მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში დაბრუნებისას ჩემს ოჯახს თან მიაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება... " - კასიანოვი საქართველოში თავის 4-წლიან საქმიანობას ასრულებს
"უკრაინაში დაბრუნებისას ჩემს ოჯახს თან მიაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება... " - კასიანოვი საქართველოში თავის 4-წლიან საქმიანობას ასრულებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი, ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის 4 წლი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას ას­რუ­ლებს და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვი აღ­ნიშ­ნავს, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბულ­მა ომმა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის მე­გობ­რო­ბა და კი­დევ უფრო გა­ა­ერ­თი­ა­ნა სა­ერ­თო მტრი­სა და ოკუ­პან­ტის - ფა­შის­ტუ­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს არა მხო­ლოდ სა­ერ­თო ის­ტო­რია აქვთ, არა­მედ ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის სა­კი­თხია.

„ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო,

დრო ძმურ და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად იწუ­რე­ბა და ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ პირ­ვე­ლად თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე 4 წლის წინ შე­მოვ­დგი ფეხი.

მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ­თან ერ­თად ვცდი­ლობ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მე­წია სა­ქარ­თვე­ლოს­თან უკ­რა­ი­ნის მე­გობ­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბულ­მა ბრუ­ტა­ლურ­მა ომმა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის მე­გობ­რო­ბა და კი­დევ უფრო გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა სა­ერ­თო მტრი­სა და ოკუ­პან­ტის - ფა­შის­ტუ­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გან­მავ­ლო­ბა­ში მე­მახ­სოვ­რე­ბა ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მა­მა­ცუ­რი და სუ­ლი­ე­რი სწრაფ­ვა­ნი, შე­მარ­თე­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღით ხელ­ში იბ­რძვი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის.

ხოლო ათი­ა­თა­სო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სახ­ლე­ბი რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ზე­წო­ლის ქვეშ, სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სით­ბო და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, რო­მელ­მაც მათ მის­ცა თავ­შე­სა­ფა­რი, უზი­ა­რებ­და ყვე­ლა­ფერს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ყოფ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი უზ­რუნ­ვე­ლე­ყო.

იმ უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც დარ­ჩნენ უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ან ნა­წილ­ში და ია­რა­ღით ხელ­ში აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას ჩვე­ნი სა­ერ­თო მტრის წი­ნა­აღ­მდეგ, ქარ­თუ­ლი გუ­ლე­ბის სით­ბო და ქარ­თუ­ლი სუ­ლის სი­ნათ­ლე მი­აღ­წია თქვენს მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი ასო­ბით ელექტრო გე­ნე­რა­ტო­რის და ტო­ნო­ბით ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის წყა­ლო­ბით.

უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას ჩემს ოჯახს თან მი­აქვს მოძ­მე სა­ქარ­თვე­ლოს სით­ბო­სა და სი­კე­თის ნა­წი­ლი, ისე­ვე რო­გორც აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენს მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მე­გობ­რებს შო­რის, დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ოჯა­ხის, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ადათ-წე­სე­ბის და ტრა­დი­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლი­სას მინ­და ყვე­ლას გი­სურ­ვოთ მშვი­დო­ბა, ჰარ­მო­ნია, ერ­თი­ა­ნო­ბა, წარ­მა­ტე­ბე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა!

მე მტკი­ცედ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს არა მხო­ლოდ სა­ერ­თო ის­ტო­რია აქვთ, არა­მედ სა­ერ­თო ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პუ­ლი ხალ­ხე­ბის ერ­თი­ან მე­გობ­რულ ოჯახ­ში და ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის სა­კი­თხია!“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
1

საერთო ისტორია არ ვიცი და საერთო ისტერია რომ მოგვიწყვეთ და ნერვები დაგვაგლიჯეთ ამ წუთს მხოლოდ ეგ მახსოვს.

სალომე
3

აქ რომ იყავი დაგავიწყდა როგორ განცხადებებს აკეთებდა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"უკრაინაში დაბრუნებისას ჩემს ოჯახს თან მიაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება... " - კასიანოვი საქართველოში თავის 4-წლიან საქმიანობას ასრულებს

"უკრაინაში დაბრუნებისას ჩემს ოჯახს თან მიაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება... " - კასიანოვი საქართველოში თავის 4-წლიან საქმიანობას ასრულებს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი საქართველოში თავის 4 წლიან საქმიანობას ასრულებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ანდრეი კასიანოვი აღნიშნავს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველო-უკრაინის მეგობრობა და კიდევ უფრო გააერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის - ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი მხოლოდ უახლოესი მომავლის საკითხია.

„ძვირფასო მეგობრებო,

დრო ძმურ და სტუმართმოყვარე საქართველოში ძალიან სწრაფად იწურება და ძნელი წარმოსადგენია, რომ პირველად თბილი და მეგობრული ბათუმის სანაპიროზე 4 წლის წინ შემოვდგი ფეხი.

მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ვცდილობდი მაქსიმალური ძალისხმევა გამეწია საქართველოსთან უკრაინის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ბრუტალურმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი ხალხების მეგობრობა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის - ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ.

მთელი ცხოვრება განმავლობაში მემახსოვრება ქართველი მოხალისეების მამაცური და სულიერი სწრაფვანი, შემართება და შეუპოვრობა, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ხოლო ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელმაც მათ მისცა თავშესაფარი, უზიარებდა ყველაფერს, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის ყოფნისა და განათლების ღირსეული პირობები უზრუნველეყო.

იმ უკრაინელებთან, რომლებიც დარჩნენ უკრაინის მშვიდობიან ნაწილში და იარაღით ხელში აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, ქართული გულების სითბო და ქართული სულის სინათლე მიაღწია თქვენს მიერ გაგზავნილი ასობით ელექტრო გენერატორის და ტონობით ჰუმანიტარული ტვირთის წყალობით.

უკრაინაში დაბრუნებისას ჩემს ოჯახს თან მიაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი, ისევე როგორც აქ, საქართველოში, ჩვენს მრავალრიცხოვან მეგობრებს შორის, დარჩება ჩვენი უკრაინელი ოჯახის, უკრაინელი ხალხის ადათ-წესების და ტრადიციების ნაწილი.

საქართველოდან წასვლისას მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატებები, ბედნიერება და კეთილდღეობა!

მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო ნათელი მომავალი ევროპული ხალხების ერთიან მეგობრულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი მხოლოდ უახლოესი მომავლის საკითხია!“,-აღნიშნულია ანდრეი კასიანოვის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.