ავტორი:

"ქვეყანაში მიუთითეთ საქართველო...“ - რას პასუხობენ ავიაკომპანია "აზიმუტის" ვებგვერდზე მომხმარებლებს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან?

"ქვეყანაში მიუთითეთ საქართველო...“ - რას პასუხობენ ავიაკომპანია "აზიმუტის" ვებგვერდზე მომხმარებლებს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან?

რუსულ ავიაკომპანია "აზიმუტს", რომელიც მოსკოვ-თბილისის რეისით ყოველდღე იფრენს, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე ცალკე სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული - ამჯერად ეს ინფორმაცია აღებულია.

როგორც ირკვევა, კომპანია კიდევ უფრო შორს წავიდა. ვებგვერდზე მომხმარებლებთან მიმოწერის თანახმად, იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - ე.წ სამხრეთ ოსეთიდან ბილეთი შეიძინონ, ამისთვის ქვეყანის გრაფაში საქართველო უნდა მიუთუთონ.

"გამარჯობა!

ვარ სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, იმ ქვეყნის, რომლის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ აღიარა. მინდოდა, თქვენს საიტზე ჩემი ეროვნული პასპორტით ბილეთის შეძენა, თუმცა ქვეყნების სიაში "სამხეთ ოსეთი“. რატომ და რა გავაკეთო?“ - მიწერა წერილი კომპანიას ბილეთის შეძენით დაინტერესებულმა პირმა.

ვებგვერდის ადმინისტრატორი კი პასუხობს:

"გამარჯობა. ქვეყანაში მიუთითეთ საქართველო“.

Ambebi.ge-მ გადაამოწმა და ვებგვრედზე, ეროვნული პასპორტის სექციაში (რომელიც არარუსეთის მოქალაქეებისთვის არის) ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ნამდვილად აღარ იძებნება.

ცნობისთვის, რუსეთთან პირდაპირი რეისები 17 მაისიდან დაიწყება.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ