ავტორი:

"იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა "ქოცებს“ მისცა ხმა - ჩვენ და "ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო" - ჰერმან საბო

"იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა "ქოცებს“ მისცა ხმა - ჩვენ და "ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო" - ჰერმან საბო

ჩვენ და "ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ. ახლა გასარკვევია, ვინ იყო, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო სოციალურ ქსელში წერს, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას ეხმაურება.

"იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა "ქოცებს“ მისცა ხმა. ჩვენ და ელისაშვილები რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ.

ახლა გასარკვევია, ვინ იყო“, - წერს ჰერმან საბო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.