Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა სულ უფრო რეალური ხდება - რას წარმოადგენენ ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და რა შეიძლება დაუპირისპიროს მათ რუსეთმა?
უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა სულ უფრო რეალური ხდება -  რას წარმოადგენენ  ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და რა შეიძლება დაუპირისპიროს მათ რუსეთმა?

უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვამ­დე შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა ან რამ­დე­ნი­მე დღეც რჩე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მის კონ­ტრშე­ტე­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ოკუ­პან­ტე­ბი ამ­ჯე­რად, მეტ-ნაკ­ლე­ბად მზად არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს ისე მარ­ტი­ვად აღარ დათ­მო­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა და­სავ­ლე­თის­გან რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას, მათ შო­რის მძი­მე ტექ­ნი­კას - ტან­კებს, არ­ტი­ლე­რი­ას, რა­საც ახლა უკვე ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი Storm Shadow და­ე­მა­ტა, ამ ეტაპ­ზე მას­შტა­ბუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვის­გან თავს მა­ინც იკა­ვე­ბენ.

ჯერ კი­დევ რჩე­ბა სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც უპი­რა­ტე­სო­ბა რუ­სებს აქვთ. პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ბოლო ერთი კვი­რის გა­ნამ­ვლო­ბა­ში გა­აქ­ტი­ურ­და და სა­გა­რეო ვი­ზი­ტებს აწყობს. პრე­ზი­დენ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ დახ­მა­რე­ბის ახალ პა­კე­ტებ­სა და მას­ში შე­მა­ვალ ტექ­ნი­კა­ზე აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ის შეხ­ვდა გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ოლაფ შოლცს, სა­ფარნ­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს და დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ რიში სუ­ნაკს.

ამ შეხ­ვედ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი უკ­რა­ი­ნელ პი­ლო­ტებს გა­და­ამ­ზა­დებ­და. 10 მა­ისს Yahoo წერ­და, რომ ბრი­ტა­ნე­თი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა, ვინც უკ­რა­ი­ნელ პი­ლო­ტებს ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბით გაწ­ვრთნის.

ყვე­ლა­ფე­რი იქით მი­დის, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნას მარ­თლაც გა­დას­ცე­მენ F-16 ტი­პის საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვებს, რა­საც ქვე­ყა­ნა ამ­დე­ნი ხა­ნაი ითხოვს.

  • რა­ტომ ითხოვს უკ­რა­ი­ნა F-16-ებს?

პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რია - პი­ლო­ტებს შე­უძ­ლი­ათ რო­გორც სა­ბა­ზი­სო და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ასე­ვე ცის დაც­ვა.

ფაქ­ტია, რომ მი­უ­ხე­და­ვად და­სავ­ლე­თის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი­სა, ოკუ­პან­ტე­ბი მა­ინც ახერ­ხე­ბენ სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბის, სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ბომბვას.

უკ­რა­ი­ნას ამ ეტაპ­ზე 4 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვე­ბი ჰყავს: სუ-27 და მიგ-29 (გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი), სუ-25 (მო­ი­ე­რი­შე) და სუ-24 (ბომბდამ­შე­ნი).

რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სპი­კე­რი იური იგ­ნა­ტი ამ­ბობს, F-16 ოთხი­ვე ტი­პის თვითმფრი­ნა­ვის ფუნ­ქცი­ებს ითავ­სებს.

"F-16-ს შე­უძ­ლია ოთხი­ვე ტი­პის სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ფუნ­ქცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა. ეს თვითმფრი­ნა­ვია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სახ­მე­ლე­თო მიზ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბე­ბით გა­ნად­გუ­რე­ბა, ასე­ვე სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის მო­გე­რი­ე­ბა და ჩვე­ნი ცის დაც­ვა. უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბის გამო, დღეს F-16 მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვია“, - ამ­ბობს იგ­ნა­ტი.

თუმ­ცა პრობ­ლე­მა არა მხო­ლოდ გა­და­ცე­მა­ში, არა­მედ პი­ლო­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­შიც არის. ისი­ნი საბ­ჭო­ურ ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას არი­ან შეჩ­ვე­უ­ლი, და­სავ­ლუ­რი ტექ­ნი­კა კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­დამ­ზა­დე­ბას სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი დრო. ერ­თია, რო­დე­საც პი­ლოტ­მა აფ­რე­ნა-დაფ­რე­ნა იცის, მაგ­რამ მე­ო­რეა, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს თვითმფრი­ნავს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას. იგ­ნა­ტი ამ­ბობს, რომ თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცნო­ბი­ლია იმ პი­ლო­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც სწავ­ლას და­ი­წყე­ბენ.

"სია უკვე დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს. შე­საძ­ლოა, რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ, იმი­ტომ რომ ვო­მობთ, თუმ­ცა სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­მა ნი­კო­ლაი ოლე­შუკ­მა ის უკვე შე­ა­თან­ხმა. აქვე ვი­ტყვი, რომ ლა­პა­რა­კია არა მხო­ლოდ პი­ლო­ტებ­ზე, არა­მედ ინ­ჟი­ნე­რებ­ზეც და ა.შ.“

  • რას და­უ­პი­რის­პი­რებს რუ­სე­თი F-16-ებს?

რუ­სეთს კარ­გი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი აქვს, მათი ნა­ქე­ბი, სხვა "უა­ნა­ლო­გო“ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა უმუ­შა­ვებთ.

S-300, S-400-სსა და “პან­ცირს“ აქვთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წა­რამ­ტე­ბით ებ­რძო­ლონ F-16-ს ან მის ანა­ლო­გებს. თუმ­ცა ვიდ­რე და­პი­რის­პი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა, მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით ვერ ვი­ტყვით, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დღეს არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ასე ჩანს.

ასე­ვე სუ 35-ებს და მიგ 35-ებს შე­უძ­ლი­ათ შორ მან­ძილ­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­მიზ­ნე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. ასე­თი სა­ჰა­ე­რო დუ­ე­ლი უკ­რა­ი­ნის ცაზე უკვე გა­ი­მარ­თა. რუ­სულ­მა სუ 35-მა უკ­რა­ი­ნუ­ლი სუ 27 ჩა­მო­აგ­დო. თუმ­ცა F-16 და მისი მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი სუ 27-ის­გან ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბა.

სხვა­თა შო­რის, მა­სობ­რი­ვი სა­ჰა­ე­რო დუ­ე­ლე­ბი და­სავ­ლურ და საბ­ჭო­უ­რი თვითმფრი­ნა­ვებს შო­რის, ერთხელ ეგ­ვიპ­ტი­სა და ის­რა­ე­ლის ცაზე გა­ი­მარ­თა, რა დრო­საც ებ­რა­ე­ლებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სას­ტი­კად გა­ა­ნად­გუ­რეს.

ახლა მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი პი­ლო­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე გა­კეთ­დე­ბა, რად­გან დამ­ხამ­რე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი კი კარ­გია, მაგ­რამ მათ სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბაა სა­ჭი­რო. ამ ცოტა ხნის წინ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია იმის თო­ბა­ზეც, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი უკ­რა­ი­ნამ ამ თვითმფრი­ნა­ვე­ბის ნა­წი­ლის­თვის უცხო­ე­ლი, გა­მოც­დი­ლი პი­ლო­ტე­ბიც და­ი­ქი­რა­ოს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

.ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფირცხალავა ოთარი
0

ძალიან კარგია. სხვა დასავლურ ტექნიკისა და რუსული ტექნიკის შედარებაც გააკეთეთ. აბრამსებს და ლეოპარდებს რას დაუპირისპირებენ. ასევე, საინტერესო იქნებოდა კინჟალების მიმოხილვა. ბევრი საინტერესო სამხედრო თემატიკის ჩაშლა შეიძლება და თუ გააკეთებთ კარგს იზამთ. მადლობა

ვალიკო მიზანდარი
0

ჩემსავით ძროხასაც გადაიყვანს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა სულ უფრო რეალური ხდება - რას წარმოადგენენ ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და რა შეიძლება დაუპირისპიროს მათ რუსეთმა?

უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა სულ უფრო რეალური ხდება -  რას წარმოადგენენ  ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და რა შეიძლება დაუპირისპიროს მათ რუსეთმა?

უკრაინის კონტრშეტევამდე შეიძლება რამდენიმე კვირა ან რამდენიმე დღეც რჩება. უკრაინელებმა კარგად იციან, რომ გასული წლის შემოდგომის კონტრშეტევისგან განსხვავებით, ოკუპანტები ამჯერად, მეტ-ნაკლებად მზად არიან. შესაბამისად, დაკავებულ ტერიტორიებს ისე მარტივად აღარ დათმობენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დასავლეთისგან რეგულარულად იღებს სამხედრო დახმარებას, მათ შორის მძიმე ტექნიკას - ტანკებს, არტილერიას, რასაც ახლა უკვე ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow დაემატა, ამ ეტაპზე მასშტაბური კონტრშეტევისგან თავს მაინც იკავებენ.

ჯერ კიდევ რჩება სივრცეები, სადაც უპირატესობა რუსებს აქვთ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო ერთი კვირის განამვლობაში გააქტიურდა და საგარეო ვიზიტებს აწყობს. პრეზიდენტი, სავარაუდოდ დახმარების ახალ პაკეტებსა და მასში შემავალ ტექნიკაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, საფარნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ რიში სუნაკს.

ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელ პილოტებს გადაამზადებდა. 10 მაისს Yahoo წერდა, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდება, ვინც უკრაინელ პილოტებს ნატოს სტანდარტებით გაწვრთნის.

ყველაფერი იქით მიდის, რომ, სავარაუდოდ, უკრაინას მართლაც გადასცემენ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რასაც ქვეყანა ამდენი ხანაი ითხოვს.

  • რატომ ითხოვს უკრაინა F-16-ებს?

პირველ რიგში, იმიტომ რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მრავალფუნქციურია - პილოტებს შეუძლიათ როგორც საბაზისო დავალებების შესრულება, ასევე ცის დაცვა.

ფაქტია, რომ მიუხედავად დასავლეთის მიერ გადაცემული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა, ოკუპანტები მაინც ახერხებენ სხვადასხვა ქალაქების, სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

უკრაინას ამ ეტაპზე 4 ტიპის თვითმფრინავები ჰყავს: სუ-27 და მიგ-29 (გამანადგურებლები), სუ-25 (მოიერიშე) და სუ-24 (ბომბდამშენი).

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი ამბობს, F-16 ოთხივე ტიპის თვითმფრინავის ფუნქციებს ითავსებს.

"F-16-ს შეუძლია ოთხივე ტიპის საჰაერო ხომალდის ფუნქციების გაერთიანება და შესრულება. ეს თვითმფრინავია, რომელსაც შეუძლია სახმელეთო მიზნების სხვადასხვა ტიპის შეიარაღებებით განადგურება, ასევე საჰაერო იერიშების მოგერიება და ჩვენი ცის დაცვა. უნივერსალურობის გამო, დღეს F-16 მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული თვითმფრინავია“, - ამბობს იგნატი.

თუმცა პრობლემა არა მხოლოდ გადაცემაში, არამედ პილოტების მომზადებაშიც არის. ისინი საბჭოურ ტექნიკის გამოყენებას არიან შეჩვეული, დასავლური ტექნიკა კი განსხვავებულია. შესაბამისად, გადამზადებას სჭირდება ყველაზე დიდი დრო. ერთია, როდესაც პილოტმა აფრენა-დაფრენა იცის, მაგრამ მეორეა, როგორ გამოიყენებს თვითმფრინავს დავალების შესრულებისას. იგნატი ამბობს, რომ თანხმობის შემთხვევაში, ცნობილია იმ პილოტების ვინაობა, რომლებიც სწავლას დაიწყებენ.

"სია უკვე დიდი ხანია არსებობს. შესაძლოა, რაღაც ცვლილებები შევიტანოთ, იმიტომ რომ ვომობთ, თუმცა საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშუკმა ის უკვე შეათანხმა. აქვე ვიტყვი, რომ ლაპარაკია არა მხოლოდ პილოტებზე, არამედ ინჟინერებზეც და ა.შ.“

  • რას დაუპირისპირებს რუსეთი F-16-ებს?

რუსეთს კარგი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს, მათი ნაქები, სხვა "უანალოგო“ ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, უნდა ვაღიაროთ, რომ საჰაერო თავდაცვა უმუშავებთ.

S-300, S-400-სსა და “პანცირს“ აქვთ იმის საშუალება, რომ წარამტებით ებრძოლონ F-16-ს ან მის ანალოგებს. თუმცა ვიდრე დაპირისპირება არ მოხდება, მტკიცებითი ფორმით ვერ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში, დღეს არსებული ინფორმაციიდან ასე ჩანს.

ასევე სუ 35-ებს და მიგ 35-ებს შეუძლიათ შორ მანძილზე მოწინააღმდეგის სამიზნეების აღმოჩენა. ასეთი საჰაერო დუელი უკრაინის ცაზე უკვე გაიმართა. რუსულმა სუ 35-მა უკრაინული სუ 27 ჩამოაგდო. თუმცა F-16 და მისი მოდერნიზებული ვარიანტები სუ 27-ისგან ბევრად განსხვავდება.

სხვათა შორის, მასობრივი საჰაერო დუელები დასავლურ და საბჭოური თვითმფრინავებს შორის, ერთხელ ეგვიპტისა და ისრაელის ცაზე გაიმართა, რა დროსაც ებრაელებმა მოწინააღმდეგე სასტიკად გაანადგურეს.

ახლა მთავარი აქცენტი პილოტების გადამზადებაზე გაკეთდება, რადგან დამხამრე ტექნოლოგიები კი კარგია, მაგრამ მათ სწორი გამოყენებაა საჭირო. ამ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის თობაზეც, რომ არ არის გამორიცხული უკრაინამ ამ თვითმფრინავების ნაწილისთვის უცხოელი, გამოცდილი პილოტებიც დაიქირაოს.

იხილეთ ასევე:

.ავტორი: ანრი კურტანიძე