საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში ვიგრძენით, რომ თასი გვქონდა მოგებული" - 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის თანაავტორი თენგიზ სულაქველიძე დიდ გამარჯვებაზე, ოჯახსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე
"თბილისში ვიგრძენით, რომ თასი გვქონდა მოგებული" - 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის თანაავტორი თენგიზ სულაქველიძე დიდ გამარჯვებაზე, ოჯახსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე

1981 წლის თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის ფი­ნალ­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ“ დი­უ­სელ­დორფში, აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის ობერ­ლი­გის კლუ­ბი "კარლ ცაის იენა“ ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი­სა და ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას გო­ლე­ბით და­ა­მარ­ცხა ( 2:1 ) და კი­ე­ვის დი­ნა­მოს შემ­დეგ მე­ო­რე საბ­ჭო­უ­რი გუნ­დი გახ­და, რო­მელ­მაც ევ­რო­თა­სის მო­გე­ბა შეძ­ლო.

13 მა­ისს "დი­ნა­მოს“ ტრი­უმ­ფი­დან 42 წელი გა­დის...

"კარლ ცა­ის­თან“ გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთ შე­მოქ­მედ­თან და ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელ თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს­თან სა­უ­ბარს სწო­რედ 13 მა­ისს გან­ცდილ ემო­ცი­ებ­ზე სა­უბ­რით ვი­წყებთ...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­და ნა­ხე­ვარმცვე­ლის ("დი­ნა­მო­ში“) და მცვე­ლის (სსრკ-ს ნაკ­რებ­ში) პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და, ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა“ და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეროვ­ნუ­ლი და ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას იცავ­და. ის თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გახ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი (1978) და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი (1981), საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თა­სი­სა (1979) და თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის (1981) მფლო­ბე­ლი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 1979 წელს სსრ კავ­ში­რის სპარ­ტა­კი­ა­დის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი.

1980-1988 წლებ­ში იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 49 მატ­ჩი ითა­მა­შა და 2 ბურ­თი გა­ი­ტა­ნა. სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ 1982 წლის ეს­პა­ნე­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 4 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა. ასე­ვე თა­მა­შობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ოლიმ­პი­ურ ნაკ­რებ­ში. 1988 წელს ევ­რო­პის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.1989 წელს თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე შვე­დე­თის გუნდ "ჰოლმსუნდში“ თა­მა­შობ­და.

თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ოთხჯერ იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად, არის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. 2011 წლის 17 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ მიერ თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის მო­პო­ვე­ბის 30 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით 1981 წლის თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ სრულ შე­მად­გენ­ლო­ბა­სა და სამ­წვრთნე­ლო შტაბ­თან ერ­თად თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.

  • "იმ­ხა­ნად თბი­ლი­სის "დი­ნა­მო“, ასე ვი­ტყო­დი, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი იყო“

- ფეხ­ბურთში იცით, რო­გორ არის? თა­ო­ბა უნდა გა­მოჩ­ნდეს, რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გუნ­დი რომ გყავ­დეს. 1 და 2 ფეხ­ბურ­თე­ლი არა­ფერს ნიშ­ნავს, ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. იმ პე­რი­ოდ­ში იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა მწვრთნე­ლე­ბი - ახალ­კა­ცი, ნო­დია, კუ­ტი­ვა­ძე - ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის მწვრთნე­ლე­ბი დამ­ხვდნენ გუნდში. ასე­ვე დამ­ხვდა გე­ნი­ა­ლუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი - ყი­ფი­ა­ნი, ჩი­ვა­ძე, გუ­ცა­ე­ვი, ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი, მა­ჩა­ი­ძე. 5 კაცი - მე, შენ­გე­ლია, კოს­ტა­ვა, სვა­ნა­ძე და გა­ბე­ლია "ტორ­პე­დო­დან“ წა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. იმ­ხა­ნად თბი­ლი­სის "დი­ნა­მო“, ასე ვი­ტყო­დი, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი იყო. გუნდში მოხ­და კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შერ­წყმა, ამი­ტომ იყო წარ­მა­ტე­ბე­ბიც. მა­შინ უცხო­ეთ­ში სა­თა­მა­შოდ ვერ მი­დი­ო­დი, ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მა­შინ ეს დრო რომ გვქო­ნო­და, 1981 წელი აღარ იქ­ნე­ბო­და.

13 მა­ი­სი - ეს იყო ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის და ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის დიდი გა­მარ­ჯვე­ბა, მოვ­ლე­ნა და კარ­გია, რო­დე­საც ამის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე ხარ. მატ­ჩის შემ­დეგ სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, მა­გა­რი პურ­მა­რი­ლი იკის­რა, ფეხ­ბურ­თის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, თან ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდით და პა­ტი­ვად ჩათ­ვა­ლა, მის სას­ტუმ­რო­ში რომ ვცხოვ­რობ­დით. მე­პატ­რო­ნემ მთე­ლი ღამე გვა­ქე­ი­ფა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი გუნ­დის მე­ტო­ქე­ე­ბი ვი­ყა­ვით. თბი­ლის­ში 2 დღის შემ­დეგ ჩა­მო­ვე­დით, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი თით­ქმის თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პი­დან გვხსნიდ­ნენ, ვერ ვი­გებ­დით, ვინ ვის იტა­ტებ­და ხელ­ში, სას­წა­უ­ლი ხდე­ბო­და... თბი­ლის­ში ვიგ­რძე­ნით, რომ თასი გვქონ­და მო­გე­ბუ­ლი. მერე ის ჩა­ნა­წე­რე­ბი ვნა­ხეთ, რა აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბას, რა დღე­ში ყო­ფი­ლან გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი თბი­ლის­ში - "დი­ნა­მოს“ სტა­დი­ონ­ზე, ქუ­ჩებ­ში... ყვე­ლა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ქო­მა­გებს ამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი რომ მი­ვა­ნი­ჭეთ. ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხი ვართ, ამას რომ მი­ვაღ­წი­ეთ. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და მეტი წარ­მა­ტე­ბა გვქო­ნო­და... 1981 წლის მერე, ყო­ვე­ლი წლის 13 მა­ისს ვიკ­რი­ბე­ბით თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი და აღ­ვნიშ­ნავთ, რო­გორც სა­ჭი­როა. სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა აღარ გვყავს - ყი­ფი­ა­ნი, შენ­გე­ლია, და­რა­სე­ლია და ან­დღუ­ლა­ძე გა­მოგ­ვაკ­ლდა და მათ გა­რე­შე გვი­წევს ზე­ი­მი.

  • "ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია“

- იმე­დი მაქვს, კი­დევ მოგ­ვე­ცე­მა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თით ტკბო­ბის შან­სი. სა­ერ­თოდ, ფეხ­ბურთს ახა­სი­ა­თებს აღ­მას­ვლა და დაღ­მას­ვლაც... ახლა ისე­თი კარ­გი ბი­ჭე­ბი მო­დი­ან - კვა­რა­ცხე­ლია, და­ვი­თაშ­ვი­ლი, მი­ქა­უ­ტა­ძე, მა­მარ­დაშ­ვი­ლი და სხვე­ბი, იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი გაჩ­ნდა, მჯე­რა, რომ ეს ბი­ჭე­ბი და სხვაც ბევ­რი, ფეხ­ბურთში თა­ვის სი­ტყვას იტყვი­ან. სხვა­თა შო­რის, სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა, მსურ­ვე­ლე­ბის დიდი ნა­კა­დია, რაც მა­ხა­რებს. ვფიქ­რობ, ფეხ­ბურ­თის საქ­მე სი­კე­თის­კენ შე­მოტ­რი­ალ­დე­ბა.

ფეხ­ბურ­თის აღ­მას­ვლა და წარ­მარ­ტე­ბა მარ­ტო თა­ო­ბა­ზეც არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, მწვრთნე­ლე­ბის რო­ლიც დი­დია, მაგ­რამ ერ­თად თუ არ მოხ­ვდნენ ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გა­ჭირ­დე­ბა. ღმერ­თს ვთხოვ, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის კი­დევ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბა გა­მე­გოს. დიდი გა­მარ­ჯვე­ბა ახლა ის იქ­ნე­ბა, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რომ გავა - ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, ბოლო შე­დე­გებს თუ შევ­ხე­დავთ, ამის დიდი შან­სი გვაქვს. ნაკ­რებს მწვრთნე­ლიც კარ­გი ჰყავს, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც - შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ამი­ტომ წარ­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

მა­ხა­რებს, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ფეხ­ბურთს, რო­გორც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის, ისე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და არა მარ­ტო ფეხ­ბურთს, სხვა სპორ­ტსაც. ახლა რომ გვაქვს დახ­მა­რე­ბა, ასე­თი ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სენ­დე­ბა - შენ­დე­ბა სტა­დი­ო­ნე­ბი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, შე­დე­გიც კარ­გი იქ­ნე­ბა.

  • "ხვი­ჩა არის მოვ­ლე­ნა“

- ისე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი და კაცი, რო­გო­რიც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა, რო­გორ უნდა გა­აკ­რი­ტი­კოს კაც­მა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. 22 წლის ბიჭი წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან და ამ­ხე­ლა გუნდში ვარ­სკვლა­ვია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მას­ზე ვინ­მემ რამე თქვას... ეს ფეხ­ბურ­თია და ყვე­ლა თა­მაშ­ში გოლს ვერ გა­ი­ტან. ხვი­ჩა უნი­ჭი­ე­რე­სი ბი­ჭია და მგო­ნია, ქარ­თვე­ლებს ბოლო დროს არც გვყო­ლია ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი, მისი დიდი იმე­დი მაქვს, მჯე­რა, დიდ კვალს და­ტო­ვებს ფეხ­ბურთში. რო­გორც ჩანს, ეს ბიჭი თა­ვის თავ­ზე აქ ბევ­რს მუ­შა­ობ­და, თო­რემ ასე უცებ ასეთ გუნდში ასეთ დო­ნე­ზე ვერ ითა­მა­შებ. ხვი­ჩა არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია და ძა­ლი­ან უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, ვი­ტყო­დი, რომ ეს არის მოვ­ლე­ნა. ვუ­ლო­ცავ მას ჩემ­პი­ო­ნო­ბას, "ნა­პო­ლის“ სკუ­დე­ტოს მო­პო­ვე­ბა­ში ხვი­ჩამ ყვე­ლა­ზე დიდი როლი ითა­მა­შა. ეს ბიჭი სე­რია ა-ს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია. მე კი არა, მთე­ლი იტა­ლია ამას ამ­ბობს. რა­საც ვუ­ყუ­რე, ხვი­ჩა სა­უ­კე­თე­სო იყო მთელ გუნდში.

  • "ის ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გუნ­დი იყო და ასე დარ­ჩე­ბა“
ზაურ სვა­ნა­ძე, თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, რა­მაზ შენ­გე­ლია

- ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ჩემს უბანს ჭომა ჰქვია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "დი­ნა­მო­შიც“ და სსრკ-ს ნაკ­რებ­შიც "ჭომას" მე­ძახ­დნენ, დღემ­დე შე­მომ­რჩა ეს მეტ­სა­ხე­ლი... 10 წლი­სა ჩემი სურ­ვი­ლით შე­ვე­დი ფეხ­ბურთზე, თა­მა­ში და­ვი­წყე ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ ბავ­შვთა სკო­ლა­ში. 17 წლი­დან "ტორ­პე­დო­ში“ ვთა­მა­შობ­დი, დუბ­ლებ­ში. 5 წლის შემ­დეგ თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში“ გად­მო­ვე­დი (1978-88 წლებ­ში ვთა­მა­შობ­დი), ამ გუნ­დის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია, ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გუნ­დი იყო და ასე დარ­ჩე­ბა. როცა ფეხ­ბურთზე შევ­დი­ო­დი, ვნატ­რობ­დი - ნე­ტაი, ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო­ში“ მა­თა­მა­შა-მეთ­ქი, მერე იქ რომ მოვ­ხვდი, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა და ვი­ნატ­რე - ნე­ტაი, "დი­ნა­მო­ში“ მოვ­ხვდე­ბო­დე-მეთ­ქი. იქაც მოვ­ხვდი და მერე გა­მე­ზარ­და ოც­ნე­ბე­ბი - ნეტა, სსრკ-ს ნაკ­რებ­ში და­მი­ძა­ხონ-მეთ­ქი და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქაც და­მი­ძა­ხეს (იცი­ნის), ასე აგის­რულ­დათ ყვე­ლა­ფე­რი... ნაკ­რებ­ში 8 წე­ლი­წა­დი ვი­ყა­ვი და 55 თა­მა­ში ვი­თა­მა­შე. ნა­თა­მა­შე­ბი მაქვს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ევ­რო­პა და ოლიმ­პი­ა­და, რაც კი დიდი ტურ­ნე იყო, ყვე­ლა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ყვე­ლა­ზე დიდ გუნ­დურ წარ­მა­ტე­ბად მა­ინც თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში“ 1981 წელს ვთვლი, ხოლო სსრკ-ს ნაკ­რებ­ში - 1988 წელს, ვერ­ცხლის მე­და­ლი რომ ავი­ღეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ოლიმ­პი­ა­და რომ მო­ვი­გეთ მოს­კოვ­ში.

  • "ოჯახ­ში სამი თენ­გო ვართ და სა­მი­ვე ფეხ­ბურ­თით ვსაზ­რდო­ობთ“
შვილ­თან ერ­თად

- იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თუმ­ცა არას­დოს მი­მუ­შა­ვია პრო­ფე­სი­ით, ფეხ­ბურთში დავ­რჩი, ბო­ლომ­დე მას მი­ვუ­ძღვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ვი­ტყო­დი, რომ იუ­რის­ტო­ბა მა­ინც და­მეხ­მა­რა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­ურ­ში ფი­ზკულ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლეც ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვი­ცა­ნი, ორი­ვე­ნი ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი ვართ. 23 წლის და­ვო­ჯახ­დი, ერთი ვაჟი და 2 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. ოჯახ­ში სამი თენ­გო ვართ - შვი­ლიც და შვი­ლიშ­ვი­ლიც ჩემი მო­სა­ხე­ლეა და სა­მი­ვე­ნი ფეხ­ბურ­თით ვსაზ­რდო­ობთ. ვაჟი - თენ­გოც ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, დუბ­ლე­ბამ­დე მი­ვი­და "დი­ნა­მო­ში“, მერე თა­მაშს შე­ეშ­ვა და ახლა ერ­თად ვმუ­შა­ობთ ჩემს აკა­დე­მი­ა­ში. შვი­ლიშ­ვილს უფრო დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს ფეხ­ბურთში, თენ­გო 16 წლი­საა და ისიც ჩემ­თან, აკა­დე­მი­ა­ში თა­მა­შობს. ის ძალ­ზე ნი­ჭი­ე­რია, ჩემ­ზე უკე­თე­სი ფეხ­ბურ­თე­ლი დად­გე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე მგო­ნია. ღმერ­თმა თა­მა­შის ნიჭი თუ არ მოგ­ცა, რაც უნდა ივარ­ჯი­შო, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

  • "ამით ვცხოვ­რობ კი არა, - ვსუნ­თქავ“

- 33 წლის ვი­ყა­ვი, ფეხ­ბურთს თავი რომ და­ვა­ნე­ბე. მე და რა­მაზ შენ­გე­ლია 1 წლით შვე­დეთ­ში წა­ვე­დით სა­თა­მა­შოდ. იქი­დან ჩა­მოს­ვლას სსრკ-ს დაშ­ლა და­ემ­თხვა და მერე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამის შემ­დეგ ვი­მუ­შა­ვე ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლი­სის ნორჩ "დი­ნა­მო­ში“ და­ვი­წყე მწვრთნე­ლო­ბა. მერე ჩემი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ავი­ღეთ ტე­რი­ტო­რია და დი­ღომ­ში და­ვა­არ­სე ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თის აკა­დე­მია (ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის წინ). 20 წე­ლი­წა­დია, მას ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. მარ­ცვა­ლა­ძე, კვირ­კვე­ლია, ჩაბ­რა­ძე, კვა­ხა­ძე, ბეჭ­ვა­ია, დე­მეტ­რა­ძე, ჭე­ლი­ძე და სხვე­ბი, ყვე­ლა ჩვე­ნი გა­მოზ­რდი­ლია. ყვე­ლა­ზე დი­დე­ბის, 20 წლამ­დე ბი­ჭე­ბის გუნ­დი გვყავს. ჩვენ ფეხ­ბურ­თე­ლებს ვზრდით და თუ ნი­ჭი­ე­რი მო­თა­მა­შეა, სხვა­დას­ხვა კლუ­ბებ­ში ვუშ­ვებთ...

ჩემ­თვის გა­ტა­ცე­ბაც, საქ­მეც, სამ­სა­ხუ­რიც, სიყ­ვა­რუ­ლიც ყვე­ლა­ფე­რი ფეხ­ბურ­თია - დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე ფეხ­ბურთში ვარ და ამით ვარ­სე­ბობ. ფეხ­ბურ­თის გარ­და, არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს, ამით ვცხოვ­რობ კი არა, - ვსუნ­თქავ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

გაიხარეთ,ყველა ქართველი გამარჯვებული იყო,ყველა ერთმანეთს ეფერებოდა ასეთი სიხარული და სიყვარული არ მახსოვს

მალხაზი
0

ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებ ამ მატჩს, არ დამავიწყდება რა ხდებოდა საქართველოში, იმედი მაქვს კიდევ შეძლებს ახალი თაობა გაგვახაროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"თბილისში ვიგრძენით, რომ თასი გვქონდა მოგებული" - 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის თანაავტორი თენგიზ სულაქველიძე დიდ გამარჯვებაზე, ოჯახსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე

"თბილისში ვიგრძენით, რომ თასი გვქონდა მოგებული" - 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის თანაავტორი თენგიზ სულაქველიძე დიდ გამარჯვებაზე, ოჯახსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე

1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამომ“ დიუსელდორფში, აღმოსავლეთ გერმანიის ობერლიგის კლუბი "კარლ ცაის იენა“ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხა ( 2:1 ) და კიევის დინამოს შემდეგ მეორე საბჭოური გუნდი გახდა, რომელმაც ევროთასის მოგება შეძლო.

13 მაისს "დინამოს“ ტრიუმფიდან 42 წელი გადის...

"კარლ ცაისთან“ გამარჯვების ერთ-ერთ შემოქმედთან და ლეგენდარულ ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძესთან საუბარს სწორედ 13 მაისს განცდილ ემოციებზე საუბრით ვიწყებთ...

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდა ნახევარმცველის ("დინამოში“) და მცველის (სსრკ-ს ნაკრებში) პოზიციაზე თამაშობდა, ქუთაისის "ტორპედოს“, თბილისის "დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას იცავდა. ის თბილისის "დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი, ხოლო საქართველოს ნაკრებში 1979 წელს სსრ კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი.

1980-1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 49 მატჩი ითამაშა და 2 ბურთი გაიტანა. სულაქველიძემ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე 4 შეხვედრა ჩაატარა. ასევე თამაშობდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში. 1988 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.1989 წელს თენგიზ სულაქველიძე შვედეთის გუნდ "ჰოლმსუნდში“ თამაშობდა.

თენგიზ სულაქველიძე ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, არის ღირსების ორდენის კავალერი. 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის "დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის "დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად თენგიზ სულაქველიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

  • "იმხანად თბილისის "დინამო“, ასე ვიტყოდი, საქართველოს ნაკრები იყო“

- ფეხბურთში იცით, როგორ არის? თაობა უნდა გამოჩნდეს, რამდენიმე ფეხბურთელი, წარმატებული გუნდი რომ გყავდეს. 1 და 2 ფეხბურთელი არაფერს ნიშნავს, ვერაფერს მიაღწევ. იმ პერიოდში იყვნენ ახალგაზრდა მწვრთნელები - ახალკაცი, ნოდია, კუტივაძე - ძალიან მაღალი დონის მწვრთნელები დამხვდნენ გუნდში. ასევე დამხვდა გენიალური მოთამაშეები - ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, ხინჩაგაშვილი, მაჩაიძე. 5 კაცი - მე, შენგელია, კოსტავა, სვანაძე და გაბელია "ტორპედოდან“ წამოგვიყვანეს. იმხანად თბილისის "დინამო“, ასე ვიტყოდი, საქართველოს ნაკრები იყო. გუნდში მოხდა კარგი ფეხბურთელების შერწყმა, ამიტომ იყო წარმატებებიც. მაშინ უცხოეთში სათამაშოდ ვერ მიდიოდი, ჩაკეტილები ვიყავით, მაშინ ეს დრო რომ გვქონოდა, 1981 წელი აღარ იქნებოდა.

13 მაისი - ეს იყო ქართული ფეხბურთის და ყველა ფეხბურთელისთვის დიდი გამარჯვება, მოვლენა და კარგია, როდესაც ამის უშუალო მონაწილე ხარ. მატჩის შემდეგ სასტუმროს მეპატრონემ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, მაგარი პურმარილი იკისრა, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, თან ჩემპიონები გავხდით და პატივად ჩათვალა, მის სასტუმროში რომ ვცხოვრობდით. მეპატრონემ მთელი ღამე გვაქეიფა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გუნდის მეტოქეები ვიყავით. თბილისში 2 დღის შემდეგ ჩამოვედით, გულშემატკივრები თითქმის თვითმფრინავის ტრაპიდან გვხსნიდნენ, ვერ ვიგებდით, ვინ ვის იტატებდა ხელში, სასწაული ხდებოდა... თბილისში ვიგრძენით, რომ თასი გვქონდა მოგებული. მერე ის ჩანაწერები ვნახეთ, რა აჟიოტაჟი მოჰყვა ჩვენს გამარჯვებას, რა დღეში ყოფილან გულშემატკივრები თბილისში - "დინამოს“ სტადიონზე, ქუჩებში... ყველანი ბედნიერები ვიყავით, ქომაგებს ამხელა სიხარული რომ მივანიჭეთ. ბედნიერი ხალხი ვართ, ამას რომ მივაღწიეთ. უკეთესი იქნებოდა მეტი წარმატება გვქონოდა... 1981 წლის მერე, ყოველი წლის 13 მაისს ვიკრიბებით თანაგუნდელები და აღვნიშნავთ, როგორც საჭიროა. სამწუხაროდ, სრული შემადგენლობა აღარ გვყავს - ყიფიანი, შენგელია, დარასელია და ანდღულაძე გამოგვაკლდა და მათ გარეშე გვიწევს ზეიმი.

  • "ეროვნული ნაკრების წარმატება გარდაუვალია“

- იმედი მაქვს, კიდევ მოგვეცემა ქართული ფეხბურთით ტკბობის შანსი. საერთოდ, ფეხბურთს ახასიათებს აღმასვლა და დაღმასვლაც... ახლა ისეთი კარგი ბიჭები მოდიან - კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, მამარდაშვილი და სხვები, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, მჯერა, რომ ეს ბიჭები და სხვაც ბევრი, ფეხბურთში თავის სიტყვას იტყვიან. სხვათა შორის, საფეხბურთო სკოლებში ბავშვების რაოდენობამ იმატა, მსურველების დიდი ნაკადია, რაც მახარებს. ვფიქრობ, ფეხბურთის საქმე სიკეთისკენ შემოტრიალდება.

ფეხბურთის აღმასვლა და წარმარტება მარტო თაობაზეც არაა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მწვრთნელების როლიც დიდია, მაგრამ ერთად თუ არ მოხვდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები, გუნდის წარმატების მიღწევა გაჭირდება. ღმერთს ვთხოვ, ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო მეტი წარმატება გამეგოს. დიდი გამარჯვება ახლა ის იქნება, ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გავა - ისეთი სიტუაციაა, ბოლო შედეგებს თუ შევხედავთ, ამის დიდი შანსი გვაქვს. ნაკრებს მწვრთნელიც კარგი ჰყავს, ფეხბურთელებიც - შესანიშნავი, ამიტომ წარმატება გარდაუვალია.

მახარებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა ფეხბურთს, როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ისე სახელმწიფოს მხრიდან და არა მარტო ფეხბურთს, სხვა სპორტსაც. ახლა რომ გვაქვს დახმარება, ასეთი ამ 20 წლის განმავლობაში არ მახსენდება - შენდება სტადიონები, სპორტდარბაზები, რაც ძალიან სასიხარულოა. ამიტომ ვფიქრობ, შედეგიც კარგი იქნება.

  • "ხვიჩა არის მოვლენა“

- ისეთი შესანიშნავი ფეხბურთელი და კაცი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, როგორ უნდა გააკრიტიკოს კაცმა, ვერ წარმომიდგენია. 22 წლის ბიჭი წავიდა საქართველოდან და ამხელა გუნდში ვარსკვლავია, როგორ შეიძლება მასზე ვინმემ რამე თქვას... ეს ფეხბურთია და ყველა თამაშში გოლს ვერ გაიტან. ხვიჩა უნიჭიერესი ბიჭია და მგონია, ქართველებს ბოლო დროს არც გვყოლია ასეთი ფეხბურთელი, მისი დიდი იმედი მაქვს, მჯერა, დიდ კვალს დატოვებს ფეხბურთში. როგორც ჩანს, ეს ბიჭი თავის თავზე აქ ბევრს მუშაობდა, თორემ ასე უცებ ასეთ გუნდში ასეთ დონეზე ვერ ითამაშებ. ხვიჩა არის პროფესიონალი, ახალგაზრდა ბიჭია და ძალიან უყვარს ფეხბურთი, ვიტყოდი, რომ ეს არის მოვლენა. ვულოცავ მას ჩემპიონობას, "ნაპოლის“ სკუდეტოს მოპოვებაში ხვიჩამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა. ეს ბიჭი სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელია. მე კი არა, მთელი იტალია ამას ამბობს. რასაც ვუყურე, ხვიჩა საუკეთესო იყო მთელ გუნდში.

  • "ის ჩემი ყველაზე საყვარელი გუნდი იყო და ასე დარჩება“
ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემს უბანს ჭომა ჰქვია და აქედან გამომდინარე, "დინამოშიც“ და სსრკ-ს ნაკრებშიც "ჭომას" მეძახდნენ, დღემდე შემომრჩა ეს მეტსახელი... 10 წლისა ჩემი სურვილით შევედი ფეხბურთზე, თამაში დავიწყე ქუთაისის "ტორპედოს“ ბავშვთა სკოლაში. 17 წლიდან "ტორპედოში“ ვთამაშობდი, დუბლებში. 5 წლის შემდეგ თბილისის "დინამოში“ გადმოვედი (1978-88 წლებში ვთამაშობდი), ამ გუნდისთვის არ მიღალატია, ჩემი ყველაზე საყვარელი გუნდი იყო და ასე დარჩება. როცა ფეხბურთზე შევდიოდი, ვნატრობდი - ნეტაი, ქუთაისის "ტორპედოში“ მათამაშა-მეთქი, მერე იქ რომ მოვხვდი, თბილისის "დინამოს“ სურვილი გამიჩნდა და ვინატრე - ნეტაი, "დინამოში“ მოვხვდებოდე-მეთქი. იქაც მოვხვდი და მერე გამეზარდა ოცნებები - ნეტა, სსრკ-ს ნაკრებში დამიძახონ-მეთქი და, წარმოიდგინეთ, იქაც დამიძახეს (იცინის), ასე აგისრულდათ ყველაფერი... ნაკრებში 8 წელიწადი ვიყავი და 55 თამაში ვითამაშე. ნათამაშები მაქვს მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპა და ოლიმპიადა, რაც კი დიდი ტურნე იყო, ყველაში მივიღე მონაწილეობა. ყველაზე დიდ გუნდურ წარმატებად მაინც თბილისის "დინამოში“ 1981 წელს ვთვლი, ხოლო სსრკ-ს ნაკრებში - 1988 წელს, ვერცხლის მედალი რომ ავიღეთ ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიადა რომ მოვიგეთ მოსკოვში.

  • "ოჯახში სამი თენგო ვართ და სამივე ფეხბურთით ვსაზრდოობთ“
შვილთან ერთად

- იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე უნივერსიტეტში, თუმცა არასდოს მიმუშავია პროფესიით, ფეხბურთში დავრჩი, ბოლომდე მას მივუძღვენი ცხოვრება. ვიტყოდი, რომ იურისტობა მაინც დამეხმარა ჩემს საქმიანობაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე ქუთაისის პედაგოგიურში ფიზკულტურის ფაკულტეტი დავამთავრე, მომავალი მეუღლეც ინსტიტუტში გავიცანი, ორივენი ქუთაისელები ვართ. 23 წლის დავოჯახდი, ერთი ვაჟი და 2 შვილიშვილი მყავს. ოჯახში სამი თენგო ვართ - შვილიც და შვილიშვილიც ჩემი მოსახელეა და სამივენი ფეხბურთით ვსაზრდოობთ. ვაჟი - თენგოც ფეხბურთს თამაშობდა, დუბლებამდე მივიდა "დინამოში“, მერე თამაშს შეეშვა და ახლა ერთად ვმუშაობთ ჩემს აკადემიაში. შვილიშვილს უფრო დიდი პერსპექტივა აქვს ფეხბურთში, თენგო 16 წლისაა და ისიც ჩემთან, აკადემიაში თამაშობს. ის ძალზე ნიჭიერია, ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი დადგება, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ღმერთმა თამაშის ნიჭი თუ არ მოგცა, რაც უნდა ივარჯიშო, არაფერი გამოვა.

შვილიშვილთან ერთად

  • "ამით ვცხოვრობ კი არა, - ვსუნთქავ“

- 33 წლის ვიყავი, ფეხბურთს თავი რომ დავანებე. მე და რამაზ შენგელია 1 წლით შვედეთში წავედით სათამაშოდ. იქიდან ჩამოსვლას სსრკ-ს დაშლა დაემთხვა და მერე საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ ვიმუშავე ფეხბურთის ფედერაციაში, პარალელურად, თბილისის ნორჩ "დინამოში“ დავიწყე მწვრთნელობა. მერე ჩემი მეგობრების დახმარებით ავიღეთ ტერიტორია და დიღომში დავაარსე ბავშვთა ფეხბურთის აკადემია (ღუდუშაურის კლინიკის წინ). 20 წელიწადია, მას ვხელმძღვანელობ. მარცვალაძე, კვირკველია, ჩაბრაძე, კვახაძე, ბეჭვაია, დემეტრაძე, ჭელიძე და სხვები, ყველა ჩვენი გამოზრდილია. ყველაზე დიდების, 20 წლამდე ბიჭების გუნდი გვყავს. ჩვენ ფეხბურთელებს ვზრდით და თუ ნიჭიერი მოთამაშეა, სხვადასხვა კლუბებში ვუშვებთ...

ჩემთვის გატაცებაც, საქმეც, სამსახურიც, სიყვარულიც ყველაფერი ფეხბურთია - დილიდან-საღამომდე ფეხბურთში ვარ და ამით ვარსებობ. ფეხბურთის გარდა, არაფერი მაინტერესებს, ამით ვცხოვრობ კი არა, - ვსუნთქავ.

იხილეთ ასევე: