პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სნაიპერ ქალს ამოუღია მიზანში..." - აფხაზეთის ომს შეწირული საშკა იოსელიანის ამბავი: ქალების გულთამპყრობელი მსახიობის გზა კინოსა და ტელევიზიაში
"სნაიპერ ქალს ამოუღია მიზანში..." - აფხაზეთის ომს შეწირული საშკა იოსელიანის ამბავი: ქალების გულთამპყრობელი მსახიობის გზა კინოსა და ტელევიზიაში

"სა­ო­ცა­რი საშ­კა დახ­ვე­წი­ლი და სულ სხვა­ნა­ი­რი, მას­ზე მთე­ლი თბი­ლი­სის ქა­ლე­ბი იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. მას საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გარ­და, სხვა ქა­ლე­ბი მი­მართ მზე­რაც არ უს­რო­ლია, ასე­თი იყო, სა­ოც­რად ერ­თგუ­ლი, თუ ერთხელ ვი­ღა­ცა შე­უყ­ვარ­დე­ბო­და, ნიშ­ნავ­და ბო­ლომ­დეს... ვაჟ­კა­ცი იყო, რო­მან­ტი­კო­სი და ერის კაცი... იმას შე­ე­წი­რა იქ, ჩვენ რომ ვმი­ტინ­გობთ აქ" - წერ­და ამ ცოტა ხნის წინ ლელა ან­ჯა­ფა­რი­ძე.

ალექ­სან­დრე (საშ­კა) გი­ვის ძე იო­სე­ლი­ა­ნი 1952 წლის 29 ივ­ლისს და­ი­ბა­და გივი იო­სე­ლი­ა­ნი­სა და ნინო წე­რო­ძის ოჯახ­ში. 1969-1973 წლებ­ში სწავ­ლობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. საშ­კა იო­სე­ლი­ანს არა­ერ­თი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში. იგი 1993 წელს აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა.

საშ­კა იო­სე­ლი­ა­ნი ასე­ვე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნის უმ­ცრო­სი ძმაა. საშ­კა იო­სე­ლი­ანს ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლი მაკა შენ­გე­ლია ამე­რი­კი­დან იხ­სე­ნებს...

- საშ­კა და­ი­ბა­და 1952 წლის 29 ივ­ლისს, ლომი იყო ჰო­როს­კო­პი­თაც და ბუ­ნე­ბი­თაც. ლი­დე­რი, ლა­მა­ზი, კე­თილ­შო­ბი­ლი და მზრუნ­ვე­ლი. ჩემ­ზე 15 წლით დიდი იყო. ყველ­გან თან დავ­ყავ­დი, ზედ­მეტ­სა­ხე­ლიც მან და­მარ­ქვა - ფო­ფო­დია, გრძელ კა­ბებ­ში ვთა­მა­შობ­დი სულ სახ­ლში და ამის გამო… ხა­თუ­ნა­ზე რვა წლით პა­ტა­რა იყო. პირ­ვე­ლი მისი გა­მო­ჩე­ნა სცე­ნა­ზე იყო ხა­თუ­ნას სა­კურ­სო სპექ­ტაკლში, მერე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში "კე­დე­ლი", იქ თამ­რი­კო და­თუ­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ი­ღეს.. ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი იყ­ვნენ და პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც ეწ­ვი­ათ...

ექი­მე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ალ­ბათ ხა­თუ­ნას არ­ჩე­ვან­მა და გა­რე­მომ გა­ნა­პი­რო­ბა მისი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა... ზე­მელ­ზე ცხოვ­რობ­დნენ, მა­შინ­დელ მოს­კო­ვის ქუ­ჩა­ზე. თბი­ლი­სი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო მა­შინ და ყვე­ლა იც­ნობ­და, მიყ­ვარ­და მას­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი, ყვე­ლა ესალ­მე­ბო­და, ყვე­ლა ეფე­რე­ბო­და...

მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში წა­ვი­და ინ­სტი­ტუ­ტი­დან, შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას სტუ­დენ­ტო იყო და წა­იყ­ვა­ნა, ხა­თუ­ნაც იქ იყო იმ პე­რი­ოდ­ში. რამ­დე­ნი­მე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი როლი შექ­მნა. მე გან­სა­კუთ­რე­ბით, კლდი­აშ­ვი­ლის "ქა­მუ­შა­ძის გა­ჭირ­ვე­ბა­ში" მახ­სოვს, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო... მერე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­და­ვი­და, ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის პი­ე­სა და­იდ­გა მის­თვის - "ჭრი­ლო­ბა"... ბო­ლოს კვდე­ბო­და ეს გმი­რი, პირ­ვე­ლად იქ, სცე­ნა­ზე მოკ­ლეს....

საშ­კა და ხა­თუ­ნა

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძემ თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა, რო­მეო ათა­მა­შა, ჯუ­ლი­ე­ტა მე­დეა იყო... ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რო­ლე­ბი, სცე­ნა­ზეც, კი­ნო­შიც მაგ­რამ მა­ინც არ იყო ისე სა­თა­ნა­დოდ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მისი არც გა­რეგ­ნო­ბა და არც ნიჭი.

- ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ქალ­თა გულ­თამ­პყრო­ბე­ლი...

- რა თქმა უნდა ქა­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ... გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვად და მღე­რო­და, ლექ­სებს კი­თხუ­ლობ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად, რაც მთა­ვა­რია, სუ­ლით ხორ­ცამ­დე დახ­ვე­წი­ლი და ქა­ლე­ბის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი, ჯენტლმე­ნი იყო, სა­ო­ცა­რი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მო­რი­დე­ბუ­ლიც იყო ძა­ლი­ან... მან ულა­მა­ზე­სი ანა რა­ტი­ა­ნი შე­იყ­ვა­რა, მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად და შვი­ლე­ბი - გი­ორ­გი და ნინო შე­ე­ძი­ნათ. ერთი ბავ­შვი კენ­გუ­რუ­ში წინ, მე­ო­რე კი­სერ­ზე ეჯდა, გიჟ­დე­ბო­და თა­ვის შვი­ლებ­ზე.

კად­რი ფილ­მი­დან "არ და­ი­ჯე­რო, რომ აღა­რა ვარ"

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც მოღ­ვა­წე­ობ­და, რაც სამ­წუ­ხა­როდ, სა­ბე­დის­წე­როც აღ­მოჩ­ნდა...

- თე­ატ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად პირ­ველ არხზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. დი­ლის გა­და­ცე­მა "ალი­ო­ნი" მიჰ­ყავ­და. მერე კა­მე­რაც აიღო ხელ­ში და თა­ვის სი­უ­ჟე­ტებ­საც თა­ვად აკე­თებ­და. აფხა­ზე­თის ომში პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე წა­ვი­და და ბო­ლომ­დე იბ­რძო­და ია­რა­ღით და კა­მე­რით. ჩა­მო­ი­ტან­და გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლას და უკან მი­დი­ო­და. ბევრ მშო­ბელს შე­მო­უ­ნა­ხა მისი შვი­ლის სახე ამ კად­რებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კი - ის­ტო­რი­უ­ლი კად­რე­ბი.

ბო­ლომ­დე იქ იყო და ბო­ლოს, ომის დამ­თავ­რე­ბამ­დე 1 კვი­რა­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, გუ­მის­თა­ში 19 სექ­ტემ­ბერს, სნა­ი­პერ­მა ქალ­მა კა­მე­რით რომ და­ი­ნა­ხა, მი­ზან­ში ამო­უ­ღია. რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, ამ­დე­ნი ხალ­ხი, რაც მის გას­ვე­ნე­ბა­ში ვნა­ხე, ერო­სის გას­ვე­ნე­ბა­ში მყავ­და ნა­ნა­ხი, სახ­ლი­დან თე­ატ­რამ­დე ფე­ხით ჩა­იყ­ვა­ნეს და ჩა­ა­ცი­ლეს, თე­ატ­რი­დან დაკ­რძა­ლეს, სა­ბურ­თა­ლოს ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე.

დაკ­რძალ­ვის მე­ო­რე დღეს, მე­ო­რე ბი­ძაც წა­ვი­და კოკა წე­რო­ძე და მისი საფ­ლა­ვიც კი არ გვაქვს.. უამ­რა­ვი გუ­ლან­თე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბიჭი დავ­კარ­გეთ, აფხა­ზეთ­ში,რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლა­ში და იმე­დია არც საშ­კას მიერ დაღ­ვრი­ლი სის­ხლი და არ­ცერ­თი ქარ­თვე­ლის დაღ­ვრი­ლი სის­ხლი არ იქ­ნე­ბა ამაო.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

გაარკვიეთ ვინაა ეგ სნაიპერი ქალი, ამირეჯიბიც მას მოუკლავს და ალბათ სხვებიც. პასუხი ვაგებინოთ ბოლოს და ბოლოს.

ნიკო
12

პომადა ეცხო ტყვიაზე თუ სუნამოს სუნი ასდიოდა? სნაიპერი ქალი არა...

ავტორი:

"სნაიპერ ქალს ამოუღია მიზანში..." - აფხაზეთის ომს შეწირული საშკა იოსელიანის ამბავი: ქალების გულთამპყრობელი მსახიობის გზა კინოსა და ტელევიზიაში

"სნაიპერ ქალს ამოუღია მიზანში..." - აფხაზეთის ომს შეწირული საშკა იოსელიანის ამბავი: ქალების გულთამპყრობელი მსახიობის გზა კინოსა და ტელევიზიაში

"საოცარი საშკა დახვეწილი და სულ სხვანაირი, მასზე მთელი თბილისის ქალები იყვნენ შეყვარებულები. მას საყვარელი ქალის გარდა, სხვა ქალები მიმართ მზერაც არ უსროლია, ასეთი იყო, საოცრად ერთგული, თუ ერთხელ ვიღაცა შეუყვარდებოდა, ნიშნავდა ბოლომდეს... ვაჟკაცი იყო, რომანტიკოსი და ერის კაცი... იმას შეეწირა იქ, ჩვენ რომ ვმიტინგობთ აქ" - წერდა ამ ცოტა ხნის წინ ლელა ანჯაფარიძე.

ალექსანდრე (საშკა) გივის ძე იოსელიანი 1952 წლის 29 ივლისს დაიბადა გივი იოსელიანისა და ნინო წეროძის ოჯახში. 1969-1973 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. საშკა იოსელიანს არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში. იგი 1993 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა.

საშკა იოსელიანი ასევე ცნობილი ქართველი მსახიობის, ხათუნა იოსელიანის უმცროსი ძმაა. საშკა იოსელიანს ხათუნა იოსელიანის შვილი მაკა შენგელია ამერიკიდან იხსენებს...

- საშკა დაიბადა 1952 წლის 29 ივლისს, ლომი იყო ჰოროსკოპითაც და ბუნებითაც. ლიდერი, ლამაზი, კეთილშობილი და მზრუნველი. ჩემზე 15 წლით დიდი იყო. ყველგან თან დავყავდი, ზედმეტსახელიც მან დამარქვა - ფოფოდია, გრძელ კაბებში ვთამაშობდი სულ სახლში და ამის გამო… ხათუნაზე რვა წლით პატარა იყო. პირველი მისი გამოჩენა სცენაზე იყო ხათუნას საკურსო სპექტაკლში, მერე მოკლემეტრაჟიან ფილმში "კედელი", იქ თამრიკო დათუაშვილთან ერთად გადაიღეს.. ძალიან ლამაზები იყვნენ და პირველი სიყვარულიც ეწვიათ...

ექიმების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ალბათ ხათუნას არჩევანმა და გარემომ განაპირობა მისი პროფესიის არჩევა... ზემელზე ცხოვრობდნენ, მაშინდელ მოსკოვის ქუჩაზე. თბილისი ძალიან პატარა იყო მაშინ და ყველა იცნობდა, მიყვარდა მასთან ერთად სიარული, ყველა ესალმებოდა, ყველა ეფერებოდა...

მოზარდ მაყურებელთა თეატრში წავიდა ინსტიტუტიდან, შალვა გაწერელიას სტუდენტო იყო და წაიყვანა, ხათუნაც იქ იყო იმ პერიოდში. რამდენიმე დასამახსოვრებელი როლი შექმნა. მე განსაკუთრებით, კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვებაში" მახსოვს, ძალიან შთამბეჭდავი იყო... მერე მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა, ლაშა თაბუკაშვილის პიესა დაიდგა მისთვის - "ჭრილობა"... ბოლოს კვდებოდა ეს გმირი, პირველად იქ, სცენაზე მოკლეს....

საშკა და ხათუნა

მედეა ჯაფარიძემ თავის შემოქმედებით საღამოზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა, რომეო ათამაშა, ჯულიეტა მედეა იყო... ჰქონდა წარმატებული როლები, სცენაზეც, კინოშიც მაგრამ მაინც არ იყო ისე სათანადოდ რეალიზებული და გამოყენებული, მისი არც გარეგნობა და არც ნიჭი.

- ცნობილი იყო, როგორც ქალთა გულთამპყრობელი...

- რა თქმა უნდა ქალებს ძალიან მოსწონდათ... გიტარაზე უკრავდა შესანიშნავად და მღეროდა, ლექსებს კითხულობდა არაჩვეულებრივად, რაც მთავარია, სულით ხორცამდე დახვეწილი და ქალების პატივისმცემელი, ჯენტლმენი იყო, საოცარი თავაზიანობით გამოირჩეოდა. მორიდებულიც იყო ძალიან... მან ულამაზესი ანა რატიანი შეიყვარა, მოიყვანა ცოლად და შვილები - გიორგი და ნინო შეეძინათ. ერთი ბავშვი კენგურუში წინ, მეორე კისერზე ეჯდა, გიჟდებოდა თავის შვილებზე.

კადრი ფილმიდან "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"

- ტელევიზიაშიც მოღვაწეობდა, რაც სამწუხაროდ, საბედისწეროც აღმოჩნდა...

- თეატრის პარალელურად პირველ არხზე დაიწყო მუშაობა. დილის გადაცემა "ალიონი" მიჰყავდა. მერე კამერაც აიღო ხელში და თავის სიუჟეტებსაც თავად აკეთებდა. აფხაზეთის ომში პირველი დღიდანვე წავიდა და ბოლომდე იბრძოდა იარაღით და კამერით. ჩამოიტანდა გადაღებულ მასალას და უკან მიდიოდა. ბევრ მშობელს შემოუნახა მისი შვილის სახე ამ კადრებში, საქართველოს კი - ისტორიული კადრები.

ბოლომდე იქ იყო და ბოლოს, ომის დამთავრებამდე 1 კვირაღა იყო დარჩენილი, გუმისთაში 19 სექტემბერს, სნაიპერმა ქალმა კამერით რომ დაინახა, მიზანში ამოუღია. რომ არ მოგატყუოთ, ამდენი ხალხი, რაც მის გასვენებაში ვნახე, ეროსის გასვენებაში მყავდა ნანახი, სახლიდან თეატრამდე ფეხით ჩაიყვანეს და ჩააცილეს, თეატრიდან დაკრძალეს, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

დაკრძალვის მეორე დღეს, მეორე ბიძაც წავიდა კოკა წეროძე და მისი საფლავიც კი არ გვაქვს.. უამრავი გულანთებული სამშობლოზე შეყვარებული ბიჭი დავკარგეთ, აფხაზეთში,რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში და იმედია არც საშკას მიერ დაღვრილი სისხლი და არცერთი ქართველის დაღვრილი სისხლი არ იქნება ამაო.