პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდზე საგანგაშო გზავნილებს შეიცავს - მოვუწოდებ ხელისუფლებას, უარი თქვას საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან" - გეგელია
"ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდზე საგანგაშო გზავნილებს შეიცავს - მოვუწოდებ ხელისუფლებას, უარი თქვას საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან" - გეგელია

ინ­ფორ­მა­ცია სან­ქცი­ე­ბის ახალ რა­უნდთან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­გან­გა­შო გზავ­ნილს შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის - მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნა­ცხა­დოს უარი რუ­სეთ­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა­ზე და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­წე­სოს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სეთ­თან,- ამის შე­სა­ხებ „ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

გე­გე­ლია ასე­ვე მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მკაც­რად უზ­რუნ­ველ­ყოს სან­ქცი­ე­ბის და­ცუ­ლო­ბა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შეს­ყიდ­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ბე­დით თა­მა­ში.

„სულ მალე, თბი­ლის­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ჩა­მო­ვა სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბა­ტო­ნი ო’სა­ლი­ვა­ნი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბრი­უ­სელ­ში შედ­გა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ელ­ჩე­ბის შეხ­ვედ­რა, სა­დაც გა­ნი­ხი­ლეს ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის რა­უნ­დი, რო­მე­ლიც უკვე არა რუ­სეთს, არა­მედ მის ხელ­შემ­წყობ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს და­უ­წეს­დე­ბა. მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მა­ტე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ევ­რო­კო­მი­სია და­ა­სან­ქცი­რებს რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა მხა­რეს ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. სან­ქცი­ე­ბის სა­გა­ნი გახ­დე­ბა ის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქცი­ას და მხარს უჭე­რენ რუ­სულ ეკო­ნო­მი­კას და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლით მო­მა­რა­გე­ბა­ში, ისე­ვე, რო­გორც რუ­სუ­ლი სა­ქონ­ლის შე­ძე­ნით.

და­სავ­ლე­თის ნება მკა­ფიო და ნა­თე­ლია - ის არ აპი­რებს შე­ი­წყნა­როს არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო, ან კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის გამ­დიდ­რე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მა­შინ რო­დე­საც რუ­სუ­ლი ჯარი უკ­რა­ი­ნა­ში ბავ­შვებ­სა და მო­ხუ­ცებს ხო­ცავს და ომის სას­ტიკ და­ნა­შა­უ­ლებს ჩა­დის. ინ­ფორ­მა­ცია სან­ქცი­ე­ბის ახალ რა­უნდთან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­გან­გა­შო გზავ­ნილს შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, და­წყე­ბუ­ლია სა­უ­ბა­რი სან­ქცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც და­უ­წეს­დე­ბა მე­სა­მე სა­ხელ­მწი­ფო­ებს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, სან­ქცი­ე­ბის კონ­ტექ­სტში ნახ­სე­ნე­ბია კონ­კრე­ტუ­ლად კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, რო­გორც აკ­რძა­ლუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე შე­სა­ტა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კო­რი­დო­რი. ამ ფონ­ზე, სა­გან­გა­შოა რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სულ ცოტა ხნის წინ ღიად შე­ი­ძი­ნა და­სავ­ლე­თის მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი „კა­მა­ზის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. სა­გან­გა­შოა, რომ იგი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გულ­მხურ­ვა­ლედ ესალ­მე­ბა რუ­სეთ­თან ავი­ა­მი­მოს­ვლის გა­ნახ­ლე­ბას, რაც შე­საძ­ლოა ქარ­თუ­ლი აე­რო­პორ­ტე­ბის და კომ­პა­ნი­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. იგი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო გა­დაქ­ცე­უ­ლია მზარ­დი ჩი­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის ეპი­ცენ­ტრად. სწო­რედ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ეწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, სტუმ­რობს სწო­რედ ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს, რო­მე­ლიც სან­ქცი­ე­ბის ბოლო რა­უნ­დის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნეა. ეს არის მკა­ფიო სიგ­ნა­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა არის დაკ­ვირ­ვე­ბის სა­გა­ნი ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან. თა­ვი­სი უგუ­ნუ­რი და ანტი-ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რის­კის ქვეშ აყე­ნებს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

„ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს სან­ქცი­ე­ბის სა­გა­ნი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­უ­ლი ეგო­იზ­მის გამო. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ქარ­თვე­ლის­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი პატ­რი­ო­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­თვის, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გახ­დეს სან­ქცი­ე­ბის მსხვერ­პლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პო­ლი­ტი­კის გამო და­სან­ქცირ­დეს არა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, არა­მედ სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რა­საც ექ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. თუმ­ცა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს იცო­დეს, რომ სან­ქცი­ე­ბი მო­ად­გა რე­გი­ონს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მკაც­რად უზ­რუნ­ველ­ყოს სან­ქცი­ე­ბის და­ცუ­ლო­ბა; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შეს­ყიდ­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ბე­დით თა­მა­ში; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნა­ცხა­დოს უარი რუ­სეთ­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა­ზე;. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­წე­სოს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სეთ­თან“,- გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაღიმებული
0

ისე, ჰაბიტუსით ძალიან წააგავს უსუფა-ხიდაშელს.

იური
8

ამდენი ქინძი საიდან?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდზე საგანგაშო გზავნილებს შეიცავს - მოვუწოდებ ხელისუფლებას, უარი თქვას საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან" - გეგელია

"ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდზე საგანგაშო გზავნილებს შეიცავს - მოვუწოდებ ხელისუფლებას, უარი თქვას საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან" - გეგელია

ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური ბედით თამაში.

„სულ მალე, თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ბატონი ო’სალივანი. პარალელურად, ბრიუსელში შედგა ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩების შეხვედრა, სადაც განიხილეს ახალი სანქციების რაუნდი, რომელიც უკვე არა რუსეთს, არამედ მის ხელშემწყობ სხვა სახელმწიფოებს დაუწესდება. მაღალი რანგის დიპლომატები ადასტურებენ, რომ ევროკომისია დაასანქცირებს რამდენიმე სხვადასხვა მხარეს ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. სანქციების საგანი გახდება ის სახელმწიფოები და კომპანიები, რომლებიც ასრულებენ შუამავლის ფუნქციას და მხარს უჭერენ რუსულ ეკონომიკას დასანქცირებული საქონლით მომარაგებაში, ისევე, როგორც რუსული საქონლის შეძენით.

დასავლეთის ნება მკაფიო და ნათელია - ის არ აპირებს შეიწყნაროს არცერთ სახელმწიფო, ან კომპანია, რომელიც რუსული იმპერიალიზმის გამდიდრებითაა დაკავებული, მაშინ როდესაც რუსული ჯარი უკრაინაში ბავშვებსა და მოხუცებს ხოცავს და ომის სასტიკ დანაშაულებს ჩადის. ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის. პირველად ისტორიაში, დაწყებულია საუბარი სანქციებზე, რომელიც დაუწესდება მესამე სახელმწიფოებს, რომელიც რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. პირველად ისტორიაში, სანქციების კონტექსტში ნახსენებია კონკრეტულად კავკასიის რეგიონი, როგორც აკრძალული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესატანად გამოყენებული კორიდორი. ამ ფონზე, საგანგაშოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ სულ ცოტა ხნის წინ ღიად შეიძინა დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული „კამაზის“ მარკის ავტომობილები. საგანგაშოა, რომ იგივე ხელისუფლება გულმხურვალედ ესალმება რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლებას, რაც შესაძლოა ქართული აეროპორტების და კომპანიების დასანქცირების მიზეზი გახდეს. იგივე ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველო გადაქცეულია მზარდი ჩინური კაპიტალის ეპიცენტრად. სწორედ ასეთ ვითარებაში ეწვევა საქართველოს ევროკავშირის სანქციების მთავარი წარმომადგენელი, რომელიც, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სტუმრობს სწორედ ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონს, რომელიც სანქციების ბოლო რაუნდის მთავარი სამიზნეა. ეს არის მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული მოქმედება არის დაკვირვების საგანი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თავისი უგუნური და ანტი-ქართული პოლიტიკით, „ქართული ოცნება“ რისკის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას.

„ლელო საქართველოსთვის” დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საქართველო გახდეს სანქციების საგანი “ქართული ოცნების” პარტიული ეგოიზმის გამო. ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველისთვის, ნებისმიერი პატრიოტული პოლიტიკური ძალისთვის, სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი გახდეს სანქციების მსხვერპლი და „ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო დასანქცირდეს არა კონკრეტული პირები, არამედ სრულიად ქართული სახელმწიფო, რასაც ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუმცა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იცოდეს, რომ სანქციები მოადგა რეგიონს. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური ბედით თამაში; დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე;. დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.