ავტორი:

"სოროსს კაცობრიობა სძულს" - ილონ მასკის "ტვიტი" ჯორჯ სოროსზე, რომელიც X-Men-ის ბოროტ პერსონაჟს შეადარა

"სოროსს კაცობრიობა სძულს" - ილონ მასკის "ტვიტი" ჯორჯ სოროსზე, რომელიც X-Men-ის ბოროტ პერსონაჟს შეადარა

ილონ მასკი იუმორისტული პოსტებით "ტვიტერის" მომხმარებლებს კვლავ ახალისებს. ამჯერად, მილიარდერმა ჯორჯ სოროსზე იხუმრა. მასკმა ის X-Men-ის ბოროტ პერსონაჟს, Magneto-ს შეადარა, შემდეგ კი დასძინა, რომ "სოროსს კაცობრიობა სძულს". 92 წლის უნგრელ მილიარდერზე "ტვიტმა" 250 000 მოწონება და 40 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

"სოროსი მაგნეტოს მაგონებს", - დაწერა მასკმა. ტესლას დირექტორს არ დაუკონკრეტებია ის, თუ რამ უბიძგა მას ამ პოსტის დაწერისკენ, თუმცა დამცინავი "ტვიტი" მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მარეგულირებელმა დოკუმენტმა გამოავლინა, რომ სოროსის ოჯახის ოფისმა "ტესლას" აქციების თავისი წილი მთლიანად გაყიდა.

ამ "ტვიტს" მასკმა მეორე მოაყოლა, რომელშიც წერს, რომ სოროსს ცივილიზაციის ამოძირკვა სურს და რომ მას კაცობრიობა ეზიზღება.

მარველის კომიქსების წიგნის მიხედვით, მაგნეტო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომელსაც თავისი სუპერძალის წყალობით მაგნიტური ველების შექმნა და კონტროლი შეუძლია. ის X-Men-ებთან ხშირადაა დაპირისპირებული, რადგან მას სწამს, რომ "ადამიანები მუტანტებმა უნდა მართონ".

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, სოროსის ქონება 8.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება მის საოჯახო ოფისს, Soros Fund Management-ს, ის დაახლოებით 28 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა