პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკურიანი 2023 - საქართველოს წარმატების ისტორია
ბაკურიანი 2023 - საქართველოს წარმატების ისტორია

ბევ­რის­თვის უც­ნობ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გამო, ზამ­თრის კუ­რორ­ტებს შო­რის უკვე მო­ი­პო­ვა თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი. დღეს ბა­კუ­რი­ა­ნი უფრო ცნო­ბა­დია, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა. ამას მოწ­მობს, ხორ­ვა­ტი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტე­ბის სა­გა­ზა­ფხუ­ლო შეკ­რე­ბა­ზე, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი.

„რო­გორც იცით, აქამ­დე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი ერთი და იგი­ვე, დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში ტარ­დე­ბო­და. წელს პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ბევ­რის­თვის უც­ნობ­მა, ახალ­გაზ­რდა ქვე­ყა­ნამ ასეთ მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ა­ტა­რა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. კონ­გრეს­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, რი­გი­თი კო­მი­ტე­ტის წევ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბას და იმ დიდ ნახ­ტომს, რო­მელ­საც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა ჰქვია. “ - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რაბ კოს­ტა­ვამ.

დატ­ვირ­თულ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ში, რო­მე­ლიც 2023-24 წლის სე­ზონს და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს მი­ე­ძღვნა, ყვე­ლა კონ­ტი­ნე­ტის სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე ჩარ­თუ­ლი იყო კო­მი­ტე­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში, ასე­ვე, გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტთან, იო­ჰან ელი­აშ­თან, რო­მე­ლიც წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში, პირ­ვე­ლად სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს. ჩემ­პი­ო­ნა­ტის დღე­ებ­ში, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის გუნ­დის წევ­რებ­თან ერ­თად, ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, სა­შე­ჯიბ­რო ტრა­სებს და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გა­ეც­ნო. ვერ­ტმფრე­ნით სვა­ნე­თიც მო­ი­ნა­ხუ­ლა. მას მეგ­ზუ­რო­ბას სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი უწევ­და.

„მხო­ლოდ 17 ქვე­ყა­ნას ჰქონ­და აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ზამ­თრის სა­ხე­ო­ბებ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. მე-18 ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა. ამით ძა­ლი­ან დიდი ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს. ეს გა­ნა­პი­რო­ბა ჩვენ­მა 20-წლი­ან­მა მუ­შა­ო­ბამ და სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბამ. სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღეთ. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბა თით­ქმის 7 წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. უკვე გა­მოც­დი­ლი ქვე­ყა­ნა ვართ. ის ბირ­თვი, რო­მე­ლიც ამ ჩემ­პი­ო­ნა­ტის გარ­შე­მო შე­იკ­რა - სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცია, მისი მთა­ვა­რი სპონ­სო­რი სილ­ქნე­ტი, მთის ტრა­სე­ბის სა­ა­გენ­ტო, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო, სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, ჩვე­ნი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი - არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძა­ლი­ან დიდი სიმ­დიდ­რე. მოვ­ლე­ნებს წინ არ გა­ვუს­წრებ, თუმ­ცა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა მალე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე სპორ­ტუ­ლი სკო­ლე­ბის შექ­მნაა და­გეგ­მი­ლი, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს ად­გილ­ზე ვარ­ჯი­ში­სა და სწავ­ლის ყვე­ლა პი­რო­ბა ექ­ნე­ბათ შექ­მნი­ლი. თუ რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთის კუ­რორ­ტე­ბი, ეს FIS-ის პრე­ზი­დენ­ტის, იო­ჰან ელი­ა­ში­სა და პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რი­სას და­ი­გეგ­მა.“ - გა­ნა­ცხა­და სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თა­ვად იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე მი­იყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა.

სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტს უკვე ათ წელ­ზე მე­ტია მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტი. და­არ­სე­ბის დღი­დან, ბრენ­დი სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია. მა­შინ, როცა ძა­ლი­ან ცო­ტას სჯე­რო­და ზამ­თრის სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ტენ­ცი­ა­ლის, კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ას მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა და თან­მიმ­დევ­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­გის ტურ­ნი­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას გვერ­დში და­უდ­გა, ხელი შე­უ­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის და ცალ­კე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბრში ას­პა­რე­ზო­ბას. ამ წლებ­მა ლო­გი­კუ­რად მი­იყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა, ისეთ წარ­მა­ტე­ბულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე, რო­გო­რიც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტია.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წარმდგე­ნიც სილ­ქნე­ტი გახ­და.

დღეს უკვე, ზამ­თრის სპორ­ტის კა­ლენ­დარ­ზე სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის კონ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. მომ­დევ­ნო სამი წლის სა­შე­ჯიბ­რო კა­ლენ­და­რი ხორ­ვა­ტი­ა­ში, ფე­დე­რა­ცი­ე­ბის შეკ­რე­ბა­ზე გა­ი­წე­რა. ასე­ვე მზა­დე­ბა და­წყე­ბუ­ლია, 2025 წლის ზამ­თრის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის­თვის, სა­დაც 18 წლამ­დე ასა­კის, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნი იას­პა­რე­ზებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ბაკურიანი 2023 - საქართველოს წარმატების ისტორია

ბაკურიანი 2023 - საქართველოს წარმატების ისტორია

ბევრისთვის უცნობმა საქართველომ, წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ზამთრის კურორტებს შორის უკვე მოიპოვა თავისი კუთვნილი ადგილი. დღეს ბაკურიანი უფრო ცნობადია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამას მოწმობს, ხორვატიაში გამართული საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კომიტეტების საგაზაფხულო შეკრებაზე, ქართული დელეგაციისადმი ინტერესი.

„როგორც იცით, აქამდე მსოფლიო ჩემპიონატები ერთი და იგივე, დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნებში ტარდებოდა. წელს პირველად მოხდა, რომ ბევრისთვის უცნობმა, ახალგაზრდა ქვეყანამ ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი. კონგრესზე, საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი კომიტეტის წევრით დამთავრებული, ყველა აღნიშნავდა საქართველოს წარმატებას და იმ დიდ ნახტომს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება ჰქვია. “ - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

დატვირთულ სამუშაო შეხვედრებში, რომელიც 2023-24 წლის სეზონს და სამომავლო გეგმებს მიეძღვნა, ყველა კონტინეტის სათხილამურო ფედერაციები მონაწილეობდნენ. საქართველოს მხარე ჩართული იყო კომიტეტების მუშაობაში, ასევე, გამართა შეხვედრა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან, იოჰან ელიაშთან, რომელიც წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, პირველად სტუმრობდა საქართველოს. ჩემპიონატის დღეებში, საორგანიზაციო კომიტეტის გუნდის წევრებთან ერთად, ჩემპიონატის მიმდინარეობას, საშეჯიბრო ტრასებს და სხვა ინფრასტრუქტურას გაეცნო. ვერტმფრენით სვანეთიც მოინახულა. მას მეგზურობას სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი უწევდა.

„მხოლოდ 17 ქვეყანას ჰქონდა აქამდე ჩატარებული ზამთრის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატი. მე-18 ჩვენი ქვეყანაა. ამით ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს. ეს განაპირობა ჩვენმა 20-წლიანმა მუშაობამ და სახელმწიფოს ჩართულობამ. სერიოზული შეფასება მივიღეთ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება თითქმის 7 წელი მიმდინარეობდა. უკვე გამოცდილი ქვეყანა ვართ. ის ბირთვი, რომელიც ამ ჩემპიონატის გარშემო შეიკრა - სათხილამურო ფედერაცია, მისი მთავარი სპონსორი სილქნეტი, მთის ტრასების სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, ჩვენი მოხალისეები - არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი სიმდიდრე. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მთის კურორტების განვითარების სამოქმედო გეგმა მალე ოფიციალურად გახდება ცნობილი. საქართველოს სამთო კურორტებზე სპორტული სკოლების შექმნაა დაგეგმილი, სადაც ახალგაზრდებს ადგილზე ვარჯიშისა და სწავლის ყველა პირობა ექნებათ შექმნილი. თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის მთის კურორტები, ეს FIS-ის პრეზიდენტის, იოჰან ელიაშისა და პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას დაიგეგმა.“ - განაცხადა სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თავად იყო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი, საფუძველი ჩაუყარა იმ საერთაშორისო ურთიერთობებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატამდე მიიყვანა ქვეყანა.

სათხილამურო სპორტს უკვე ათ წელზე მეტია მხარდაჭერას უცხადებს კომპანია სილქნეტი. დაარსების დღიდან, ბრენდი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. მაშინ, როცა ძალიან ცოტას სჯეროდა ზამთრის სპორტის განვითარების და საქართველოს პოტენციალის, კომპანიამ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას მხარდაჭერა აღუთქვა და თანმიმდევრული თანამშრომლობით, არაერთ საერთაშორისო რანგის ტურნირის ორგანიზებისას გვერდში დაუდგა, ხელი შეუწყო საქართველოს ნაკრების და ცალკეული სპორტსმენის საერთაშორისო შეჯიბრში ასპარეზობას. ამ წლებმა ლოგიკურად მიიყვანა ქვეყანა, ისეთ წარმატებულ სპორტულ ღონისძიებამდე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია.

საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენიც სილქნეტი გახდა.

დღეს უკვე, ზამთრის სპორტის კალენდარზე სამომავლო გეგმები და საქართველოსთვის ახალი გამოწვევების კონტურები გამოიკვეთა. მომდევნო სამი წლის საშეჯიბრო კალენდარი ხორვატიაში, ფედერაციების შეკრებაზე გაიწერა. ასევე მზადება დაწყებულია, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, სადაც 18 წლამდე ასაკის, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენი იასპარეზებს.

R