ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც მას ჩამოსვლისკენ მოუწოდებდა.
"ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვდრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში - ჩამოდი მეგობარო!
ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხავად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა" - წერს ხატია დეკანოიძე.
- იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ასევე სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანა.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
"დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურნალოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
წაიკითხეთ ასევე: