პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრენებთან დაკავშირებით პასუხს გავცემ სააკაშვილის სიტყვებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უთხრა, "აუცილებელია ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენი ბუნებით..." - გურამ მაჭარაშვილი
"ფრენებთან დაკავშირებით პასუხს გავცემ სააკაშვილის სიტყვებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უთხრა, "აუცილებელია ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენი ბუნებით..." - გურამ მაჭარაშვილი

ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუხს გავ­ცემ პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბით - თა­ვის დრო­ზე სა­ზღვარ­ზე უთხრა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, "აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­მოხ­ვი­დეთ, დატ­კბეთ ჩვე­ნი ბუ­ნე­ბით, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით, ჩვე­ნი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­თო“, - ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, "ხალ­ხის ძა­ლის“ წევ­რმა გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ოკუ­პი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და 2008 წლის ომიც მომ­ხდა­რია.

მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ სა­კი­თხზე აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბას და ის ორ­მაგ სტან­დარ­ტში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"სამ­წუ­ხა­როდ, შეც­ვლი­ლია აშშ ის ელ­ჩის ლო­გი­კაც, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომი მი­დის და ამი­ტომ არ უნდა მი­ე­ღო რუ­სეთს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ­თვის ომი 2008 წელს არ იყო, ოკუ­პა­ცია არ იყო და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა არ და­ი­ღუ­პა? თუ ჩვენ­თვის ეს ომი არ იყო და ახლა არის უკ­რა­ი­ნის­თვის ომი? ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ეს იქ­ნე­ბა ელ­ჩის თუ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის”, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "დრო­ას“ ლი­დე­რის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ "აზი­მუ­ტი“ სან­ქცი­რე­ბუ­ლია და ურ­ჩია ეს რუ­სეთ­ში გა­არ­კვი­ოს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი აღი­ა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მკაც­რად იცავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს. ამ დროს გა­მო­დის ხოშ­ტა­რია და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო შავი ხვრე­ლია, მე­ო­რე დღეს გა­მო­დის მერე სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი და ამას უარ­ყოფს, თა­ვის ილუ­ზი­ებ­შია ეს ადა­მი­ა­ნი, გზა კვა­ლი კარ­გად იცის რუ­სეთ­ში, ენა და წე­სე­ბი, ამი­ტომ ჩა­ვი­დეს და იქ გა­არ­კვი­ოს რა არის და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი და რა არა“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მირიან თურმანიძე
3

სააკაშვილის დროს რუსი მაფიოზები საქართველიში ჭიტას ვერ იზამდნენ, ამით იმას ვგულისხმობ რომ თუ რუსმა კანონიერმა ქურდმა საქართველოში შემოისეირნა ისე რომ დაგვახია კონსტიტუცია თავზე წარმოიდგინეთ რა დღეში იქნება საქართველოში კრემლის აგენტურა....სააკაშვილმა სახელმწიფო დაგვიტოვა ერთი თქვენ რას დატოვებთ საბოლოდ ის მაინტერესებს

გოჩა
7

დაიკიდეთ ყველა მოიქეცით ისე როგორც ქვეყანას წაადგება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ფრენებთან დაკავშირებით პასუხს გავცემ სააკაშვილის სიტყვებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უთხრა, "აუცილებელია ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენი ბუნებით..." - გურამ მაჭარაშვილი

"ფრენებთან დაკავშირებით პასუხს გავცემ სააკაშვილის სიტყვებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უთხრა, "აუცილებელია ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენი ბუნებით..." - გურამ მაჭარაშვილი

ფრენებთან დაკავშირებით პასუხს გავცემ პატიმარ სააკაშვილის სიტყვებით - თავის დროზე საზღვარზე უთხრა რუსეთის მოქალაქეებს, "აუცილებელია ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენი ბუნებით, მინერალური წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითო“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის პერიოდია, როცა ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და 2008 წლის ომიც მომხდარია.

მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას და ის ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

"სამწუხაროდ, შეცვლილია აშშ ის ელჩის ლოგიკაც, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში ომი მიდის და ამიტომ არ უნდა მიეღო რუსეთს ეს გადაწყვეტილება. ჩვენთვის ომი 2008 წელს არ იყო, ოკუპაცია არ იყო და მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაიღუპა? თუ ჩვენთვის ეს ომი არ იყო და ახლა არის უკრაინისთვის ომი? ორმაგი სტანდარტები მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის, ეს იქნება ელჩის თუ ნებისმიერი პოლიტიკოსის”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა "დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ "აზიმუტი“ სანქცირებულია და ურჩია ეს რუსეთში გაარკვიოს.

"საერთაშორისო ინსტიტუტები, სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მკაცრად იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამ დროს გამოდის ხოშტარია და ამბობს, რომ საქართველო შავი ხვრელია, მეორე დღეს გამოდის მერე საფინანსო ინსტიტუტი და ამას უარყოფს, თავის ილუზიებშია ეს ადამიანი, გზა კვალი კარგად იცის რუსეთში, ენა და წესები, ამიტომ ჩავიდეს და იქ გაარკვიოს რა არის დასანქცირებული და რა არა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.