ავტორი:

"ამერიკულ გადაცემებს უსმენთ?  ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე?" - ლევან მურუსიძე

"ამერიკულ გადაცემებს უსმენთ?  ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე?" - ლევან მურუსიძე

"ამერიკულ გადაცემებს უსმენთ? ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე?- იგივე სტანდარტია ჩვენთანაც", - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში "პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა თანამდებობის პირზე იძახიან, რომ კორუმპირებულია“.

"უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია. ყველაფერს დამტკიცება უნდა. ამერიკაში, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა თანამდებობის პირზე იძახიან, რომ კორუმპირებულებია. ამტკიცებს ვინმე? ვინმე თვლის, რომ კორუმპირებულები არიან? იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“,-აღნიშნავს მურუსიძე.

ცნობისთვის, აშშ-მ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა განცხადება. სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს,

ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.ბლინკენი განმარტავდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.