საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათო ფორჩხიძე, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის..." - რამ გააღიზიანა სოფო ბათილაშვილი: თვეების წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება
"დათო ფორჩხიძე, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის..." - რამ გააღიზიანა სოფო ბათილაშვილი: თვეების წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება

სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­წყე­ბუ­ლი სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად მომ­ღერ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა დათო ფორჩხი­ძის ინ­ტერ­ვი­უს მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რობ­და.

ყვე­ლა­ფე­რი "ევ­რო­ვი­ზი­ის" შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბით და­ი­წყო, რო­დე­საც "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე“ კონ­კურ­სან­ტი "ვო­ი­სის" შე­დე­გად უნდა შერ­ჩე­უ­ლი­ყო. სოფო ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე იყო, რო­მე­ლიც ოთხი მენ­ტო­რი­დან სოფო ტო­რო­შე­ლი­ძის გუნდში მოხ­ვდა, თუმ­ცა 12 იან­ვარს, რო­დე­საც ეთერ­ში სოფო ტო­რო­შე­ლი­ძის და სტე­ფა­ნეს გუნ­დის წევ­რე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ, სო­ფომ მა­ყუ­რებ­ლის­გან ხმა­თა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა ვერ მი­ი­ღო, მის­მა მენ­ტორ­მა კი გუნ­დი­დან სხვა წევ­რი, ლიკა სი­რა­ძე გა­და­არ­ჩი­ნა. იმ დღეს, სოფო ბა­თი­ლაშ­ვილ­მა პრო­ექ­ტი და­ტო­ვა.

კონ­კურ­სი დათო ფორჩხი­ძის გუნ­დის წევ­რმა ირუ ხე­ჩა­ნოვ­მა მო­ი­გო. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ევ­რო­ვი­ზის ფი­ნა­ლურ ტურ­ზე გა­დას­ვლა ვერ მო­ახრხა და პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ზე კონ­კურსს გა­მო­ე­თი­შა.

გა­და­ცე­მა­ში ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ დათო ფორჩხი­ძეს სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით კი­თხვა და­უს­ვა.

ნოე: შე­ა­ფა­სე ბა­თი­ლაშ­ვილ­ზე რა მოხ­და?

დათო ფორჩხი­ძე:

- ცუდი რამე მოხ­და, გუ­ში­ნაც ვნა­ხე, მე მინ­დო­და ეგ ბავ­შვი ამეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ბლო­კის ღი­ლაკს და­ა­ჭი­რა სტე­ფა­ნემ. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო მაგ ბავ­შვის მხარ­და­ჭე­რა. იმი­ტომ რომ თით­ქოს დარ­ბა­ზი, ახ­ლობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ამად­ლიდ­ნენ რომ შენ ხომ უკვე მო­ი­გე, ახლა ჩვენ გვა­ცა­ლე. რა ეყო­ფა, გუ­შინ და­ი­წყო ბავ­შვმა, ვერ მივ­ხვდი. თით­ქოს მისი და­ნა­შა­უ­ლი იყო რომ ოდეს­ღაც რა­ღაც მო­ი­გო. თით­ქოს ორ­ჯერ არ შე­იძ­ლე­ბა. ვხვდე­ბო­დი, რომ ბავ­შვი იჩაგ­რე­ბო­და. მე არ ვამ­ბობ, რომ ფი­ნა­ლამ­დე გა­ვიყ­ვან­დი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მექ­ნა. სო­ფოს ტო­რო­შე­ლი­ძეს სხვა არ­ჩე­ვა­ნი და­უდ­გა. მე ის ბავ­შვი მე­ცო­დე­ბო­და, ვუ­თა­ნაგ­რძნობ­დი, არ მინ­და ეწყი­ნოს.

დათო ფორჩხი­ძის შე­ფა­სე­ბებს, სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

- ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე გვა­რით რომ მო­მიხ­სე­ნი­ებს, ალ­ბათ ბო­ტა­ნი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია ჩემი. ან ქე­ი­სი შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში რო­გორც “ბა­თი­ლაშ­ვი­ლის საქ­მე” და მოვ­ლე­ნებს ჩა­მოვ­რჩი.

დათო ფორჩხი­ძეს და მის კო­ლე­გებს რაც შე­ე­ხე­ბა, მეტი გულ­წრფე­ლო­ბა, ან სა­ერ­თოდ დუ­მი­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემი რჩე­ვა. ერთი უნდა ით­ქვას, დათო ფორჩხი­ძეს ადა­მი­ა­ნუ­რად მო­უკ­ვდა გული ჩემ­ზე და ეს სა­ცო­და­ვი ესაო, და­მიც­ვა.

მარ­თლა ეს სა­ცო­და­ვე­ბი-მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი, რომ გა­ვი­გე რა ტრი­ა­ლებ­და და მა­ინც ყვე­ლა ბო­ლომ­დე თავ­მომ­წო­ნედ გა­ნაგ­რძობ­და ჟი­უ­რის თუ არა­ჟი­უ­რის სკა­მებ­ზე ჯდო­მას, სიმ­ღე­რას და ცეკ­ვა-თა­მაშს.

სულ სხვი­სი ბრა­ლია, იმი­ტომ რომ სულ თა­ვის მო­ტყუ­ე­ბაა. თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა­ში დიდი სიმ­შვი­დეა და პა­ტა­რა საჯ­დო­მი. ხოდა, ჩემო ლა­მა­ზო სამ­შობ­ლო, ძაან მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ რავი.

ა, და ხო, დათო ფორჩხი­ძე, თქვე­ნი, ძვე­ლე­ბის ენა­ზე გე­ტყვი: შენი “ბავ­შვი” ტყე­ში დარ­ბის.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
6

ანუ ფორჩხიძემ მხოლოდ კარგი თქვა, ღირსეული იყოო, და ბავშვი რატომ მიწოდაო, იმის გამო აპროტესტებს??? ფორჩხიძეს შესაძლოა შვილად ეკუთვნი ასაკით და - ამიტომ თქვა, ბავშვიო, და ვერ გაითვალისწინა, უზრდელი რომ ყოფილხართ... ისე, ის ივა საშინელება იყო , კნაოდა სიმღერის ნაცვლად, და ფორჩხიძის გუნდიდან რომ აირჩიეს, იმაზე ეს გოგონ ა ფორჩხიძეზე განაწყენდა ეტყობა... არადა, ის წერს, სტეფანემ დაბლოკა, მე არაო... მოკლედ, ეს გოგო (ბავშვს ნუ მიწოდებთო, შეიძლება გოგოც ეწყინოს და - მაშინ, ქალი) ზრდილობასთან ცოტა მწყრალად ჩანს

ნინო
10

სოფო ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ამ ირუ ხეჩანოვს რას გადაეკიდეთ ხმა აქვს, შესრულების მანრეა აქვს, ვიზუალიც კარგი აქვს ,ინგლისურ ენაზე ხომ აღარაფერს ვამბობ .რაც ევროვიზიას სჭირდებოდა ყველაფწერი ქონდა და მეტი რა ექნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დათო ფორჩხიძე, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის..." - რამ გააღიზიანა სოფო ბათილაშვილი: თვეების წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება

"დათო ფორჩხიძე, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის..." - რამ გააღიზიანა სოფო ბათილაშვილი: თვეების წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება

სოფო ბათილაშვილის გარშემო რამდენიმე თვის წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება. ამჯერად მომღერლის გაღიზიანება დათო ფორჩხიძის ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც ნოე სულაბერიძეს გადაცემაში სტუმრობდა.

ყველაფერი "ევროვიზიის" შესარჩევი ტურებით დაიწყო, როდესაც "საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კონკურსანტი "ვოისის" შედეგად უნდა შერჩეულიყო. სოფო ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელიც ოთხი მენტორიდან სოფო ტოროშელიძის გუნდში მოხვდა, თუმცა 12 იანვარს, როდესაც ეთერში სოფო ტოროშელიძის და სტეფანეს გუნდის წევრები გამოდიოდნენ, სოფომ მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, მისმა მენტორმა კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა. იმ დღეს, სოფო ბათილაშვილმა პროექტი დატოვა.

კონკურსი დათო ფორჩხიძის გუნდის წევრმა ირუ ხეჩანოვმა მოიგო. თუმცა რამდენიმე დღის წინ, ევროვიზის ფინალურ ტურზე გადასვლა ვერ მოახრხა და პირველივე ტურზე კონკურსს გამოეთიშა.

გადაცემაში ნოე სულაბერიძემ დათო ფორჩხიძეს სოფო ბათილაშვილის მისამართით კითხვა დაუსვა.

ნოე: შეაფასე ბათილაშვილზე რა მოხდა?

დათო ფორჩხიძე:

- ცუდი რამე მოხდა, გუშინაც ვნახე, მე მინდოდა ეგ ბავშვი ამეყვანა, მაგრამ ბლოკის ღილაკს დააჭირა სტეფანემ. ძალიან ძნელი იყო მაგ ბავშვის მხარდაჭერა. იმიტომ რომ თითქოს დარბაზი, ახლობლები და ნათესავები ამადლიდნენ რომ შენ ხომ უკვე მოიგე, ახლა ჩვენ გვაცალე. რა ეყოფა, გუშინ დაიწყო ბავშვმა, ვერ მივხვდი. თითქოს მისი დანაშაული იყო რომ ოდესღაც რაღაც მოიგო. თითქოს ორჯერ არ შეიძლება. ვხვდებოდი, რომ ბავშვი იჩაგრებოდა. მე არ ვამბობ, რომ ფინალამდე გავიყვანდი, მაგრამ შეიძლება მექნა. სოფოს ტოროშელიძეს სხვა არჩევანი დაუდგა. მე ის ბავშვი მეცოდებოდა, ვუთანაგრძნობდი, არ მინდა ეწყინოს.

დათო ფორჩხიძის შეფასებებს, სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

- ნოე სულაბერიძე გვარით რომ მომიხსენიებს, ალბათ ბოტანიკის მასწავლებელია ჩემი. ან ქეისი შევიდა ისტორიაში როგორც “ბათილაშვილის საქმე” და მოვლენებს ჩამოვრჩი.

დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა. ერთი უნდა ითქვას, დათო ფორჩხიძეს ადამიანურად მოუკვდა გული ჩემზე და ეს საცოდავი ესაო, დამიცვა.

მართლა ეს საცოდავები-მეთქი, ვფიქრობდი, რომ გავიგე რა ტრიალებდა და მაინც ყველა ბოლომდე თავმომწონედ განაგრძობდა ჟიურის თუ არაჟიურის სკამებზე ჯდომას, სიმღერას და ცეკვა-თამაშს.

სულ სხვისი ბრალია, იმიტომ რომ სულ თავის მოტყუებაა. თავის მოტყუებაში დიდი სიმშვიდეა და პატარა საჯდომი. ხოდა, ჩემო ლამაზო სამშობლო, ძაან მიყვარხარ, მაგრამ რავი.

ა, და ხო, დათო ფორჩხიძე, თქვენი, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის.