Faceამბები
პოლიტიკა

21

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:01-ზე, მთვარე ლომში იქნება 03:17-დან – საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. დღეს ოჯახი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა უნდა შექმნან. აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ალექსეი სტოლიაროვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის "სირცხვილი და თავის ტკივილი" - ამბავი იმისა, თუ როგორ დააწყვიტა ნერვები სერგეი შოიგუს სიძემ
ვინ არის ალექსეი სტოლიაროვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის "სირცხვილი და თავის ტკივილი" - ამბავი იმისა, თუ როგორ დააწყვიტა ნერვები სერგეი შოიგუს სიძემ

ცნო­ბილ მე­ირ­მე­სა და ამ­ჟა­მად რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, სერ­გეი შო­ი­გუს ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად არ უდ­გას (შე­ნიშ­ვნა: ცნო­ბი­ლია, რომ მისი ვიწ­როს­პე­ცი­ა­ლო­ბა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მე­ირ­მე­ო­ბა იყო).

ჯერ იყო და, ერთი წლის წინ, მის­მა პრე­ზი­დენ­ტმა ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უში­ნა­არ­სო, უმიზ­ნო და არა­სა­ჭი­რო ომი წა­მო­ი­წყო უკ­რა­ი­ნას­თან. ახლა კი, შო­ი­გუს, რო­მე­ლიც ალ­ბათ, ტკბილ მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბას აპი­რებ­და და ფიქ­რობ­და, რომ კარ­გად შე­ნიღ­ბა არ­მი­ის ძარ­ცვა და ნგრე­ვა, ყო­ველ­დღე ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა უწევს, თუ რა­ტომ არ აქვთ რუ­სებს ის წარ­მა­ტე­ბა, რა­საც ელოდ­ნენ.

  • მშვი­დო­ბის დროს შო­ი­გუ და მისი პრე­ზი­დენ­ტი პე­რი­ო­დუ­ლად პიკ­ნი­კებს აწყობ­დნენ, ხან ბუ­ნე­ბა­ში კა­რავ­ში ეძი­ნათ, ხან ნა­დი­რობ­დნენ, ხან თევ­ზა­ობ­დნენ. ახლა პო­ლი­გო­ნი­დან პო­ლი­გონ­ზე დარ­ბის, ზოგ­ჯერ დაჭ­რილ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლებს შე­უვ­ლის, გმი­რის წო­დე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვებს.

შო­ი­გუს რამ­დე­ნა­დაც კარ­გად გა­მოს­დის ქვეყ­ნის ძარ­ცვა, იმ­დე­ნად არ ეხერ­ხე­ბა თა­ვის მარ­თლე­ბა. მა­გა­ლი­თად, დი­დად ვე­რა­ვის და­ა­ჯე­რა, რო­დე­საც ამა­ყი, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი სა­ხით ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა კი­ე­ვი კე­თი­ლი ნე­ბით და­ტო­ვეს.

  • ნა­ძარ­ცვი არ­მია არ არის ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც შო­ი­გუს თა­ვის მარ­თლე­ბა უწევს. გა­ცი­ლე­ბით უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სი­ძის გამო. ქსე­ნია შო­ი­გუს ქმა­რი, ალექ­სეი სტო­ლი­ა­რო­ვი სი­მამრს დარდს არ აკ­ლებს.

ზო­გა­დად ალექ­სეი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი, გარ­ყვნი­ლი იუ­მო­რის მქო­ნე და "ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნია." ჯერ კი­დევ ომამ­დე "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბელ ვი­დე­ო­ებს დებ­და, თუმ­ცა ამის გამო არა­ვინ არა­ფერს ეუბ­ნე­ბო­და, გარ­და იმი­სა, რომ შო­ი­გუს მსუ­ბუ­ქად აკ­რი­ტი­კებ­დნენ ხოლ­მე.

თუმ­ცა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, სი­ძემ სი­მამრს ნერ­ვე­ბი და­ა­წყვი­ტა.

ომის ერთი წლის თავ­ზე, იური დუძ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი დადო, სა­დაც რა თქმა უნდა, პუ­ტი­ნის რე­ჟიმს აკ­რი­ტი­კებ­და და ბუ­ჩას, ირ­პე­ნის, მა­რი­უ­პო­ლი­სა და ბახ­მუ­ტის ტრა­გე­დი­ებს უს­ვამ­და ხაზს.

"თავ­დას­ხმის“ მი­ნის­ტრის სი­ძემ ეს პოს­ტი მო­ი­წო­ნა. ფაქ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და, ალექ­სე­იმ პოს­ტი "გა­და­ი­წუ­ნა“, "ინ­სტაგ­რა­მის" ან­გა­რი­ში კი ჩა­კე­ტა, რომ უცხო­ებს არ მი­ე­წე­რათ. თუმ­ცა ერ­თმა მა­ინც მო­ას­წრო.

- რას აკე­თებ, რა­ტომ ულა­ი­ქებ უკ­რა­ი­ნე­ლებს პოს­ტებს. წადი ფრონტზე, თუ რა ხდე­ბა, სი­მამ­რი და­გი­ფა­რავს?

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სტო­ლი­ა­როვს სხვებ­მაც მის­წერს, მან კი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის წერა და­ი­წყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, შო­ი­გუს­თან გა­ი­ა­რა ამის­თვის სკო­ლა. "მე­გობ­რე­ბო, ბევრ ნე­გა­ტივს ვხე­დავ. ყვე­ლას ერ­თად გპა­სუ­ხობთ, არა­ფე­რი და­მი­ლა­ი­ქე­ბია, არა­ვის­თვის არ მი­მი­წე­რია. გთხოვთ, გა­გაჩ­ნდეთ თქვე­ნი თავი და ნუ მის­ცემთ სხვებს ფო­ტო­შო­პით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას".

11 მა­ისს თით­ქმის მთე­ლი რუ­სე­თი პა­ნი­კა­ში იყო - წერ­დნენ, უკ­რა­ი­ნა კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვი­დაო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე იმა­ზეც მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რა­საც აპი­რებ­და (იმ სა­ღა­მოს პა­ნი­კა­ზე ჩვენ უკვე გვე­წე­რა და დე­ტა­ლუ­რად შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ აქ: უკ­რა­ი­ნელ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო შტურ­მი, პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი და პრი­გო­ჟი­ნის თხოვ­ნა შო­ი­გუს).

ზუს­ტად იმა­ვე სა­ღა­მოს სიძე სტო­ლი­ა­რო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვლა­დი­ვოს­ტო­კი­დან დებ­და ვი­დე­ოს, სა­დაც რეს­ტორ­ნის ქვი­თარს აფ­რი­ა­ლებ­და და ამ­ბობ­და, რომ 42 000 რუბ­ლი და­ხარ­ჯა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 1 400 ლა­რია.

ალექ­სე­ის ვი­დე­ოს რა­დი­კა­ლუ­რად უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მას­თან ერ­თად შო­ი­გუ­საც ლან­ძღავ­დნენ.

  • რო­გორც ჩანს, მე­ირ­მის­თვის ეს უკვე წი­თე­ლი ხაზი იყო. მე­ო­რე დღეს, 12 მა­ისს, სტო­ლი­ა­რო­ვი ლუ­განსკში აღ­მოჩ­ნდა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად გა­ამ­წა­რა სი­მამ­რი, რომ თით­ქმის 10 000 კი­ლო­მეტ­რი აფ­რი­ნა (ვლა­დი­ვოს­ტო­კი­დან ლუ­განსკამ­დე 9 444კმ-ია).

გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით წა­სულ სტო­ლი­ა­როვს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა Storm Shadow-ით უმას­პინ­ძლეს. ზუს­ტად იმ დღეს ლუ­განსკის მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის სა­წარ­მო აა­ფეთ­ქეს. თავ­და­პირ­ვე­ლად სიძე კავ­შირ­ზე არ გა­დი­ო­და და გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ ის გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­წე­რა, რომ კარ­გად არის და არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

67 წლის შო­ი­გუს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს: იუ­ლია და ქსე­ნია. ქსე­ნი­ას ქმა­რია ალექ­სე­იც, რო­მელ­თან ერ­თად გო­გო­ნა ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს. ომის პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ხში­რად დუ­ბა­ი­ში ის­ვე­ნე­ბენ.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოხ
2

რუსებს ასობგერა “ძ” ჰქონიათ: «дь» ყოფილა, “ძ”. რას არ გაიგებ კაცი.

Marvel
6

აააი თურმე ინსულტი ვინ დამართა,თან ორჯერ თუ სამჯერ :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაღუპულია 73 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი - უმძიმეს ავარიას ავღანეთში ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ავტორი:

ვინ არის ალექსეი სტოლიაროვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის "სირცხვილი და თავის ტკივილი" - ამბავი იმისა, თუ როგორ დააწყვიტა ნერვები სერგეი შოიგუს სიძემ

ვინ არის ალექსეი სტოლიაროვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის "სირცხვილი და თავის ტკივილი" - ამბავი იმისა, თუ როგორ დააწყვიტა ნერვები სერგეი შოიგუს სიძემ

ცნობილ მეირმესა და ამჟამად რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ცხოვრების საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას (შენიშვნა: ცნობილია, რომ მისი ვიწროსპეციალობა სამხედრო ნაწილში მეირმეობა იყო).

ჯერ იყო და, ერთი წლის წინ, მისმა პრეზიდენტმა ისტორიაში ერთ-ერთი უშინაარსო, უმიზნო და არასაჭირო ომი წამოიწყო უკრაინასთან. ახლა კი, შოიგუს, რომელიც ალბათ, ტკბილ მოხუცებულობას აპირებდა და ფიქრობდა, რომ კარგად შენიღბა არმიის ძარცვა და ნგრევა, ყოველდღე ანგარიშის ჩაბარება უწევს, თუ რატომ არ აქვთ რუსებს ის წარმატება, რასაც ელოდნენ.

  • მშვიდობის დროს შოიგუ და მისი პრეზიდენტი პერიოდულად პიკნიკებს აწყობდნენ, ხან ბუნებაში კარავში ეძინათ, ხან ნადირობდნენ, ხან თევზაობდნენ. ახლა პოლიგონიდან პოლიგონზე დარბის, ზოგჯერ დაჭრილ მობილიზებულებს შეუვლის, გმირის წოდებით დააჯილდოვებს.

შოიგუს რამდენადაც კარგად გამოსდის ქვეყნის ძარცვა, იმდენად არ ეხერხება თავის მართლება. მაგალითად, დიდად ვერავის დააჯერა, როდესაც ამაყი, კეთილშობილური სახით ამბობდა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევი კეთილი ნებით დატოვეს.

  • ნაძარცვი არმია არ არის ერთადერთი, რის გამოც შოიგუს თავის მართლება უწევს. გაცილებით უარეს მდგომარეობაშია სიძის გამო. ქსენია შოიგუს ქმარი, ალექსეი სტოლიაროვი სიმამრს დარდს არ აკლებს.

ზოგადად ალექსეი ექსცენტრიკული, გარყვნილი იუმორის მქონე და "ხასიათის ადამიანია." ჯერ კიდევ ომამდე "ინსტაგრამის" გვერდზე ფართო საზოგადოებისთვის მიუღებელ ვიდეოებს დებდა, თუმცა ამის გამო არავინ არაფერს ეუბნებოდა, გარდა იმისა, რომ შოიგუს მსუბუქად აკრიტიკებდნენ ხოლმე.

თუმცა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სიძემ სიმამრს ნერვები დააწყვიტა.

ომის ერთი წლის თავზე, იური დუძმა "ინსტაგრამზე" პოსტი დადო, სადაც რა თქმა უნდა, პუტინის რეჟიმს აკრიტიკებდა და ბუჩას, ირპენის, მარიუპოლისა და ბახმუტის ტრაგედიებს უსვამდა ხაზს.

"თავდასხმის“ მინისტრის სიძემ ეს პოსტი მოიწონა. ფაქტი სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა, ალექსეიმ პოსტი "გადაიწუნა“, "ინსტაგრამის" ანგარიში კი ჩაკეტა, რომ უცხოებს არ მიეწერათ. თუმცა ერთმა მაინც მოასწრო.

- რას აკეთებ, რატომ ულაიქებ უკრაინელებს პოსტებს. წადი ფრონტზე, თუ რა ხდება, სიმამრი დაგიფარავს?

მოგვიანებით, სტოლიაროვს სხვებმაც მისწერს, მან კი ახსნა-განმარტებების წერა დაიწყო. სავარაუდოდ, შოიგუსთან გაიარა ამისთვის სკოლა. "მეგობრებო, ბევრ ნეგატივს ვხედავ. ყველას ერთად გპასუხობთ, არაფერი დამილაიქებია, არავისთვის არ მიმიწერია. გთხოვთ, გაგაჩნდეთ თქვენი თავი და ნუ მისცემთ სხვებს ფოტოშოპით მანიპულირების საშუალებას".

11 მაისს თითქმის მთელი რუსეთი პანიკაში იყო - წერდნენ, უკრაინა კონტრშეტევაზე გადმოვიდაო. სოციალურ ქსელებში უკვე იმაზეც მიუთითებდნენ, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრასაც აპირებდა (იმ საღამოს პანიკაზე ჩვენ უკვე გვეწერა და დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: უკრაინელთა საინფორმაციო შტურმი, პანიკაში ჩავარდნილი რუსი პროპაგანდისტები და პრიგოჟინის თხოვნა შოიგუს).

ზუსტად იმავე საღამოს სიძე სტოლიაროვი სოციალურ ქსელში ვლადივოსტოკიდან დებდა ვიდეოს, სადაც რესტორნის ქვითარს აფრიალებდა და ამბობდა, რომ 42 000 რუბლი დახარჯა, რაც დაახლოებით 1 400 ლარია.

ალექსეის ვიდეოს რადიკალურად უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლები მასთან ერთად შოიგუსაც ლანძღავდნენ.

  • როგორც ჩანს, მეირმისთვის ეს უკვე წითელი ხაზი იყო. მეორე დღეს, 12 მაისს, სტოლიაროვი ლუგანსკში აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რამდენად გაამწარა სიმამრი, რომ თითქმის 10 000 კილომეტრი აფრინა (ვლადივოსტოკიდან ლუგანსკამდე 9 444კმ-ია).

გამოსწორების მიზნით წასულ სტოლიაროვს უკრაინელებმა Storm Shadow-ით უმასპინძლეს. ზუსტად იმ დღეს ლუგანსკის მანქანათმშენებლობის საწარმო ააფეთქეს. თავდაპირველად სიძე კავშირზე არ გადიოდა და გავრცელდა ვერსია, რომ ის გარდაიცვალა. თუმცა მოგვიანებით, დაწერა, რომ კარგად არის და არ დაშავებულა.

67 წლის შოიგუს ორი ქალიშვილი ჰყავს: იულია და ქსენია. ქსენიას ქმარია ალექსეიც, რომელთან ერთად გოგონა ხშირად მოგზაურობს. ომის პერიოდში ისინი ხშირად დუბაიში ისვენებენ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე