულ­მა აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მი­დან და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, გა­ა­სა­ჩივ­რებს თუ არა ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნულ გა­ნა­ჩენს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
0

აბა, გოგონებო, ბედნიერ 20 წელს გისურვებთ. 

.....
1

ერთი ესენი დამანახა კამერაში რომ შევლენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უმძიმესი დანაშაულის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულებს 20-20 წლით პატიმრობა შეეფარდათ

უმძიმესი დანაშაულის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულებს 20-20 წლით პატიმრობა შეეფარდათ

გასული წლის ნოემბერში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქმედ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებული პირების მიმართ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილის (ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე) გადაწყვეტილებით, თითოეულ ბრალდებულს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს მოხდა, მონასტრის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, უარის მიღების შემდეგ კი, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინა (აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

პირველ ეტაპზე, ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავდა, შემდგომ კი - ოჯახების მიერ აყვანილი კერძო ადვოკატები. თავდაპირველად, დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ, მოგვიანებით კი, როგორც ,,ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, სასამართლო პროცესზე ორივე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. შეგახსენებთ, სასამართლო პროცესი პირველივე სხდომიდან დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს.