ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, დეკანოზმა შალვა ჯაჯანიძემ განუცხადა, სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან, რის შემდეგაც სამების ტაძრამდე მსვლელობით გაემართებიან.
მისივე განმარტებით, ამის გარდა, დღის განმავლობაში სხვა ტიპის ღონისძიებები არ იგეგმება.
"17 მაისი, უკვე რამდენიმე წელია ოჯახის სიწმინდის დღედ არის დაწესებული. ამ დღესთან დაკავშირებით იწყება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მოგზაურობა ტაო კლარჯეთიდან და ეს განწყობა ამ ხატის შემობრძანებით ერთი კვირის თავზე დღევანდელ დღეს სრულდება. ყოველ წელს ჩვენ პარაკლისს ვიხდით თავისუფლების მოედანზე, საიდანაც მსვლელობით მივდივართ სამების საკათედრო ტაძრისკენ, იქ აღესრულება სამადლობელი პარაკლისი”, -განაცხადა დეკანოზმა შალვა ჯაჯანიძემ.