პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელთა საინფორმაციო შტურმი, პანიკაში ჩავარდნილი რუსი პროპაგანდისტები და პრიგოჟინის თხოვნა შოიგუს, - "ჩამობრძანდით ბახმუტში!" - რეალურად რომელი მიმართულებით შედგა კონტრშეტევა?
უკრაინელთა საინფორმაციო შტურმი, პანიკაში ჩავარდნილი რუსი პროპაგანდისტები და პრიგოჟინის თხოვნა შოიგუს, - "ჩამობრძანდით ბახმუტში!" - რეალურად რომელი მიმართულებით შედგა კონტრშეტევა?

გუ­შინ, 11 მა­ისს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნამ ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვა წა­მო­ი­წყო.

ცნო­ბებს ისიც ამ­ყა­რებ­და, რომ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის, "ვაგ­ნე­რის“მე­თა­უ­რი, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი, ჯერ კი­დევ 9 მა­ისს ამ­ბობ­და, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლე­ბი "ვაგ­ნე­რის“ სის­ხლით მო­პო­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს უბ­რძოლ­ვე­ლად თმობ­დნენ და გარ­ბოდ­ნენ.

წუ­ხელ უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ რამ­დე­ნი­მე დაზ­ვერ­ვი­თი ბრძო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პა­ნი­კის გა­მომ­წვე­ვი კამ­პა­ნი­აც აწარ­მოა. "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ში" უკ­რა­ი­ნუ­ლი ტექ­ნი­კი­სა და ქვე­ი­თე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის იმ­დე­ნი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლეს, რომ რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნენ.

"კი­ე­ვის კონ­ტრშე­ტე­ვა უკვე და­ი­წყო! ხარ­კო­ვის შე­მოვ­ლით ტექ­ნი­კა და­იძ­რა, ისი­ნი რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბენ“, - წერ­და ალექ­სან­დრ კოცი.

ასევე დაგაინტერესებთ
09:17 / 07-05-2023

"უკრაინაში შეტევისთვის მზადება გრძელდება ... ისტორიულ კადრებს ვნახავთ მალე, აი, ფანტასტიკურ კინოებში რომ გვაქვს ნანახი, ეგეთებს!" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

14:14 / 11-05-2023

რუსეთში, ბრიანსკის ოლქს დრონებმა შეუტიეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ოლქის გუბერნატორი

12:04 / 12-05-2023

"ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს" - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

16:27 / 16-05-2023

პრიგოჟინი უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა? - ვინ როგორ ეხმაურება Washington Post- ის ინფორმაციას?

"ხერ­სო­ნის ოლ­ქი­დან მო­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ დნეპ­რის ნა­პი­რას პა­ტა­რა კა­ტარ­ღე­ბის დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, სა­დე­სან­ტო ოპე­რა­ცია მზად­დე­ბა“, - იწე­რე­ბო­და ერთ-ერთ "ტე­ლეგ­რამ­ზე.“

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, გავ­რცელ­და ძვე­ლი კად­რე­ბი, თუმ­ცა ეს რუ­სე­ბის ასეთ პა­ნი­კურ რე­აქ­ცი­ად ნამ­დვი­ლად ღირ­და.

  • რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბით შედ­გა კონ­ტრშე­ტე­ვა?

ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ირ­ყა. ქა­ლა­ქის მახ­ლობ­ლად ფლან­გე­ბი რუ­სე­ბის "აქი­ლევ­სის ქუს­ლია“. "ვაგ­ნერ­მა“ ისი­ნი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცა და ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი ვერა და ვერ შედ­გა.

უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­არ­ღვი­ეს კლე­შე­ევ­კა­სა და ბოგ­და­ნოვ­კას გა­მაგ­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი. გვი­ან ღა­მით ოკუ­პან­ტებ­მა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წინსვლა, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ვა­რა­უ­დო­ბენ, ფლან­გე­ბის ჩა­მოშ­ლა სულ უფრო რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა.

უშუ­ა­ლოდ ბახ­მუ­ტში ინი­ცი­ა­ტი­ვა ჯერ კი­დევ "ვაგ­ნერს“ აქვს. ისი­ნი ქა­ლაქს უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლის ფა­სად ხელ­ში იგ­დე­ბენ, მაგ­რამ თუ ფლან­გე­ბის გა­მაგ­რე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ, მო­მა­ვალ­ში ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

ასე­თი ბრძო­ლი­თი დაზ­ვერ­ვა თით­ქმის ყო­ველ დღე ხდე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტენ­სი­უ­რო­ბამ იმა­ტა, რუ­სე­ბი კი მას­შტა­ბუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვის იდე­ით მუდ­მი­ვად და­ძა­ბუ­ლე­ბი არი­ან და მოს­ვე­ნე­ბა არ აქვთ.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუს ბახ­მუ­ტში ჩას­ვლა სთხო­ვა. მი­მარ­თვის ტექ­სტი პრი­გო­ჟი­ნის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მას­ში ღნიშ­ნუ­ლია, რომ "ვაგ­ნე­რი“ აკონ­ტრო­ლებს ბახ­მუ­ტის ტე­რი­ტო­რი­ის 95%-ს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სწო­რედ ფლან­გებ­ზე.

"რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე, რო­გორც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის თქვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გთხოვთ, ჩა­მობ­რძან­დეთ ბახ­მუ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ა­ფა­სოთ“, - ნათ­ქვა­მია პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ ანა მა­ლი­არ­მა პა­რას­კევს გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ბახ­მუ­ტის რა­ი­ონ­ში 2 კი­ლო­მეტ­რით წა­ი­წი­ეს წინ. მისი თქმით, რუ­სე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად ავ­რცე­ლებ­დნენ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ია­რა­ღის ნაკ­ლე­ბო­ბის შე­სა­ხებ, რათა გა­ა­მარ­თლონ ფრონტზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ CNN ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­თის ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლი კონ­ტრშე­ტე­ვის წინ ოპე­რა­ცი­ე­ბის "ფორ­მი­რე­ბა“ და­ი­წყეს. მისი გან­მარ­ტე­ბით, ბრძო­ლის ვე­ლის ფორ­მი­რე­ბა მო­ი­ცავს დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისეთ სა­მიზ­ნე­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ია­რა­ღის სა­ცა­ვე­ბი, სა­მე­თა­უ­რო ცენ­ტრე­ბი, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მე­ბი, რათა ბრძო­ლის ველი ძა­ლე­ბის წინსვლის­თვის მო­ამ­ზა­დონ. ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის სტან­დარ­ტუ­ლი ტაქ­ტი­კა, რო­მელ­საც კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის წინ ას­რუ­ლე­ბენ.

ოპე­რა­ცი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის მი­ზა­ნი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს მტრის დაბ­ნე­ვა.

CNN-ი გან­მარ­ტავს, რომ რო­დე­საც უკ­რა­ი­ნამ გა­სუ­ლი ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ქვეყ­ნის სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლებ­ში კონ­ტრშე­ტე­ვა და­ი­წყო, მას ასე­ვე წინ უძღო­და სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი ბრძო­ლის ვე­ლის ფორ­მი­რე­ბის­თვის. ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, ფორ­მი­რე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს უკ­რა­ი­ნის ნე­ბის­მი­ე­რი და­გეგ­მი­ლი შე­ტე­ვის და­წყე­ბამ­დე მრა­ვა­ლი დღით ადრე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცნაცი
2

მიშა ნამდვილად ბევრს გააკეთებდა უკრაინისათვის ეხერხებოდა ურთიერთობაში გარკვეული პოზიციის დაკავება და თავი ისე ეჭირა დიდი ქვეყნის წარმომადგენებთან,( არ ქონდა კომპლექსი) როგორც თანაბარს! პათხალიმობას ვერ დასწამებდი, ერთ დონეზე იყვნენ , რაღაც ქონდა მიშას რაც ამ მთხლეებს არა აქვთ სამწუხაროდ..ზელინსკიც მაგრად არის თუმცა უკრაინა 42 მილიონია!! ჩვენ კი 2.5 მხოლოდ..... 

რა ხდება
1

რუსმა ხაკერებმა შეგვიტიეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

უკრაინელთა საინფორმაციო შტურმი, პანიკაში ჩავარდნილი რუსი პროპაგანდისტები და პრიგოჟინის თხოვნა შოიგუს, - "ჩამობრძანდით ბახმუტში!" - რეალურად რომელი მიმართულებით შედგა კონტრშეტევა?

უკრაინელთა საინფორმაციო შტურმი, პანიკაში ჩავარდნილი რუსი პროპაგანდისტები და პრიგოჟინის თხოვნა შოიგუს, - "ჩამობრძანდით ბახმუტში!" - რეალურად რომელი მიმართულებით შედგა კონტრშეტევა?

გუშინ, 11 მაისს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ოკუპანტების წინააღმდეგ მასშტაბური კონტრშეტევა წამოიწყო.

ცნობებს ისიც ამყარებდა, რომ კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის“მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, ჯერ კიდევ 9 მაისს ამბობდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ძალები "ვაგნერის“ სისხლით მოპოვებულ ტერიტორიებს უბრძოლველად თმობდნენ და გარბოდნენ.

წუხელ უკრაინულმა მხარემ რამდენიმე დაზვერვითი ბრძოლის პარალელურად, ინფორმაციული პანიკის გამომწვევი კამპანიაც აწარმოა. "ტელეგრამარხებში" უკრაინული ტექნიკისა და ქვეითების გადაადგილების იმდენი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომ რუსი პროპაგანდისტები პანიკაში ჩავარდნენ.

"კიევის კონტრშეტევა უკვე დაიწყო! ხარკოვის შემოვლით ტექნიკა დაიძრა, ისინი რუსეთის საზღვრების მიმართულებით მოძრაობენ“, - წერდა ალექსანდრ კოცი.

"ხერსონის ოლქიდან მოდის ინფორმაცია, რომ დნეპრის ნაპირას პატარა კატარღების დიდი კონცენტრაცია შეინიშნება. როგორც ჩანს, სადესანტო ოპერაცია მზადდება“, - იწერებოდა ერთ-ერთ "ტელეგრამზე.“

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გავრცელდა ძველი კადრები, თუმცა ეს რუსების ასეთ პანიკურ რეაქციად ნამდვილად ღირდა.

  • რომელ მიმართულებით შედგა კონტრშეტევა?

ბახმუტის მიმართულებით რუსების პოზიციები შეირყა. ქალაქის მახლობლად ფლანგები რუსების "აქილევსის ქუსლია“. "ვაგნერმა“ ისინი თავდაცვის სამინისტროს გადასცა და ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედებები ვერა და ვერ შედგა.

უკრაინელებმა გაარღვიეს კლეშეევკასა და ბოგდანოვკას გამაგრებული რაიონები. გვიან ღამით ოკუპანტებმა დროებით შეაჩერეს უკრაინელების წინსვლა, თუმცა, როგორც თავად ვარაუდობენ, ფლანგების ჩამოშლა სულ უფრო რეალური ხდება.

უშუალოდ ბახმუტში ინიციატივა ჯერ კიდევ "ვაგნერს“ აქვს. ისინი ქალაქს უზარმაზარი მსხვერპლის ფასად ხელში იგდებენ, მაგრამ თუ ფლანგების გამაგრებას ვერ მოახერხებენ, მომავალში ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

ასეთი ბრძოლითი დაზვერვა თითქმის ყოველ დღე ხდება. ბოლო პერიოდში ინტენსიურობამ იმატა, რუსები კი მასშტაბური კონტრშეტევის იდეით მუდმივად დაძაბულები არიან და მოსვენება არ აქვთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბახმუტში ჩასვლა სთხოვა. მიმართვის ტექსტი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

მასში ღნიშნულია, რომ "ვაგნერი“ აკონტროლებს ბახმუტის ტერიტორიის 95%-ს, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს სწორედ ფლანგებზე.

"რთული ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, როგორც საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, ჩამობრძანდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე და არსებული მდგომარეობა დამოუკიდებლად შეაფასოთ“, - ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ ანა მალიარმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში 2 კილომეტრით წაიწიეს წინ. მისი თქმით, რუსები შეგნებულად ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას იარაღის ნაკლებობის შესახებ, რათა გაამართლონ ფრონტზე წარუმატებლობა.

საინტერესოა, რომ CNN ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ ოპერაციების "ფორმირება“ დაიწყეს. მისი განმარტებით, ბრძოლის ველის ფორმირება მოიცავს დარტყმების განხორციელებას ისეთ სამიზნეებზე, როგორიცაა იარაღის საცავები, სამეთაურო ცენტრები, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, რათა ბრძოლის ველი ძალების წინსვლისთვის მოამზადონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც კომბინირებული ოპერაციების წინ ასრულებენ.

ოპერაციების ფორმირების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მტრის დაბნევა.

CNN-ი განმარტავს, რომ როდესაც უკრაინამ გასული ზაფხულის ბოლოს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში კონტრშეტევა დაიწყო, მას ასევე წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმები ბრძოლის ველის ფორმირებისთვის. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ფორმირების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს უკრაინის ნებისმიერი დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მრავალი დღით ადრე.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე