მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა" - კელი დეგნანი
"ვფიქრობ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა" - კელი დეგნანი

მე ვფიქ­რობ, კი­თხვა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რა­ტომ აძ­ლევს პუ­ტი­ნი ამ სა­ჩუ­ქარს სა­ქარ­თვე­ლოს ახლა. მე ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უფრო მე­ტად ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და პუ­ტინს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი აფხა­ზე­თი­დან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან რომ გა­ეყ­ვა­ნა, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნან­მა რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

ელ­ჩის თქმით, მას ეს­მის, რა­ტომ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, რად­გან კი­თხვა უნდა და­ის­ვას იმა­ზე, რა­ტომ აღად­გი­ნა პუ­ტინ­მა პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი და გა­ა­უქ­მა სა­ვი­ზო რე­ჟი­მი, ნაც­ვლად იმი­სა, რომ მი­ე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

"მე მეს­მის, რა­ტომ აქვთ ქარ­თვე­ლებს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. მე ვფიქ­რობ, აქ კი­თხვა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რა­ტომ აძ­ლევს პუ­ტი­ნი ამ სა­ჩუ­ქარს სა­ქარ­თვე­ლოს ახლა. მე ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უფრო მე­ტად ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და პუ­ტინს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი აფხა­ზე­თი­დან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან რომ გა­ეყ­ვა­ნა, შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უკან გა­ეხ­მო აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის აღი­ა­რე­ბა. ეს იქ­ნე­ბო­და ნამ­დვი­ლად ჟეს­ტი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. პუ­ტი­ნი უბ­რა­ლოდ არა­ფერს გას­ცემს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­თხვის დას­მა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ გას­ცემს ის ამას ნაც­ვლად ისე­თი რა­ღა­ცი­სა, რაც იქ­ნე­ბო­და ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რაც იქ­ნე­ბო­და აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის აღი­ა­რე­ბის გა­უქ­მე­ბა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა“, -გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

კი­თხვა­ზე, აშშ თა­ვის მხრივ გა­ნი­ხი­ლავს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პირ ფრე­ნებ­სა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას, ელჩმა აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­კი­თხია.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პირ ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით. ეს კო­მერ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მელ­საც ავი­ა­კომ­პა­ნია უნდა და­თან­ხმდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს და­ვუ­ჭერთ და ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოც“, - გა­ნა­ცხა­და ელჩმა დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

საკურორტო სეზონი იწყებაო და მიტომო !

სიმართლე კელის
0

კელი დეიდა, თქვენ თუ მოგვცემთ უვიზო რეჟიმს, პირადად მე გპირდებით, რუსეთისკენ საერთოდ აღარ გავიხედებით მთელი საქართველო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ვფიქრობ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა" - კელი დეგნანი

"ვფიქრობ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა" - კელი დეგნანი

მე ვფიქრობ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, მას ესმის, რატომ აქვს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს კითხვის ნიშნები, რადგან კითხვა უნდა დაისვას იმაზე, რატომ აღადგინა პუტინმა პირდაპირი ფრენები და გააუქმა სავიზო რეჟიმი, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო საქართველოსთვის მართლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

"მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა, შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან გაეხმო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ეს იქნებოდა ნამდვილად ჟესტი, რომელსაც ექნებოდა მნიშვნელობა საქართველოსთვის. პუტინი უბრალოდ არაფერს გასცემს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კითხვის დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გასცემს ის ამას ნაცვლად ისეთი რაღაცისა, რაც იქნებოდა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რაც იქნებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება“, -განაცხადა კელი დეგნანმა.

კითხვაზე, აშშ თავის მხრივ განიხილავს თუ არა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კომერციული საკითხია.

"საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოც“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.