უკრაინაში რუსეთთან ომს კიდევ ერთი ქართველი, ნიკა ჯიყაშვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა ჯიყაშვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მისი ცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.
ჯიყაშვილი, ლუგანსკის მიმართულებაზე, საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა.
ამავე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი ქართველი, 24 წლის მებრძოლი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.
ნიკა ჯიყაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანიდან იყო. მისი გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია უკრაინაში მერძოლმა ქართველმა ექიმმა ქეთი ლეშკაშელმა გაავრცელა.
"ნიკა ჯიყაშვილი ფარზე..." - წერს ის.
ჯიყაშვილი 44-ე ქართველია მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.