საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან „პრევენციის მიზნით შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძახებაზე“ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ადგილზე პოლიციას დახვდათ „მშვიდი ვითარება, არ შეინიშნებოდა რაიმე დაპირისპირება ან სამართალდარღვევის ფაქტი“.
„მოხდა გასაუბრება შეტყობინების ინიციატორთან რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა რამდენიმე პირბადიანი პიროვნება და პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია”, - განაცხადეს შსს-ში.
პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან „15-დან 20-მდე მკლავძლიერი და კუნთმაგარი ახალგაზრდა იყო მობილიზებული“.
როგორც „ინტერპრესნიუს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას უწიგნური ხალხი მის წინააღმდეგ ჰყავს მომართული.
წაიკითხეთ ასევე:
ლ ბერძენიშვილი, რომელმაც თავისი სტუდენტური წლები ეგნატე ნინოშვილისა და იროდიონ ევდოშვილის, შემდეგ პარმენ ლორიასა და იაკინთე ლისაშვილის ნაწერების კვლევას და მათზე საკურსო, თუ სადიპლომო ნაწერებს წერას მიუძღვნა, დღეს აღმოაჩინა, რომ ილია და აკაკი ცუდი პოეტები იყვნენ, ვაჟა კანიბალიზმის აპოლოგეტი ... აღმაშენებელი და ერეკლე ქვეყნის მოღალატეები ... სულ მალე ის პატრიოტიზმის ეტალონებად სააკაშვილს და კეზერას დაასახელებს, ხოლო მწერლებად ლ ბუღაძეს, ამაღლობელს, ტურაშვილს და დეისაძეს ... მერე ალბათ მთელი სერიოზულობით დაიწყებს მტკიცებას რომ ნაპოლეონია!
იმდენი ღლეობები იბოდიალა,ბოლოს თვითონვე შეეშინდა ამ დაჩუტულ გომბეშოს და მოლანდებები დაეწყო.ჯერ სად არის. ,.