საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული კუთხეების ფესტივალი" – "წისქვილი ჯგუფის" კიდევ ერთი ახალი წამოწყება
"ქართული კუთხეების ფესტივალი" – "წისქვილი ჯგუფის" კიდევ ერთი ახალი წამოწყება

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ მო­რი­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ქვეყ­ნის კუ­თხე­ე­ბის კულ­ტუ­რის, ფოლკ­ლო­რის, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს.

20 მა­ი­სი­დან ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე, ყო­ველ მე­ო­რე შა­ბათ-კვი­რას წის­ქვი­ლის ეზო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე – სვა­ნე­თი, სა­მეგ­რე­ლო, გუ­რია, აჭა­რა, რაჭა, იმე­რე­თი და კა­ხე­თი – სა­კუ­თარ კულ­ტუ­რა­სა და გას­ტრო­ნო­მი­ას წა­რად­გენს.

„წის­ქვი­ლი ჯგუ­ფი“ 20 წე­ლია სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტორ­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბრენ­დია, მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად კი „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის“ ტრა­დი­ცი­ად ქცე­ვა და­ვი­სა­ხეთ მიზ­ნად.

ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ გა­იც­ნონ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი და მათი ავ­თენ­ტუ­რი გე­მო­ე­ბი­თა და ცეკ­ვა-სიმ­ღე­რით ისი­ა­მოვ­ნონ. ამ დღე­ებ­ში ისი­ნი და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბის გა­მორ­ჩე­ულ კერ­ძებს, თა­ვად ის­წავ­ლი­ან მათ მომ­ზა­დე­ბას და იხი­ლა­ვენ რე­გი­ო­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის, ას­წლო­ვან ან­სამ­ბლ „რიჰოს“ სვა­ნე­თი­დან, „ელე­სას“ მა­ღალმთი­ა­ნი ქე­დი­დან, რაჭ­ვე­ლებს, მეგ­რე­ლებს, კა­ხე­ლებს, გუ­რუ­ლებს და ა.შ.“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

კონ­კრე­ტუ­ლი კუ­თხი­სად­მი მი­ძღვნილ დღე­ებ­ში, მე­ნი­უს ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი და დღის ღვი­ნო და­ე­მა­ტე­ბა. ეზო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ე­წყო­ბა ჯი­ხუ­რე­ბი, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა ხემ­სის თუ სასმლის შე­ძე­ნა და იქვე და­გე­მოვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რეს­ტორ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბის და­ჯავ­შნას სტუმ­რე­ბი წი­ნას­წარ შეძ­ლე­ბენ.

ამას­თან ერ­თად, წის­ქვი­ლის სივ­რცე­ში გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ბავ­შვო ზონა, სა­დაც ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­კავ­დე­ბი­ან.

ფეს­ტი­ვალ­ზე თა­ვი­ანთ პრო­დუქ­ცი­ას ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი წა­რად­გე­ნენ, მათ შო­რის, „ბა­და­გი“, მეღ­ვი­ნე­ო­ბა „ენ­კე­ნი“, „ქეთო’ს“, ღვი­ნის ბრენ­დი „ფეს­ვე­ბი“ და „შუმი“.

„ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ვუ­ერ­თდე­ბით „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვალს“. „ფეს­ვე­ბი“ სტუმ­რებს შეს­თა­ვა­ზებს ღვი­ნის უნი­კა­ლურ არ­ჩე­ვანს. ჩვე­ნი სო­მე­ლი­ე­ე­ბი სტუმ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის მცი­რე მე­ვე­ნა­ხეს, ქარ­ხნებ­სა და მო­ნას­ტრებს, რათა შე­არ­ჩი­ონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი არო­მა­ტის და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე სას­მე­ლი. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ღვი­ნო, რო­მელ­საც „ფეს­ვე­ბის“ ბრენ­დით ვა­წარ­მო­ებთ, მზად­დე­ბა იმ რე­გი­ონ­ში, რომ­ლის­თვი­საც ეს სა­ხე­ო­ბა მშობ­ლი­უ­რია“, – გვი­თხრა „კან­ტის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­ცა­ცო გორ­დე­ზი­ან­მა.

ქარ­თუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბე­ლი სტარ­ტა­პის, „ქეთო’ს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კი აღ­ნიშ­ნავს, რომ ფეს­ტი­ვა­ლი მისი ბრენ­დის წარ­დგე­ნი­სა და სტუმ­რე­ბის­გან უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის და ზო­გა­დად ჩვენ­ნა­ი­რი სტარ­ტა­პე­ბის­თვის. ის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­სა და მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. დიდი მად­ლო­ბა „წის­ქვი­ლი ჯგუფს“, რომ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ სა­ო­ცარ ფეს­ტი­ვალ­ში“, – ამ­ბობს „ქეთო’ს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ქეთი მე­ლა­ძე.

ფეს­ტი­ვალს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბიც. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ქუ­თა­ი­სის, ონის, ყვარ­ლის, თე­ლა­ვის, ქე­დის, ზუგ­დი­დი­სა და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა და ყო­ველ­წლი­უ­რად, გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის სე­ზონს მას და­ვუთ­მობთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, და­ინ­ტე­რე­სე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა პირ­ვე­ლი­ვე წელს ძა­ლი­ან დიდი იქ­ნე­ბა. მომ­დევ­ნო წელს კი, გვჯე­რა, ამ დღე­ებ­ზე და­სას­წრე­ბად სპე­ცი­ა­ლუ­რად ეს­ტუმ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტე­ბი“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლაშა ჩხა­ი­ძე.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ეს­ტუმ­როთ წის­ქვი­ლის ფე­ის­ბუქ გვერ­დსა და ფეს­ტი­ვა­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბას.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ქართული კუთხეების ფესტივალი" – "წისქვილი ჯგუფის" კიდევ ერთი ახალი წამოწყება

"ქართული კუთხეების ფესტივალი" – "წისქვილი ჯგუფის" კიდევ ერთი ახალი წამოწყება

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.

20 მაისიდან ივლისის ბოლომდე, ყოველ მეორე შაბათ-კვირას წისქვილის ეზოში საქართველოს სხვადასხვა კუთხე – სვანეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, რაჭა, იმერეთი და კახეთი – საკუთარ კულტურასა და გასტრონომიას წარადგენს.

„წისქვილი ჯგუფი“ 20 წელია სტუმარმასპინძლობის სექტორში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. ამჯერად კი „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ტრადიციად ქცევა დავისახეთ მიზნად.

ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი და მათი ავთენტური გემოებითა და ცეკვა-სიმღერით ისიამოვნონ. ამ დღეებში ისინი დააგემოვნებენ საქართველოს კუთხეების გამორჩეულ კერძებს, თავად ისწავლიან მათ მომზადებას და იხილავენ რეგიონების საუკეთესო წარმომადგენლებს, მათ შორის, ასწლოვან ანსამბლ „რიჰოს“ სვანეთიდან, „ელესას“ მაღალმთიანი ქედიდან, რაჭველებს, მეგრელებს, კახელებს, გურულებს და ა.შ.“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

კონკრეტული კუთხისადმი მიძღვნილ დღეებში, მენიუს ტრადიციული კერძები და დღის ღვინო დაემატება. ეზოში სპეციალურად მოეწყობა ჯიხურები, საიდანაც სხვადასხვა ხემსის თუ სასმლის შეძენა და იქვე დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში, რესტორნის ტერიტორიაზე არსებული სივრცეების დაჯავშნას სტუმრები წინასწარ შეძლებენ.

ამასთან ერთად, წისქვილის სივრცეში გამოყოფილი იქნება საბავშვო ზონა, სადაც ბავშვები სხვადასხვა ტიპის აქტივობებით დაკავდებიან.

ფესტივალზე თავიანთ პროდუქციას ქართული კომპანიები წარადგენენ, მათ შორის, „ბადაგი“, მეღვინეობა „ენკენი“, „ქეთო’ს“, ღვინის ბრენდი „ფესვები“ და „შუმი“.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=512&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FTsiskvili%2Fvideos%2F906197223818252%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="512" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

„ძალიან გვიხარია, რომ ვუერთდებით „ქართული კუთხეების ფესტივალს“. „ფესვები“ სტუმრებს შესთავაზებს ღვინის უნიკალურ არჩევანს. ჩვენი სომელიეები სტუმრობენ საქართველოს ყველა რეგიონის მცირე მევენახეს, ქარხნებსა და მონასტრებს, რათა შეარჩიონ განსაკუთრებული და გამორჩეული არომატის და გემოვნური თვისებების მქონე სასმელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ღვინო, რომელსაც „ფესვების“ ბრენდით ვაწარმოებთ, მზადდება იმ რეგიონში, რომლისთვისაც ეს სახეობა მშობლიურია“, – გვითხრა „კანტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მაცაცო გორდეზიანმა.

ქართული ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი სტარტაპის, „ქეთო’ს“ დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ ფესტივალი მისი ბრენდის წარდგენისა და სტუმრებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობაა.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ზოგადად ჩვენნაირი სტარტაპებისთვის. ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და მის პოპულარიზაციაში. დიდი მადლობა „წისქვილი ჯგუფს“, რომ მომცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა ამ საოცარ ფესტივალში“, – ამბობს „ქეთო’ს“ დამფუძნებელი, ქეთი მელაძე.

ფესტივალს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მუნიციპალიტეტებიც. მასში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის, ონის, ყვარლის, თელავის, ქედის, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად, გაზაფხული-ზაფხულის სეზონს მას დავუთმობთ. დარწმუნებული ვართ, დაინტერესება და ჩართულობა პირველივე წელს ძალიან დიდი იქნება. მომდევნო წელს კი, გვჯერა, ამ დღეებზე დასასწრებად სპეციალურად ესტუმრებიან საქართველოს ტურისტები“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლაშა ჩხაიძე.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ წისქვილის ფეისბუქ გვერდსა და ფესტივალის ღონისძიებას.

NS