სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვმასპინძლობთ იმერეთს  – "ქართული კუთხეების ფესტივალი" იწყება
ვმასპინძლობთ იმერეთს  – "ქართული კუთხეების ფესტივალი" იწყება

20 მა­ისს, წის­ქვი­ლის ეზო­ში „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ იმე­რე­თის დღე­ე­ბით გა­იხ­სნე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს იმე­რე­თის ავ­თენ­ტურ კულ­ტუ­რა­სა და გას­ტრო­ნო­მი­ას გა­აც­ნობს.

სტუმ­რე­ბი ისი­ა­მოვ­ნე­ბენ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ფოლკ­ლო­რუ­ლი ნომ­რე­ბით და იხი­ლა­ვენ იმე­რუ­ლი ცეკ­ვა-სიმ­ღე­რის ავ­თენ­ტუ­რი ვერ­სი­ებს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის იმე­რე­თი­დან „წის­ქვილს“ ეს­ტუმ­რე­ბი­ან: ქუ­თა­ი­სის ა. ვა­სა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფოლკ­ლო­რის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლებ­ლის ან­სამ­ბლი „ბერ­მუ­ხა“, ფოლკ­ლო­რის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლებ­ლის ხალ­ხურ საკ­რავ­თა ან­სამ­ბლი ზვი­ად აბე­სა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ლე­ვან გერ­სა­მი­ას ან­სამ­ბლი, „ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია“ და ან­სამ­ბლი „აისი“.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, სა­მო­სი და ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, მათ შო­რის, მეღ­ვი­ნე­ო­ბა „ენ­კე­ნის“, „შუ­მის“, ღვი­ნის ბრენდ „ფეს­ვე­ბის“, „ბა­და­გი­სა“ და „ქეთო’ს“ ნა­წარ­მი.

„მე-6 წე­ლია, რაც მეღ­ვი­ნე­ო­ბა „ენ­კე­ნი“ და­არ­სდა და ტრა­დი­ცი­უ­ლად ქვევრში და­ყე­ნე­ბულ იმე­რულ ღვი­ნო­ებს სთა­ვა­ზობს ქარ­თველ და უცხო­ელ მომ­ხმა­რე­ბელს. ეს საქ­მე არ არის მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი ჩვენ­თვის, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში იმე­რუ­ლი, ქვევ­რის ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და შიდა და გარე ბა­ზარ­ზე ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ კი­დევ ერთი შან­სია იმი­სა, რომ ჩვე­ნი იმე­რუ­ლი ქვევ­რის ღვი­ნო­ე­ბი, იმე­რულ კერ­ძებ­თან ერ­თად, ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს წარ­ვუდ­გი­ნოთ და მი­ვი­ღოთ მათ­გა­ნაც უკუ­კავ­ში­რი“, – ამ­ბობს „ენ­კე­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ლაშა გუ­რუ­ლი.

სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ებ­ში „წის­ქვი­ლის“ მე­ნი­უ­ში და­ე­მა­ტე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ამ კუ­თხის შე­სა­ბა­მი­სი, ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი. გა­ი­მარ­თე­ბა მას­ტერკლა­სე­ბი და სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ ნა­ხონ, რო­გორ მზად­დე­ბა ნამ­დვი­ლი იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, წი­წი­ლა კეც­ზე და სხვა გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძე­ბი.

ბავ­შვე­ბის­თვის მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე, გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბით.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ წელს პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა, „წის­ქვი­ლი ჯგუფ­ში“ ამ­ბო­ბენ, რომ მას ყო­ველ­წლი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცე­მა და ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა.

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გვი­ხა­რია, რომ ჩვენ ვუყ­რით სა­ფუძ­ველს ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან წა­მო­წყე­ბას. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ჩა­ერ­თო და მო­ნა­წი­ლე­ობს ფეს­ტი­ვალ­ში“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლაშა ჩხა­ი­ძე.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და იმე­რე­თის შემ­დეგ, „წის­ქვი­ლი“ სვა­ნეთს, კა­ხეთს, სა­მეგ­რე­ლოს, რა­ჭას, გუ­რი­ა­სა და აჭა­რას უმას­პინ­ძლებს.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეს­ტუმ­რეთ წის­ქვი­ლის ფე­სი­ბუქ გვერ­დსა და ფეს­ტი­ვა­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბას.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ვმასპინძლობთ იმერეთს  – "ქართული კუთხეების ფესტივალი" იწყება

ვმასპინძლობთ იმერეთს  – "ქართული კუთხეების ფესტივალი" იწყება

20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.

სტუმრები ისიამოვნებენ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით და იხილავენ იმერული ცეკვა-სიმღერის ავთენტური ვერსიებს. სპეციალურად ამ დღისთვის იმერეთიდან „წისქვილს“ ესტუმრებიან: ქუთაისის ა. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ანსამბლი „ბერმუხა“, ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი ზვიად აბესაძის ხელმძღვანელობით, ლევან გერსამიას ანსამბლი, „ქართული ქორეოგრაფია“ და ანსამბლი „აისი“.

წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაკეთი ნივთები, სამოსი და ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტები, მათ შორის, მეღვინეობა „ენკენის“, „შუმის“, ღვინის ბრენდ „ფესვების“, „ბადაგისა“ და „ქეთო’ს“ ნაწარმი.

„მე-6 წელია, რაც მეღვინეობა „ენკენი“ დაარსდა და ტრადიციულად ქვევრში დაყენებულ იმერულ ღვინოებს სთავაზობს ქართველ და უცხოელ მომხმარებელს. ეს საქმე არ არის მხოლოდ ბიზნესი ჩვენთვის, არამედ პირველ რიგში იმერული, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და შიდა და გარე ბაზარზე ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ ჩვენი იმერული ქვევრის ღვინოები, იმერულ კერძებთან ერთად, ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარვუდგინოთ და მივიღოთ მათგანაც უკუკავშირი“, – ამბობს „ენკენის“ დამფუძნებელი, ლაშა გურული.

საფესტივალო დღეებში „წისქვილის“ მენიუში დაემატება კონკრეტულად ამ კუთხის შესაბამისი, ტრადიციული კერძები. გაიმართება მასტერკლასები და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ნახონ, როგორ მზადდება ნამდვილი იმერული ხაჭაპური, წიწილა კეცზე და სხვა გამორჩეული კერძები.

ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცე, გასართობი აქტივობებით.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წელს პირველად გაიმართება, თუმცა, „წისქვილი ჯგუფში“ ამბობენ, რომ მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და ტრადიციად იქცევა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. გვიხარია, რომ ჩვენ ვუყრით საფუძველს ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მუნიციპალიტეტსა და კომპანიას, რომელიც ჩაერთო და მონაწილეობს ფესტივალში“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლაშა ჩხაიძე.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და იმერეთის შემდეგ, „წისქვილი“ სვანეთს, კახეთს, სამეგრელოს, რაჭას, გურიასა და აჭარას უმასპინძლებს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ წისქვილის ფესიბუქ გვერდსა და ფესტივალის ღონისძიებას.

NS