პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზემფირამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მომღერალი უცხოეთის აგენტის სტატუსის მოხსნას ითხოვს
ზემფირამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მომღერალი უცხოეთის აგენტის სტატუსის მოხსნას ითხოვს

ზემ­ფი­რამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. მომ­ღე­რა­ლი უცხო­ე­თის აგენ­ტის სტა­ტუ­სის მოხ­სნას ითხოვს. ამის შე­სა­ხებ TASS მოს­კო­ვის ზა­მოსკვო­რეც­კის სა­სა­მარ­თლოს პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

მომ­ღე­რა­ლი უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის სი­ა­ში 10 თე­ბერ­ვალს მოხ­ვდა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ზემ­ფი­რა, რომ­ლის სრუ­ლი სა­ხე­ლია ზემ­ფი­რა რა­მა­ზა­ნო­ვა, ღიად უჭერ­და მხარს უკ­რა­ი­ნას, ის მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს არა­მე­გობ­რულ ქვეყ­ნებ­ში, სა­უბ­რობ­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და მას მხარს უჭერ­დნენ უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი.

სარ­ჩელ­ში მომ­ღე­რა­ლი სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღი­ა­რე­ბას ითხოვს. რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა საქ­მის სხდო­მა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვის თა­რი­ღი ჯერ­ჯე­რო­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზემ­ფი­რამ მე­გო­ბარ­თან რე­ნა­ტა ლიტ­ვი­ნო­ვას­თან ერ­თად რუ­სე­თი ომისს და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა. ის ღიად გმობს რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბულ სა­ო­მარ ქმე­დე­ბებს უკ­რა­ი­ნა­ში. პა­რიზ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი აქ­ტი­უ­რად გა­მო­დის კონ­ცერ­ტე­ბით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. გა­სულ წელს, ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე, ზემ­ფი­რამ აღი­ა­რა თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი რუ­სე­თის მი­მართ, რო­მე­ლიც, მისი აზ­რით, "თა­ვის თავს ინად­გუ­რებს" და უკ­რა­ი­ნას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
17

 რა მეგობარი? ეს ქალები ხომ ოფიციალურად დაქორწინდნენ და შვედეთში მოაწერეს ხელი. რუსეთიდან წასვლის ძირითადი მიზეზიც ეგაა ალბათ. ვის უჩივის?

tsiko
7

დაწერეთ რა პირდაპირ, მეგობარი კი არა ცოლია ლიტვინოვა

ისე სასამართლო პროცესი მოსკოვში უნდა გაიმართოს? მოიგებს აუცილებლად :))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ზემფირამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მომღერალი უცხოეთის აგენტის სტატუსის მოხსნას ითხოვს

ზემფირამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მომღერალი უცხოეთის აგენტის სტატუსის მოხსნას ითხოვს

ზემფირამ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მომღერალი უცხოეთის აგენტის სტატუსის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ TASS მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მომღერალი უცხოელი აგენტების სიაში 10 თებერვალს მოხვდა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემფირა, რომლის სრული სახელია ზემფირა რამაზანოვა, ღიად უჭერდა მხარს უკრაინას, ის მართავდა კონცერტებს არამეგობრულ ქვეყნებში, საუბრობდა სპეცოპერაციის წინააღმდეგ და მას მხარს უჭერდნენ უცხოური წყაროები.

სარჩელში მომღერალი სამინისტროს გადაწყვეტილების უკანონოდ აღიარებას ითხოვს. როდის გაიმართება საქმის სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. სარჩელის განხილვის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ზემფირამ მეგობართან რენატა ლიტვინოვასთან ერთად რუსეთი ომისს დაწყების შემდეგ დატოვა. ის ღიად გმობს რუსეთის მიერ დაწყებულ საომარ ქმედებებს უკრაინაში. პარიზში მცხოვრები მომღერალი აქტიურად გამოდის კონცერტებით სხვადასხვა ქვეყანაში. გასულ წელს, ლონდონში გამართულ კონცერტზე, ზემფირამ აღიარა თავისი სიყვარული რუსეთის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, "თავის თავს ინადგურებს" და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

წაიკითხეთ ასევე: