იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამჟამად არ არსებობს ობიექტური წინაპირობა, რომ სააკაშვილი ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი, ან პენიტენციურ დაწესებულებაში.
"მსჯავრდებული სააკაშვილი არის პატიმარი და ჩვენ როგორც ადრე, ასევე ახლაც, ვმოქმედებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომენდაციების შესრულებას და როდესაც გვექნება შესაბამისი დასკვნა, ის გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია, რომ შესაძლებელია უკვე მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ამჟამად, ის იმყოფება კლინკა „ვივამედში“ და რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, რომ ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი, ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არ არსებობს. შესაბამისად, ის აგრძელებს მკურნალობას კლინიკა „ვივამედში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ასევე სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანა.