მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაძაბულობა იმდენად გამწვავდა, რომ ბიჭები მის მესიჯებსაც კი არ პასუხობდნენ, რაზეც მომღერალი გაცოფებული იყო" - ბრიტნი სპირსს წელიწადზე მეტია შვილები არ უნახავს
"დაძაბულობა იმდენად გამწვავდა, რომ ბიჭები მის მესიჯებსაც კი არ პასუხობდნენ, რაზეც მომღერალი გაცოფებული იყო" - ბრიტნი სპირსს წელიწადზე მეტია შვილები არ უნახავს

ტაბ­ლო­ი­დუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცია, TMZ ბრიტ­ნი სპირ­სის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს აქ­ვეყ­ნებს. ფილმში მე­ურ­ვე­ო­ბის მარ­წუ­ხე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პოპ მომ­ღერ­ლის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბაა ნაჩ­ვე­ნე­ბი. ირ­კვე­ვა, რომ ბრიტ­ნის თა­ვი­სი თი­ნე­ი­ჯე­რი ვა­ჟე­ბი უკვე წელ­ზე მე­ტია არ უნა­ხავს.

  • "2022 წლის ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს მათ შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა იმ­დე­ნად გამ­წვავ­და, რომ ბი­ჭე­ბი მის მე­სი­ჯებ­საც კი უპა­სუ­ხოდ ტო­ვებ­დნენ, რა­ზეც ბრიტ­ნი გა­ცო­ფე­ბუ­ლი იყო",- თქვა TMZ-ის პრო­დი­უ­სერ­მა, ქე­ი­თი ჰე­ის­მა დო­კუ­მენ­ტურ ფილმში "TMZ იძი­ებს: ბრიტ­ნი სპირ­სი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი".

წყა­რო ადას­ტუ­რებს, რომ მომ­ღე­რალ­მა 17 და 16 წლის ვა­ჟე­ბი, შონი და ჯე­ი­დე­ნი ბო­ლოს 2022 წლის და­სა­წყის­ში ნახა, მა­ნამ, ვიდ­რე სემ ას­გა­რი­ზე და­ქორ­წინ­დე­ბო­და.

ბრიტ­ნის და მის შვი­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა­ზე თა­ვად მის­მა ვაჟ­მა, ჯე­ი­დენ­მა შარ­შან, აგ­ვის­ტო­ში ისა­უბ­რა:

"ვფიქ­რობ, დე­დას ორი­ვე­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის და ყუ­რა­დღე­ბის თა­ნაბ­რად გა­მო­ჩე­ნა უჭირ­და. მგო­ნია, შონს ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­აკ­ლდა მისი ყუ­რა­დღე­ბა და ამის გამო თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ,"- ამ­ბობ­და 16 წლის ბიჭი. დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის დას­კვნით, დე­და­სა და ვა­ჟებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სწო­რედ ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ გამ­წვავ­და.

ჯე­ი­დე­ნი

  • ბი­ჭე­ბის მა­მის, კე­ვინ ფე­დერ­ლა­ი­ნის თქმით, ფაქ­ტი, რომ სპირ­სი ხში­რად შიშ­ველ ფო­ტო­ებს დებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბი­ჭებს უხერ­ხუ­ლო­ბას უქ­მნის. "ვცდი­ლობ, რო­გორ­მე ავუხ­სნა ეს ბი­ჭებს და ვუ­თხრა, რომ შე­საძ­ლოა, ეს ბრიტ­ნის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთი გზაა, მაგ­რამ ეს მათ არ შვე­ლის. ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა გრძნობ­დნენ თავს, ისი­ნი ხომ მო­ზარ­დე­ბი არი­ან და სკო­ლა­ში და­დი­ან.."

ჯე­ი­დე­ნის ინ­ტერ­ვი­უს ბრიტ­ნის სა­პა­სუ­ხო პოს­ტი მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც მან "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­ავ­რცე­ლა: "ძა­ლი­ან მამ­წუხ­რებს ჯე­ი­დე­ნის სა­ჯა­რო გა­მო­ძა­ხი­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ მათი მო­ლო­დი­ნე­ბი, რო­გორც დე­დამ, ვერ გა­ვა­მარ­თლე. იქ­ნებ ერთ დღეს შევ­ხვდეთ და ამა­ზე პი­რის­პირ და ღიად ვი­სა­უბ­როთ!!!" - და­წე­რა სპირ­სმა 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ ბოლო დროს ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მოლ­ბა. "ამ ეტაპ­ზე ბრიტ­ნის და მის შვი­ლებს მი­მო­წე­რა აქვთ, იქ­ნებ, ყი­ნუ­ლი გალღვეს", - ამ­ბობს TMZ-ის ჟურ­ნა­ლის­ტი დო­კუ­მენ­ტურ ფილმში.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
0

ბრიტნის ამერიკაში დებილად და გიჟად თვლიან, ასე მითხრა ჩემმა კლასელმა რომელიც ნიუორკში ცხოვრობს. ხოდა ბიჭები გაარიდეს, ბრიტნი ადრე კარგი გოგო იყო მაგრამ ჯასტინთან დაშორების შემდეგ აურია. იმედია საბოლოოდ გამოჯანმრთელდება

ნატია
1

ბიჭები სამართლიანად ბრაზობენ დედაზე.

ავტორი:

"დაძაბულობა იმდენად გამწვავდა, რომ ბიჭები მის მესიჯებსაც კი არ პასუხობდნენ, რაზეც მომღერალი გაცოფებული იყო" - ბრიტნი სპირსს წელიწადზე მეტია შვილები არ უნახავს

"დაძაბულობა იმდენად გამწვავდა, რომ ბიჭები მის მესიჯებსაც კი არ პასუხობდნენ, რაზეც მომღერალი გაცოფებული იყო" - ბრიტნი სპირსს წელიწადზე მეტია შვილები არ უნახავს

ტაბლოიდური საინფორმაციო ორგანიზაცია, TMZ ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს აქვეყნებს. ფილმში მეურვეობის მარწუხებისგან გათავისუფლებული პოპ მომღერლის ბოლოდროინდელი ცხოვრებაა ნაჩვენები. ირკვევა, რომ ბრიტნის თავისი თინეიჯერი ვაჟები უკვე წელზე მეტია არ უნახავს.

  • "2022 წლის ზაფხულის მიწურულს მათ შორის დაძაბულობა იმდენად გამწვავდა, რომ ბიჭები მის მესიჯებსაც კი უპასუხოდ ტოვებდნენ, რაზეც ბრიტნი გაცოფებული იყო",- თქვა TMZ-ის პროდიუსერმა, ქეითი ჰეისმა დოკუმენტურ ფილმში "TMZ იძიებს: ბრიტნი სპირსი - თავისუფლების ფასი".

წყარო ადასტურებს, რომ მომღერალმა 17 და 16 წლის ვაჟები, შონი და ჯეიდენი ბოლოს 2022 წლის დასაწყისში ნახა, მანამ, ვიდრე სემ ასგარიზე დაქორწინდებოდა.

ბრიტნის და მის შვილებს შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე თავად მისმა ვაჟმა, ჯეიდენმა შარშან, აგვისტოში ისაუბრა:

"ვფიქრობ, დედას ორივესადმი სიყვარულის და ყურადღების თანაბრად გამოჩენა უჭირდა. მგონია, შონს ყველაზე მეტად მოაკლდა მისი ყურადღება და ამის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ,"- ამბობდა 16 წლის ბიჭი. დოკუმენტური ფილმის დასკვნით, დედასა და ვაჟებს შორის ურთიერთობა სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ გამწვავდა.

ჯეიდენი

  • ბიჭების მამის, კევინ ფედერლაინის თქმით, ფაქტი, რომ სპირსი ხშირად შიშველ ფოტოებს დებს სოციალურ ქსელში, ბიჭებს უხერხულობას უქმნის. "ვცდილობ, როგორმე ავუხსნა ეს ბიჭებს და ვუთხრა, რომ შესაძლოა, ეს ბრიტნისთვის საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ეს მათ არ შველის. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა გრძნობდნენ თავს, ისინი ხომ მოზარდები არიან და სკოლაში დადიან.."

ჯეიდენის ინტერვიუს ბრიტნის საპასუხო პოსტი მოჰყვა, რომელიც მან "ინსტაგრამზე" გაავრცელა: "ძალიან მამწუხრებს ჯეიდენის საჯარო გამოძახილი იმის შესახებ, რომ მათი მოლოდინები, როგორც დედამ, ვერ გავამართლე. იქნებ ერთ დღეს შევხვდეთ და ამაზე პირისპირ და ღიად ვისაუბროთ!!!" - დაწერა სპირსმა 2022 წლის სექტემბერში.

როგორც ირკვევა, ამ ბოლო დროს ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა მოლბა. "ამ ეტაპზე ბრიტნის და მის შვილებს მიმოწერა აქვთ, იქნებ, ყინული გალღვეს", - ამბობს TMZ-ის ჟურნალისტი დოკუმენტურ ფილმში.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა