სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია, ის სხვის დავალებებს ასრულებს, იღებს დაკვეთებს, უცხოური აგენტია - სპეკულაციებს შეეშვას" - ირაკლი კობახიძე
"ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია, ის სხვის დავალებებს ასრულებს, იღებს დაკვეთებს, უცხოური აგენტია - სპეკულაციებს შეეშვას" - ირაკლი კობახიძე

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სა­ცო­და­ვი კა­ცია - ამას აქვს ორი მი­ზე­ზი: ერთი, ეს არის მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი; მე­ო­რე კი ის, რომ ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს გა­რე­დან მი­ღე­ბულ და­ვა­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­ფე­სორ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ გუ­შინ, მის სახ­ლთან 20-მდე ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მათ წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­წყო.

კო­ბა­ხი­ძის თქმის, აღ­ნიშ­ნუ­ლი 20 კაცი არა­ვის უნა­ხავს.

"მგო­ნი, არა­ვის უჩ­ვე­ნე­ბია ეს 20 კაცი ხომ?! რა­ღაც აბ­სტრაქ­ტუ­ლი 20 კაცი არ­სე­ბობს. თან ნიღ­ბი­ა­ნე­ბი იყ­ვნე­ნო და იღი­მოდ­ნე­ნო, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე თქვა. თვა­ლე­ბი­დან ამო­ი­კი­თხა, ეტყო­ბა, მათი ღი­მი­ლი და რო­გო­რი ღი­მი­ლი იყო, ესეც და­ა­კონ­კრე­ტა. მარ­ტი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­აა. თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს ამ კაცს და მგო­ნი, სჯობს, რომ სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს მი­ხე­დოს. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს. მისი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მა­ინც არის არა იმ­დე­ნად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, რამ­დე­ნა­დაც ის, რომ ყო­ველ­თვის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს, იღებს დაკ­ვე­თებს, უცხო­უ­რი აგენ­ტია. იღებს და­ვა­ლე­ბებს და ამ და­ვა­ლე­ბე­ბით აგი­ნებს ჩვენს ცნო­ბილ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს - გახ­სოვთ, რა ილა­პა­რა­კა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, აკა­კი წე­რე­თელ­ზე, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე, ერეკ­ლე მე­ო­რე­ზე. ასე­ვე, მო­ის­მინთ, რა ილა­პა­რა­კა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე - სა­მარ­ცხვი­ნო ცი­ლის­წა­მე­ბის მთე­ლი კას­კა­დი. ეს გა­საკ­ვი­რი არაა. რო­დე­საც წარ­სულ­ზე ასე ლა­პა­რა­კობს და ის­ტო­რი­ის­თვის ხა­ზის გა­დას­მას ცდი­ლობს, აწ­მყო­ზე რომ იგი­ვეს აკე­თებს, გა­საკ­ვი­რი არაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სა­ცო­და­ვი კა­ცია. ამას აქვს ორი მი­ზე­ზი: ერთი, ეს არის მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი; მე­ო­რე - ის ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს გა­რე­დან მი­ღე­ბულ და­ვა­ლე­ბას. მერ­წმუ­ნეთ, ვე­რა­ვინ და­ას­წრებ­დათ 20 კა­ცის გა­და­ღე­ბას. სპე­კუ­ლა­ცი­ებს შე­ეშ­ვას და მი­ხე­დოს სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პრო­ფე­სორ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან "15-დან 20-მდე მკლავძლი­ე­რი და კუნთმა­გა­რი ახალ­გაზ­რდა იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი“.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს“ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწიგ­ნუ­რი ხალ­ხი მის წი­ნა­აღ­მდეგ ჰყავს მო­მარ­თუ­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ბოლშევიზმი ჭირი იყო, ნაციზმივით, მარქსიზმი დაკვეთილი და დესტრუქციული ცრუ დემაგოგიაა, მეცნიერულად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს -აგებულია მზაკვრულ დოგმებზე, რევოლუციის იდეოლოგიაა , რევოლუცია კი დანაშაულია - კანონდაურღვევლად რევოლუცია ვერ ხდება, სასახლის გადატრიალება და კანონიერი მეფე იმპერატორის ჩამოგდება და მისი ოჯახის დახვრეტაც უკანონობა იყო, მათი და მათი გარემოცვის ქონების მითვისებაც (სვერდლოვ გაუხმანს რომ მეფის გვირგვინი ადგას თავზე და გარშემო არტყია ლენინის პოლიტბიურო მაგიდაზე კი აურაცხელი თვალმარგალიტი ფენია, ეს ფოტოა რევოლუციის სახე !) მიუხედავად იმისა , რომ ცარიზმი არ იყო საუკეთესო მონარქიებს შორის, ერთი ბოროტება მეორეთი არ იძირკვება, სხვისთვის წართმეული ქონების ხარჯზე საყოველთაო კეთილდღეობა ვერ დადგება, (წართმევაა, როცა ერთი უნარიანი ნიჭიერი მცოდნე ადამიანის ნაშრომს , ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ ათ უქნარა მცონარა უცოდინარ და უსარგებლო ცეცხლისწამკიდებელ ავაზაკს უნაწილებ, ამასთან, გულაგებში ახალ ადამიანს "ზრდი", ნებით რომ გასცეს ეს თავისი ნაშრომი ?! ადამიანი ღმერთმა და განგებამ ერთპიროვნულ მესაკუთრედ შექმნა და თუ დაიმონებ , მოგცემს მონის პროდუქტს -აი, რაც გქონდა ბანაკური სოციალისმისას იმას- ცოტას, და უხარისხოს !) რომ არა ბოლშევიზმი, სრულიად სხვანაირ ისტორიული განვითარების გზას გავივლიდით , შესაძლოა არც ნაციზმი ყოფილიყო , ვიმეორებ შესაძლოა არც ყოფილიყო ჰიტლერი, რომ არ ყოფილიყო სტალინი - მასე ქართველია ბაგრატიონიც და თუ მაინც იმაზეა ორიენტაცია, რომ სტალინი ქართველი ჯუღაშვილი იყო და ამასთან გასაოცრად ჭკვიანი , გამჭრიახიც, ხოლო მკაცრი და მოწინააღმდეგეთა მიმართ დაუნდობელი დავითიც კი იყო, ჯუღაშვილს მაინც კრემლში ბაგრატიონის ნახვა მერჩივნა, სხვათაშორის არის კიდეც გიორგი რომანოვ დედით ბაგრატიონი ! პუტინს ყველა აჯობებდა , ფსბ - ეს ბოლშევიკთა ელიტაა , კგბ კომპარტიის კომისიაა, პოლიცია კი არ არის , პარტიული ორგანოა და არასამართალდამცავი ! გავცხარდი ? ბოდიში , მაგრამ ასეა : სსრკ-ს ნგრევამ კი მოგვიტანა ბევრი უბედურება, მაგრამ რომ არა ხრუშჩიოვის, ბრეჟნევის და გორბაჩიოვის ზღვარგადასული უგუნურებები, შესაძლოა გაგვეარა რაღაცა იმისი მსგავსი მდოვრე ეტაპები, სხვა დიქტატურებმა რომ გაიარეს და აქვთ ახლა მეტნაკლებად მოწესრიგებული ცხოვრება, სსრკ სიბნელეა, ჩვენ წინ უნდა ვიაროთ და გავითვალისწინოთ, რომ სულ აგერ, ახლახანს ნაცმიშიზმი გვქონდა-ახლაც ღვივის, ახლა სანამ ქოცბიძინიზმი არ შევიდა გაღვივებულ მარაზმში, ავირჩიოთ სხვები ! სხვები არიან, მოძებენეთ თქვენს გარშემო ! ესენი ბოლშევიკთა ოჯახებიდან გამოსულებია !

ნანა
7

ჩემი შენ გითხარი გული მოგიკალიო - კობახიძევ შენზეა ნათქვამი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია, ის სხვის დავალებებს ასრულებს, იღებს დაკვეთებს, უცხოური აგენტია - სპეკულაციებს შეეშვას" - ირაკლი კობახიძე

"ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია, ის სხვის დავალებებს ასრულებს, იღებს დაკვეთებს, უცხოური აგენტია - სპეკულაციებს შეეშვას" - ირაკლი კობახიძე

ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია - ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები; მეორე კი ის, რომ ყოველთვის ასრულებს გარედან მიღებულ დავალებას, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომ გუშინ, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო მობილიზებული, რომელიც მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ განაწყო.

კობახიძის თქმის, აღნიშნული 20 კაცი არავის უნახავს.

"მგონი, არავის უჩვენებია ეს 20 კაცი ხომ?! რაღაც აბსტრაქტული 20 კაცი არსებობს. თან ნიღბიანები იყვნენო და იღიმოდნენო, რაღაც სისულელე თქვა. თვალებიდან ამოიკითხა, ეტყობა, მათი ღიმილი და როგორი ღიმილი იყო, ესეც დააკონკრეტა. მარტივი სპეკულაციაა. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და მგონი, სჯობს, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს. მისი მთავარი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ის, რომ ყოველთვის დავალებებს ასრულებს, იღებს დაკვეთებს, უცხოური აგენტია. იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს - გახსოვთ, რა ილაპარაკა ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე. ასევე, მოისმინთ, რა ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილზე - სამარცხვინო ცილისწამების მთელი კასკადი. ეს გასაკვირი არაა. როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასმას ცდილობს, აწმყოზე რომ იგივეს აკეთებს, გასაკვირი არაა. სინამდვილეში, ლევან ბერძენიშვილი საცოდავი კაცია. ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები; მეორე - ის ყოველთვის ასრულებს გარედან მიღებულ დავალებას. მერწმუნეთ, ვერავინ დაასწრებდათ 20 კაცის გადაღებას. სპეკულაციებს შეეშვას და მიხედოს საკუთარ პრობლემებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან "15-დან 20-მდე მკლავძლიერი და კუნთმაგარი ახალგაზრდა იყო მობილიზებული“.

როგორც "ინტერპრესნიუს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას უწიგნური ხალხი მის წინააღმდეგ ჰყავს მომართული.

იხილეთ ასევე: