ავტორი:

რუსეთმა სომხეთი და ინდოეთი "გადააგდო" და უკვე მიყიდულ შეიარაღებას არ აწვდის?

რუსეთმა სომხეთი და ინდოეთი "გადააგდო" და უკვე მიყიდულ შეიარაღებას არ აწვდის?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის - არმენ გრიგორიანის novayagazeta.eu-სთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუ ნამდვილ სკანდალად იქცა, რომელმაც, წესით, ერევანსა და მოსკოვს შორის ისედაც საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია შეიძლება, კიდევ უფრო დახლართოს...

გასაგებია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი გრიგორიანი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის თანხმობის გარეშე ჟურნალისტებს ასეთ რამეს არ განუცხადებდა - მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა, 2021 წლიდან მოყოლებული, იარაღის შესყიდვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა რუსეთთან და ფულიც გადაიხადა, დღემდე ეს შეიარაღება სომხეთის არმიას არ მიუღიაო!

გამოდის, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფორპოსტად მიჩნეული სომხეთი თავის სტრატეგიულ პარტნიორს ღიად ადანაშაულებს ჩვეულებრივ "გადაგდებაში" - ანუ რაკეტებისა და სხვა შეიარაღების პარტიები (რომლებიც ასე სჭირდება დღეს სომხეთს, აზერბაიჯანთან არსებული სერიოზული დაპირისპირების ფონზე) რუსეთში მესამე წელია, შეკვეთილია, თანხაც გადახდილია, მაგრამ რუსეთს დღემდე არ მიუწოდებია ის სომხეთისთვის...

საგულისხმოა, რომ სომხეთის პრეტენზიებამდე სამი კვირით ადრე, რუსეთის მიმართ თავისი გულისწყრომა კრემლის კიდევ ერთმა დიდი ხნის პარტნიორმა - ინდოეთმაც გამოხატა.

დელი უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთმა შეაჩერა С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ორი დივიზიონის მიწოდება ინდოეთისთვის, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მოსკოვს არ გადაურიცხა 2 მლრდ დოლარამდე...

ინდოეთს ეს თანხა გააჩნია, მაგრამ დიდი პრობლემა თავად ამ ფულის გადარიცხვის ფორმაშია - დოლარებით გადახდას ინდოეთის მთავრობა შიშობს, რათა აშშ-ის მეორად სანქციებში არ მოხვდეს, რუსეთთან სამხედრო ვაჭრობის გამო, რუსულ რუბლებში გადახდისგან კი თავს იკავებენ, რადგან დელიში დარწმუნებულები არიან, რომ "სამართლიანი" კურსით ამ რაოდენობის რუბლს ვერ გადაახურდავებენ და დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ, ხოლო ინდური რუპიების მიღებაზე უკვე მოსკოველი ჩინოვნიკები აცხადებენ კატეგორიულ უარს...

ინდოეთისგან განსხვავებით, სომხეთი რუსულ შეიარაღებას მსოფლიო ბაზრის კი არა, არამედ - შიდარუსული ბაზრის ფასებში ყიდულობდა ანუ იმავე ღირებულებას იხდიდა ტანკსა თუ თვითმფრინავში, რასაც შოიგუს რუსეთის არმია, რაც მუდამ აღიზიანებდათ მეზობელ აზერბაიჯანელებს, რადგან იმავე რუსულ ტანკში ისინი ბევრად მეტს იხდიდნენ. გააგრძელეთ კიტხვა