სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა..." - რა გახდა 24 წლის ანი მაჩაბლის გარდაცვალების მიზეზი?
"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა..." -  რა გახდა 24 წლის ანი მაჩაბლის გარდაცვალების მიზეზი?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბა­თუმ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 24 წლის ანი მა­ჩაბ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერსსი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ. მათი გან­ცახ­დე­ბით, გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

დედა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი შვი­ლი მოკ­ლეს და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მისი ცხე­და­რი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან და­ტო­ვეს.

"დი­ლით და­მი­რე­კა პო­ლი­ცი­ელ­მა ბა­თუ­მი­დან, - სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი უნდა გი­თხრათ, თქვენ­მა შვილ­მა თავი მო­იკ­ლაო. კარ­გად ვიცი, ჩემი შვი­ლი თავს არ მო­იკ­ლავ­და. ის ად­გი­ლიც არ აჩ­ვე­ნეს, სა­ი­და­ნაც გად­მო­ვარ­და. მე­ცა­მე­ტე სარ­თუ­ლი­დან ადა­მა­ნი რომ ვარ­დე­ბა, ასეთ მად­გო­მა­რე­ო­ბა­ში არ იქ­ნე­ბა. ანი თავს არ მო­იკ­ლავ­და, თან ავად­მყო­ფი შვი­ლი ჰყავს. მოკ­ლეს ალ­ბათ", - აცხა­დებს დედა "ტვ პირ­ველ­თან".

რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე, ანი მა­ჩა­ბე­ლი ბა­თუმ­ში სა­მუ­შა­ოს მო­სა­ძებ­ნად წა­ვი­და და ის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის დე­დის თქმით, ფაქ­ტის შემ­სწრე უნდა იყოს სწო­რედ ეს მე­გო­ბა­რი გოგო, რო­მე­ლიც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე დაჰ­კი­თხა. ანი მა­ჩაბ­ლის დედა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლის მე­გო­ბარს ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მო­ბი­ლუ­რი გა­მორ­თუ­ლი აქვს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხებს. ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მე­გო­ბარ გო­გოს მისი შვი­ლის მკვე­ლო­ბას­თან ჰქონ­დეს კავ­ში­რი.

ანი მა­ჩაბ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი საქ­მე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვას და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რე­ბენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლა
7

ექსპერტიზა არ გაკეთდა ?ალბათ დასკვნა დაიდება რისი ბრალი იყო.თუ მოკლეს მაინც ხომ უნდა ქონოდა რაიმე ძალადობის ნიშანი .ვუსამძიმრებ ოჯახს.საშინელებაა.და გარდაცვლილის ოჯახს მაინც ეცით პატივი და ნუ უნამუსობთ აქ.

 

გულშემატკივარი
21

ელემენტელურად სწორად რომ დაწეროთ არაა?! მაჩაბლის თუ მაჩაბელის???

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა..." - რა გახდა 24 წლის ანი მაჩაბლის გარდაცვალების მიზეზი?

"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა..." -  რა გახდა 24 წლის ანი მაჩაბლის გარდაცვალების მიზეზი?

რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილი 24 წლის ანი მაჩაბლის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსსიას გამორიცხავენ. მათი განცახდებით, გარდაცვლილს სხეულზე სიმაღლიდან ვარდნის კვალი არ აღენიშნება.

დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით მისი ცხედარი საცხოვრებელ კორპუსთან დატოვეს.

"დილით დამირეკა პოლიციელმა ბათუმიდან, - სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, თქვენმა შვილმა თავი მოიკლაო. კარგად ვიცი, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ის ადგილიც არ აჩვენეს, საიდანაც გადმოვარდა. მეცამეტე სართულიდან ადამანი რომ ვარდება, ასეთ მადგომარეობაში არ იქნება. ანი თავს არ მოიკლავდა, თან ავადმყოფი შვილი ჰყავს. მოკლეს ალბათ", - აცხადებს დედა "ტვ პირველთან".

როგორც ახლობლები აცხადებენ, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ანი მაჩაბელი ბათუმში სამუშაოს მოსაძებნად წავიდა და ის მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. გარდაცვლილი ქალის დედის თქმით, ფაქტის შემსწრე უნდა იყოს სწორედ ეს მეგობარი გოგო, რომელიც მისი ინფორმაციით გამოძიებამ უკვე დაჰკითხა. ანი მაჩაბლის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მეგობარს ტრაგედიის შემდეგ მობილური გამორთული აქვს და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ის არ გამორიცხავს, რომ მეგობარ გოგოს მისი შვილის მკველობასთან ჰქონდეს კავშირი.

ანი მაჩაბლის ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას და ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ.