ავტორი:

"გორბის" გამოკითხვის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის მიერ შესრულებული სამუშაო გამოკითხულთა 35%-ს, ირაკლი ღარიბაშვილის - 61%-ს, კახა კალაძის კი 63%-ს მოსწონს

"გორბის" გამოკითხვის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის მიერ შესრულებული სამუშაო გამოკითხულთა 35%-ს, ირაკლი ღარიბაშვილის - 61%-ს, კახა კალაძის კი 63%-ს მოსწონს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის თანახმად, შეკითხვაზე, „მოგწონთ თუ არა ამ ადამიანის ან ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო?“, შედეგები ასე გამოიყურება:

სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე - 35%

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე - 61%

კახა კალაძის მიერ თბილისის მერის თანამდებობაზე - 63%

კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა,

ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში - +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში - +/- 2.9%-ი.