ავტორი:

"დისშვილი იყო ჩემი... ვერ ვლაპარაკობ. ამბობენ, მძღოლი მთვრალი იყოო და ცალმხრივზე შევარდნილა" - რას ამბობს ქარელში ავარიისას დაღუპული სამართალდამცავის ბიძა

"დისშვილი იყო ჩემი... ვერ ვლაპარაკობ. ამბობენ, მძღოლი მთვრალი იყოო და ცალმხრივზე შევარდნილა" - რას ამბობს ქარელში ავარიისას დაღუპული სამართალდამცავის ბიძა
  • ფოტოზე: ვანო ბასანიძე და ომარ ქარელი

უმძიმესი ავარია მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია.

  • დაღუპულები არიან ვანი ბასანიძე და ომარ ქარელი.

გარდაცვლილი სამართალდაცავის ნათესავის განცხადებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლი, რომელიც მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, მოძრაობის წესების დარღვევით ცალმხრივი მიმართულების გზაზე გადავიდა და გაჩერებულ პოლიციის ავტომობისლ დაეჯახა.

  • "დისშვილი იყო ჩემი... ვერ ვლაპარაკობ. ამბობენ, მძღოლი მთვრალი იყოო და ცალმხრივზე შევარდნილა" - აცხადებს "მთავარ არხთან" გარდაცვლილის ბიძა.

შსს-ის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებული მძღოლი პოლიციის იზოლატორშია გადაყვანილი. ამასთანავე, მას ჩაუტარდა ალკოტესტი და სიმთვრალე დაუდგინდა.

"1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.