საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს" - მედვედევი
"ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს" - მედვედევი

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი არ ეთან­ხმე­ბა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რუ­სეთ­მა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხი გა­ნი­ცა­და.

მედ­ვე­დე­ვის მტკი­ცე­ბით მარ­ცხი ნატო-ს "პრი­მი­ტი­ულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა კურ­სმა“ გა­ნი­ცა­და.

"ჯერ კი­დევ 2022 წელს ნატო ზან­ტად გვი­შო­რებ­და, როცა საქ­მე უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ეხე­ბო­და. თით­ქოს გვე­უბ­ნე­ბო­და, თავი დაგ­ვა­ნე­ბეთ, თქვე­ნი დრო არ გვაქვს. ახლა კი ნატო-ს წევ­რი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ღა­მით იძი­ნებს და დი­ლით იღ­ვი­ძებს რუ­სეთ­ზე ფიქ­რით. ასე რომ, თუ მარ­თლაც ვინ­მემ წა­ა­გო, ეს არის ნატო-ს პრი­მი­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ამ­ბი­ცი­აა ითა­მა­შოს ექ­სკლუ­ზი­უ­რი როლი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში“, - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას­თან ომში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხი უკვე გა­ნი­ცა­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩი­ნე­თის ვა­სა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
9

რაში გვაინტერესებს ეს დაკოინებული რას იტყვის.

 

ასეა?
6

რუსეთი ჩინეთის ვასალი, გაერთიანებული ევროპა ამერიკის ვასალი. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები პროგნოზირებად მომავალში. ანუ ევროპამ რუსეთის სახით დაკარგა ენერგორესურსებისა და ნედლეულის მისთვის ყველაზე ხელსაყრელი მიმწოდებელი ხოლო ჩინეთისა და ზოგადად აზიის დინამიურად მზარდმა ეკონომიკამ რუსეთის სახით ენერგორესურსებისა და ნედლეულის უზარმაზარ მარაგზე მიიღო წვდომა. ვფიქრობ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის ეკონომიკური ვარდნაა მოსალოდნელი, ამის საწინააღმდეგოდ ჩინეთისა და აზიის ეკონომიკის აღმავლობა.

ავტორი:

"ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს" - მედვედევი

"ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს" - მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა გეოპოლიტიკური მარცხი განიცადა.

მედვედევის მტკიცებით მარცხი ნატო-ს "პრიმიტიულმა პოლიტიკურმა კურსმა“ განიცადა.

"ჯერ კიდევ 2022 წელს ნატო ზანტად გვიშორებდა, როცა საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა. თითქოს გვეუბნებოდა, თავი დაგვანებეთ, თქვენი დრო არ გვაქვს. ახლა კი ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა ღამით იძინებს და დილით იღვიძებს რუსეთზე ფიქრით. ასე რომ, თუ მართლაც ვინმემ წააგო, ეს არის ნატო-ს პრიმიტიული პოლიტიკა, რომლის ძირითადი ამბიციაა ითამაშოს ექსკლუზიური როლი 21-ე საუკუნეში“, - განაცხადა მედვედევმა.

ცნობისათვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში გეოპოლიტიკური მარცხი უკვე განიცადა და ფაქტობრივად, ჩინეთის ვასალური სახელმწიფო ხდება.