სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტიდოტი "ბინძური ბომბისგან" თავდასაცავად - აშშ ორგანიზმიდან რადიოაქტიური დაბინძურების განსადევნად შექმნილი აბების ტესტირებას იწყებს
ანტიდოტი "ბინძური ბომბისგან" თავდასაცავად - აშშ ორგანიზმიდან რადიოაქტიური დაბინძურების განსადევნად შექმნილი აბების ტესტირებას იწყებს

აშშ-ში, "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის" ან­ტი­დო­ტის აბე­ბის პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბა იწყე­ბა. პრე­პა­რა­ტი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­დან მავ­ნე რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბის გან­სა­დევ­ნად შე­იქ­მნა. მი­იჩ­ნე­ვა, რომ პრე­პა­რა­ტი HOPO 14-1 რამ­დე­ნი­მე ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვებს, რაც ამ ტი­პის ია­რაღ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის ურა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გაც. თუ ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი უსაფრ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მოდ­გა, ის ბირ­თვუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის ან ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის პო­ტენ­ცი­უ­რი ზი­ა­ნის­გან შეძ­ლებს ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვას.

და­ახ­ლო­ე­ბით 42 მო­ხა­ლი­სე ახალ პრე­პა­რატს სხვა­დას­ხვა დო­ზე­ბით მი­ი­ღებს და გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბას შე­ა­მოწ­მებს. ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ხა­ლი­სე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გით იზ­რუ­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პის შე­დე­გებს, ისი­ნი 2024 წლის­თვი­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, - ამ­ბო­ბენ ცდე­ბის ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ფი­ნან­სე­ბას აშშ-ს სამ­თავ­რო­ბო სა­ა­გენ­ტოს ჯანრ­თე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის­გან იღე­ბენ.

  • "ბინ­ძუ­რი ბომ­ბი“ ეს არის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღი, რო­მელ­შიც რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი მა­სა­ლა შე­რე­უ­ლია ჩვე­უ­ლებ­რივ ასა­ფეთ­ქე­ბელ ელე­მენ­ტებ­ში. მისი აფეთ­ქე­ბის ტალ­ღა ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი­სა, და ის ასე­ვე გა­ნე­კუთ­ვნე­ბა არა ჩვე­უ­ლებ­რივ სამ­ხედ­რო ია­რაღს, არა­მედ ტე­რო­რის­ტულს, რად­გა­ნაც რა­დი­ა­ცია მოქ­მე­დებს უფრო ნელა და შე­უძ­ლია უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად შე­უმ­ჩნევ­ლად და­ხო­ცოს - რა­დი­ა­ცი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ადა­მი­ა­ნის დნმ, ქსო­ვი­ლე­ბი და ორ­გა­ნო­ე­ბი, რა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის სიმ­სივ­ნე.

უკვე არ­სე­ბობს ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წამ­ლის ინექ­ცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, რომ­ლე­ბიც რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი პლუ­ტო­ნი­უ­მის, ამე­რი­ცი­უ­მის ან კუ­რი­უ­მის გავ­რცე­ლე­ბის არე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

თუ HOPO 14-1 ეფექ­ტი­ა­ნად იმუ­შა­ვებს, ის მო­სახ­ლე­ო­ბას პლუ­ტო­ნი­უ­მის, ამე­რი­ცი­უ­მის და კუ­რი­უ­მის გარ­და, ურა­ნი­სა და ნეპ­ტუ­ნი­უ­მის­გა­ნაც და­ი­ცავს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთო
0

ხალხო, ნუ ჭამთ რა ერთმანეთს, გეხვეწებიიიით

იმიერი
9

არ გინდათ ბარემ ლაზერი გადაატაროთ დედამიწას ამდენი აბებით და წამლებით გაჭყიპვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ანტიდოტი "ბინძური ბომბისგან" თავდასაცავად - აშშ ორგანიზმიდან რადიოაქტიური დაბინძურების განსადევნად შექმნილი აბების ტესტირებას იწყებს

ანტიდოტი "ბინძური ბომბისგან" თავდასაცავად - აშშ ორგანიზმიდან რადიოაქტიური დაბინძურების განსადევნად შექმნილი აბების ტესტირებას იწყებს

აშშ-ში, "ბინძური ბომბის" ანტიდოტის აბების პირველი ტესტირება იწყება. პრეპარატი ადამიანის ორგანიზმიდან მავნე რადიოაქტიური დაბინძურების განსადევნად შეიქმნა. მიიჩნევა, რომ პრეპარატი HOPO 14-1 რამდენიმე ისეთი ნივთიერების წინააღმდეგ იმუშავებს, რაც ამ ტიპის იარაღში შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის ურანის წინააღმდეგაც. თუ ახალი მედიკამენტი უსაფრთხო და ეფექტიანი გამოდგა, ის ბირთვული ინციდენტების ან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური ზიანისგან შეძლებს ადამიანების დაცვას.

დაახლოებით 42 მოხალისე ახალ პრეპარატს სხვადასხვა დოზებით მიიღებს და გვერდითი ეფექტების არსებობას შეამოწმებს. ჯანდაცვის წარმომადგენლები მოხალისეთა უსაფრთხოებაზე ინტენსიური მონიტორინგით იზრუნებენ. რაც შეეხება კვლევის პირველი ეტაპის შედეგებს, ისინი 2024 წლისთვისაა მოსალოდნელი, - ამბობენ ცდების ავტორები, რომლებიც დაფინანსებას აშშ-ს სამთავრობო სააგენტოს ჯანრთელობის ეროვნული ინსტიტუტისგან იღებენ.

  • "ბინძური ბომბი“ ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელშიც რადიოაქტიური მასალა შერეულია ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ელემენტებში. მისი აფეთქების ტალღა ნაკლებია, ვიდრე ბირთვული იარაღისა, და ის ასევე განეკუთვნება არა ჩვეულებრივ სამხედრო იარაღს, არამედ ტერორისტულს, რადგანაც რადიაცია მოქმედებს უფრო ნელა და შეუძლია უფრო მეტი ადამიანი სრულიად შეუმჩნევლად დახოცოს - რადიაციის ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის დნმ, ქსოვილები და ორგანოები, რამაც გამოიწვიოს არაერთი დაავადება, მათ შორის სიმსივნე.

უკვე არსებობს ორი განსხვავებული წამლის ინექცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ადამიანების სამკურნალოდ, რომლებიც რადიოაქტიური პლუტონიუმის, ამერიციუმის ან კურიუმის გავრცელების არეში აღმოჩნდებიან.

თუ HOPO 14-1 ეფექტიანად იმუშავებს, ის მოსახლეობას პლუტონიუმის, ამერიციუმის და კურიუმის გარდა, ურანისა და ნეპტუნიუმისგანაც დაიცავს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა