ავტორი:

"სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ" - აეროპორტების გაერთიანება

"სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ" - აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში,- ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განმარტებით, განსხვავებული მიდგომა არცერთი საერთაშორისო აეროპორტის მიმართ არ იქნება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ:

გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომები არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.