სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირუს მიმართ წამოსული ნეგატიური ტალღა ჩვენს ოჯახზეც აისახა... ჩემს შვილს არ მოსწონდა, რასაც კითხულობდა" - ნინო ძოწენიძე პროდიუსერ მეუღლეზე, ოჯახსა და კარიერაზე
"ირუს მიმართ წამოსული ნეგატიური ტალღა ჩვენს ოჯახზეც აისახა... ჩემს შვილს არ მოსწონდა, რასაც კითხულობდა" - ნინო ძოწენიძე პროდიუსერ მეუღლეზე, ოჯახსა და კარიერაზე

მომ­ღე­რა­ლი ნინო ძო­წე­ნი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რით - "ში­ნა­მა­ნა­კე­ნა" გახ­და. სიმ­ღე­რის გა­მოს­ვლი­დან ბევ­რი წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ბევ­რმა ახ­ლა­ხან გა­ი­გო, რომ "ში­ნა­მა­ნა­კე­ნას" ტექ­სტი არარ­სე­ბულ ენა­ზეა შექ­მნი­ლი - ემო­ცი­უ­რი იმპრო­ვი­ზა­ცი­აა... გა­დავ­წყვი­ტეთ, გე­მოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნინო ძო­წე­ნი­ძეს­თან გვე­სა­უბ­რა...

- გე­მოვ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხედ­ვის სა­კი­თხია. ვერ ვი­ტყვი, მო­დას მივ­ყვე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ რა თქმა უნდა, თავს გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ.

- თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ვინ, რამ მო­ახ­დი­ნა ზე­გავ­ლე­ნა?

- ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი ბავ­შვო­ბი­დან თა­ვის­თა­ვად ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. არ მინ­დო­და, ყვე­ლას­ნა­ი­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მახ­სოვს, 13-14 წლის გახ­ლდით, როცა წა­ვი­ქე­ცი და ახა­ლი ნა­ყი­დი შარ­ვა­ლი გა­და­მე­ხა. მერე იმ შარ­ვალს ნო­ტე­ბი და­ვა­ხა­ტე (იღი­მის)... სი­თა­მა­მე­ე­ბის არა­სო­დეს მე­ში­ნო­და. ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ გა­მოპ­რან­ჭუ­ლი: ტყა­ვის ქურ­თუ­კებს, პე­რან­გებს ვიც­ვამ­დი... თან, ბავ­შვო­ბა­ში კა­რა­ტე­ზე დავ­დი­ო­დი. მო­ზარ­დო­ბი­სას ჩემს სტილ­ში ქა­ლუ­რო­ბა "ხაზ­გას­მუ­ლი" არ იყო... დღეს­დღე­ო­ბით უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოსს ვამ­ჯო­ბი­ნებ.

- გარ­შე­მო მყო­ფე­ბი თქვენს გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას რო­გორ იღებ­დნენ?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შემ­ქმნია. უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა სტან­დარ­ტუ­ლად, სხვე­ბის მსგავ­სად არ მეც­ვა, თო­რემ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­თა­მა­მით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. ბავ­შვო­ბი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში ვი­ყა­ვი: ყო­ველ­თვის ვმღე­რო­დი, თე­ატ­რში და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდით... ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ ხალ­ხთან მქონ­და, ჩემი სტი­ლი მათ­თვის გა­უ­გე­ბა­რი რომ არ ყო­ფი­ლა...

ჩემს ბავ­შვო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი არ­სე­ბობ­და, რომ მა­გა­ლი­თად - ნი­ნი­კო, სახ­ლში ადრე უნდა მოხ­ვი­დე, მე­ზობ­ლე­ბი რას იტყვი­ა­ნო? ეს სი­ტუ­ა­ცია არა­სო­დეს მომ­წონ­და, რომ მე­ზობ­ლის აზრს უნდა დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. და­ახ­ლო­ე­ბით 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი. მა­შინ ქუ­თა­ის­ში ეს მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. არც ვმა­ლავ­დი, რომ ვე­წე­ო­დი. არ მინ­დო­და, ეს მა­ლუ­ლად გა­მე­კე­თე­ბი­ნა. კი, მშობ­ლებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ბავ­შვი გახ­ლდით - დოგმე­ბი­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დან­გრე­ვა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში.

- სიმ­ღე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ­ჟა­მად სად, რო­გორ აქ­ტი­უ­რობთ?

- რამ­დენ­ჯე­რაც რა­ღაც წი­ნას­წარ ვთქვი, არა­სო­დეს არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. ალ­ბათ, ეს ცო­ტა­თი ჩემი სი­ზარ­მა­ცის ბრა­ლიც არის. რა­ღა­ცებ­ზე ვმუ­შა­ობ. მინ­და, ზა­ფხუ­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სიმ­ღე­რა მქონ­დეს.

- რო­მე­ლი ჟან­რის სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გრძნობთ თავს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად?

- სო­უ­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რო­კიც, ჯაზ-რო­კიც, აზი­უ­რი იმპრო­ვი­ზა­ცი­აც... მგო­ნია, რომ წინა ცხოვ­რე­ბა­ში რო­მე­ლი­მე აზი­უ­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლდით: როცა აზი­ურ მუ­სი­კას ვუს­მენ, თით­ქოს სხვა სამ­ყა­რო­ში გა­დავ­დი­ვარ. ალ­ბათ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი ასე­თი მუ­სი­კაა. ახლა ძა­ლი­ან ტრენ­დუ­ლია: მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი აზი­ურ მუ­სი­კა­საც ეზი­ა­რა. ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან მომ­წონს.

- ზოგ­მა ჯერ კი­დევ არ იცის, რომ თქვე­ნი სიმ­ღე­რის ტექ­სტი - "ში­ნა­მა­ნა­კე­ნა" გა­მო­გო­ნილ ენა­ზეა...

- კი. ეს აფ­რი­კულ-ინ­დურ მო­ტი­ვებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­აა. ამ სიმ­ღე­რის შექ­მნი­დან 18 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ახ­ლაც, ზა­ფხუ­ლო­ბით, როცა "ში­ნა­მა­ნა­კე­ნას" შეს­რუ­ლე­ბა მი­წევს, მსმე­ნე­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად ერ­თო­ბი­ან. სხვა­თა შო­რის, იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მე­გო­ნა, რომ ეს სიმ­ღე­რა არ იცოდ­ნენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თურ­მე "ში­ნა­მა­ნა­კე­ნა" ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, რაც მსი­ა­მოვ­ნებს. გან­წყო­ბის კომ­პო­ზი­ცი­აა. მგო­ნი ყვე­ლას კარგ ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებს, რაც ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ, მით უმე­ტეს - დღეს. სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი ჰი­ტის შექ­მნა, რო­გო­რიც "ში­ნა­მა­ნა­კე­ნა" იყო, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ასე­თი­ვე იმპრო­ვი­ზა­ცია - "აფ­რი­კა" მაქვს, მაგ­რამ ისე­თი ჰიტი ვერ გახ­და, რო­გო­რიც - "ში­ნა­მა­ნა­კე­ნა".

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე გა­მოვ­ხა­ტოთ ის ტექ­სტი, რა­საც "ში­ნა­მა­ნა­კე­ნა­ში" მღე­რით?

- ალ­ბათ - კარგ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყოთ, ერ­თმა­ნეთ­თან სიყ­ვა­რუ­ლი გავცვა­ლოთ, გა­ვერ­თოთ (იღი­მის)...

შვილ­თან ერ­თად

- აზი­ურ დე­ტა­ლებს თქვენს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში თუ იყე­ნებთ?

- ადრე უფრო ვი­ყე­ნებ­დი. ჩალ­მე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. "ში­ნა­მა­ნა­კე­ნას" კლიპ­შიც ჩალ­მა მა­ხუ­რავს. მკლავ­ზე "ბრას­ლე­ტი" ყო­ველ­თვის მე­კე­თა (ახლა ტატუ მაქვს). ჩემს სტილ­ში გარ­კვე­უ­ლი აზი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ ბოლო დროს ნაკ­ლე­ბა­დაა - რა­ღაც­ნა­ი­რად, დავ­კარ­გე...

- სა­ერ­თოდ, სა­მო­სის შერ­ჩე­ვას რამ­დენ დროს უთ­მობთ?

- ჩაც­მუ­ლო­ბა ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლი არ არის, შო­პოჰო­ლი­კი არ ვარ. ის მაც­ვია, რა­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თავი უნდა მომ­წონ­დეს. მხო­ლოდ მო­დუ­რო­ბის გამო სა­მო­სი არ შე­მი­ძე­ნია. ამ სა­კი­თხში პა­სი­უ­რი ვარ. მგო­ნია, რომ მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო უნდა იყოს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც ძა­ლი­ან მაგ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ "პირი და­ა­ღოს" და ისე არ მო­მე­წო­ნოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­შა­ლოს... ჩემ­თვის ჩაც­მუ­ლო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ არის. შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი სა­მო­სი ჩა­იც­ვა. ბავ­შვო­ბა­ში ასეთ მა­ღა­ზი­ებ­ში მეც დავ­დი­ო­დი, ახლა ვერ ვა­ხერ­ხებ. ბევ­რი ძებ­ნაც არ შე­მიძ­ლია, თო­რემ იქ ადა­მი­ანს საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბის არ­ჩე­ვა შე­გიძ­ლია. ასე­ვე, თბი­ლის­ში უამ­რა­ვი მა­ღა­ზი­აა, სა­დაც შე­გიძ­ლია სა­მო­სი ისე შე­ი­ძი­ნო, რომ სას­წა­უ­ლი ფასი არ გა­და­ი­ხა­დო...

თუ სად­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას მივ­დი­ვარ, წინა ღა­მით ვფიქ­რობ, რა ჩა­ვიც­ვა, მაგ­რამ რა­საც მო­ვი­ფიქ­რებ, ზოგ­ჯერ მე­ო­რე დღეს აღარ მომ­წონს... ბევ­რი ისე­თი კაბა მაქვს, რო­მე­ლიც 10 წლის წინ კარ­გად მქონ­და, ახ­ლაც კარ­გად მაქვს და ისე მიყ­ვარს, რომ შე­საძ­ლოა, გა­სა­ჩუ­ქებ­ლად ვერ გა­ვი­მე­ტო... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­მო­სის შერ­ჩე­ვას და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ათს ვუთ­მობ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ამ სა­კითხს მარ­ტი­ვად ვწყვეტ, ზოგ­ჯერ - "ვი­ჭე­დე­ბი". ჩაც­მუ­ლო­ბა ჩემს გან­წყო­ბა­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს: თუ ისე არ მაც­ვია, რო­გორც მომ­წონს, შე­იძ­ლე­ბა ცუდ გან­წყო­ბა­ზე დავ­დგე...

- რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა გქო­ნი­ათ?

- ბოლო დროს ვარ­ცხნი­ლო­ბას არ ვიც­ვლი, რად­გან გრძე­ლი თმა კომ­ფორ­ტუ­ლია. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში "კარე" მქონ­და, ქე­რაც ვი­ყა­ვი, წი­თუ­რიც... ჩემს თმა­ზე ისე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჩა­ვა­ტა­რე, რომ გა­ფუჭ­და... შემ­დეგ ხე­ლოვ­ნუ­რად და­ვიგ­რძე­ლე, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ მო­მე­წო­ნა და სა­კუ­თარ თავს სას­წა­უ­ლე­ბი გა­ვუ­კე­თე... მას მერე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და­ვი­ვი­წყე... შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ვარ­ცხნი­ლო­ბა ისევ შე­ვიც­ვა­ლო. "კარე" ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაქვს, გრძე­ლი თმით კი ბევ­რნა­ი­რი იმპრო­ვი­ზა­ცი­აა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- თქვენს სტილ­ზე მე­უღ­ლე თუ ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას?

- კი. ვერ ვი­ტყვი, გი­გას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემს სტილ­ში ადრე უფრო ერე­ო­და, ახლა - არა, რად­გან იცის, რომ ჯი­უ­ტად, მა­ინც იმას ჩა­ვიც­ვამ, რაც მინ­და (იცი­ნის). რჩე­ვას ყო­ველ­თვის ვე­კი­თხე­ბი და რა­ღა­ცებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ კი­დეც, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, მას უნდა, და­ბალ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი ჩა­ვიც­ვა, მე კი ბავ­შვო­ბი­დან სი­მაღ­ლის კომ­პლექ­სი მქონ­და. სა­ერ­თოდ, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი ისე მომ­წონს და მათ მორ­გე­ბას ისე ვარ შეჩ­ვე­უ­ლი, ბო­ტა­სის ძი­რიც კი ცო­ტა­თი მა­ღა­ლი თუ არ არის, ფე­ხის კუნ­თე­ბი მტკი­ვა.

- გი­გას გე­მოვ­ნე­ბა­ში, სტილ­ში თა­ვად თუ ერე­ვით?

- გი­გას საკ­მა­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. რა­ღა­ცებს ვურ­ჩევ, მაგ­რამ მა­ინც ისე აკე­თებს, რო­გორც უნდა. მგო­ნია, ერ­თმა­ნე­თის სივ­რცე­ში ძა­ლი­ან შეჭ­რა ნორ­მა­ლუ­რი არ არის.

გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე და ირუ ხე­ჩა­ნო­ვი

- გიგა ირუ ხე­ჩა­ნო­ვის პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლავთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში მე­უღ­ლეს რჩე­ვებს თუ აძ­ლევ­დით?

- ეს "პირ­ვე­ლი არ­ხის" პრო­ექ­ტია. ჩემი ჩა­რე­ვა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ისე­დაც არ იყო. ირუ ჩვენს ხელ­ში გაზ­რდი­ლია. სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ნი­ჭი­ე­რი, მშრო­მე­ლი და მარ­თლა ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი გო­გოა. ამ პრო­ექ­ტის­თვის ირუსნა­ი­რი ადა­მი­ა­ნია სა­ჭი­რო: ინ­ტერ­ვი­უ­ებს ძა­ლი­ან კარ­გად აძ­ლევს, მა­ყუ­რებ­ლებ­თან კარ­გად მუ­შა­ობს... "ევ­რო­ვი­ზია" მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სია. ძა­ლი­ან მინ­და, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ... მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, მუ­სი­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით არ ჩავ­რე­ულ­ვარ, თუმ­ცა რა თქმა უნდა, გი­გას რა­ღა­ცებს ვურ­ჩევ­დი, მაგ­რამ ასეთ დროს გიგა თა­ვის ნა­ჭუჭ­შია, არა­ვის არა­ფერს ეკი­თხე­ბა. რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რას და­წერს, მერე ფიქ­რობს... არ არ­სე­ბობს, რამე ვურ­ჩიო და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. მსგავ­სი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგგ
6

ამ გოგოს არაფერს ვერჩი, მაგრამ საშინელება იყო, პირველი შემთხვევაა რომ მინდოდა აღარ გამოსულიყო და მეორედ არ მოესმინა ხალხს ის საშინელი კნავილი

ნინო
6

ვერ ურჩიე რომ გაეჩუმებინა ეგ გოგო?! მართლა არ ვარგა, არავის არ აქვს პირადული რამე, მართლა არ ვარგა, მართლა, ყურებზე ხელს ვიფარებ მაგის ხმა რომ მესმის, საშინელებაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ირუს მიმართ წამოსული ნეგატიური ტალღა ჩვენს ოჯახზეც აისახა... ჩემს შვილს არ მოსწონდა, რასაც კითხულობდა" - ნინო ძოწენიძე პროდიუსერ მეუღლეზე, ოჯახსა და კარიერაზე

"ირუს მიმართ წამოსული ნეგატიური ტალღა ჩვენს ოჯახზეც აისახა... ჩემს შვილს არ მოსწონდა, რასაც კითხულობდა" - ნინო ძოწენიძე პროდიუსერ მეუღლეზე, ოჯახსა და კარიერაზე

მომღერალი ნინო ძოწენიძე განსაკუთრებულად პოპულარული სიმღერით - "შინამანაკენა" გახდა. სიმღერის გამოსვლიდან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ბევრმა ახლახან გაიგო, რომ "შინამანაკენას" ტექსტი არარსებულ ენაზეა შექმნილი - ემოციური იმპროვიზაციაა... გადავწყვიტეთ, გემოვნებასთან დაკავშირებით, ნინო ძოწენიძესთან გვესაუბრა...

- გემოვნება ინდივიდუალური ხედვის საკითხია. ვერ ვიტყვი, მოდას მივყვები-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, თავს გემოვნებიან ადამიანად მივიჩნევ.

- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ვინ, რამ მოახდინა ზეგავლენა?

- ინდივიდუალური სტილი ბავშვობიდან თავისთავად ჩამომიყალიბდა. არ მინდოდა, ყველასნაირი ვყოფილიყავი. მახსოვს, 13-14 წლის გახლდით, როცა წავიქეცი და ახალი ნაყიდი შარვალი გადამეხა. მერე იმ შარვალს ნოტები დავახატე (იღიმის)... სითამამეების არასოდეს მეშინოდა. ყოველთვის გამორჩეული ვიყავი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გამოპრანჭული: ტყავის ქურთუკებს, პერანგებს ვიცვამდი... თან, ბავშვობაში კარატეზე დავდიოდი. მოზარდობისას ჩემს სტილში ქალურობა "ხაზგასმული" არ იყო... დღესდღეობით უფრო თავისუფალი სტილის სამოსს ვამჯობინებ.

- გარშემო მყოფები თქვენს განსხვავებულობას როგორ იღებდნენ?

- ჩვეულებრივად. პრობლემა არასოდეს შემქმნია. უბრალოდ, შეიძლება სტანდარტულად, სხვების მსგავსად არ მეცვა, თორემ განსაკუთრებული სითამამით არ გამოვირჩეოდი. ბავშვობიდან ხელოვნების სფეროში ვიყავი: ყოველთვის ვმღეროდი, თეატრში დაკავებული გახლდით... ურთიერთობა ისეთ ხალხთან მქონდა, ჩემი სტილი მათთვის გაუგებარი რომ არ ყოფილა...

ჩემს ბავშვობაში გარკვეული სტერეოტიპები არსებობდა, რომ მაგალითად - ნინიკო, სახლში ადრე უნდა მოხვიდე, მეზობლები რას იტყვიანო? ეს სიტუაცია არასოდეს მომწონდა, რომ მეზობლის აზრს უნდა დავმორჩილებოდი. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როცა სიგარეტს ვეწეოდი. მაშინ ქუთაისში ეს მიუღებელი იყო. არც ვმალავდი, რომ ვეწეოდი. არ მინდოდა, ეს მალულად გამეკეთებინა. კი, მშობლებს ვითვალისწინებდი, მაგრამ მაინც თავისუფლების მოყვარე ბავშვი გახლდით - დოგმებისა და სტერეოტიპების დანგრევა ყოველთვის მიყვარდა, ზომიერების ფარგლებში.

- სიმღერის მიმართულებით ამჟამად სად, როგორ აქტიურობთ?

- რამდენჯერაც რაღაც წინასწარ ვთქვი, არასოდეს არაფერი გამოვიდა. ალბათ, ეს ცოტათი ჩემი სიზარმაცის ბრალიც არის. რაღაცებზე ვმუშაობ. მინდა, ზაფხულისთვის რამდენიმე ახალი სიმღერა მქონდეს.

- რომელი ჟანრის სიმღერების შესრულებისას გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- სოულიც ძალიან მიყვარს, როკიც, ჯაზ-როკიც, აზიური იმპროვიზაციაც... მგონია, რომ წინა ცხოვრებაში რომელიმე აზიური ქვეყნის წარმომადგენელი გახლდით: როცა აზიურ მუსიკას ვუსმენ, თითქოს სხვა სამყაროში გადავდივარ. ალბათ ჩემთვის ყველაზე კომფორტული ასეთი მუსიკაა. ახლა ძალიან ტრენდულია: მსოფლიოს თითქმის ყველა ვარსკვლავი აზიურ მუსიკასაც ეზიარა. ეს ამბავი ძალიან მომწონს.

- ზოგმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ თქვენი სიმღერის ტექსტი - "შინამანაკენა" გამოგონილ ენაზეა...

- კი. ეს აფრიკულ-ინდურ მოტივებზე გაკეთებული კომპოზიციაა. ამ სიმღერის შექმნიდან 18 წელი გავიდა, მაგრამ ახლაც, ზაფხულობით, როცა "შინამანაკენას" შესრულება მიწევს, მსმენელები საკმაოდ კარგად ერთობიან. სხვათა შორის, იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც მეგონა, რომ ეს სიმღერა არ იცოდნენ, მეუბნებიან, რომ თურმე "შინამანაკენა" ძალიან უყვარდათ, რაც მსიამოვნებს. განწყობის კომპოზიციაა. მგონი ყველას კარგ ხასიათზე აყენებს, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მით უმეტეს - დღეს. სამწუხაროდ, ისეთი ჰიტის შექმნა, როგორიც "შინამანაკენა" იყო, ძალიან გამიჭირდა. ასეთივე იმპროვიზაცია - "აფრიკა" მაქვს, მაგრამ ისეთი ჰიტი ვერ გახდა, როგორიც - "შინამანაკენა".

- როგორ შეიძლება ქართულ ენაზე გამოვხატოთ ის ტექსტი, რასაც "შინამანაკენაში" მღერით?

- ალბათ - კარგ ხასიათზე ვიყოთ, ერთმანეთთან სიყვარული გავცვალოთ, გავერთოთ (იღიმის)...

შვილთან ერთად

- აზიურ დეტალებს თქვენს ჩაცმულობაში თუ იყენებთ?

- ადრე უფრო ვიყენებდი. ჩალმები ძალიან მიყვარდა. "შინამანაკენას" კლიპშიც ჩალმა მახურავს. მკლავზე "ბრასლეტი" ყოველთვის მეკეთა (ახლა ტატუ მაქვს). ჩემს სტილში გარკვეული აზიური ელემენტები ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო დროს ნაკლებადაა - რაღაცნაირად, დავკარგე...

- საერთოდ, სამოსის შერჩევას რამდენ დროს უთმობთ?

- ჩაცმულობა ჩემი სუსტი წერტილი არ არის, შოპოჰოლიკი არ ვარ. ის მაცვია, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა მომწონდეს. მხოლოდ მოდურობის გამო სამოსი არ შემიძენია. ამ საკითხში პასიური ვარ. მგონია, რომ მთავარი ადამიანის შინაგანი სამყარო უნდა იყოს, რადგან შეიძლება, ვიღაც ძალიან მაგრად გამოიყურებოდეს, მაგრამ "პირი დააღოს" და ისე არ მომეწონოს, რომ ყველაფერი წაიშალოს... ჩემთვის ჩაცმულობა პრიორიტეტული არ არის. შეიძლება მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შეძენილი სამოსი ჩაიცვა. ბავშვობაში ასეთ მაღაზიებში მეც დავდიოდი, ახლა ვერ ვახერხებ. ბევრი ძებნაც არ შემიძლია, თორემ იქ ადამიანს საკმაოდ ორიგინალური რაღაცების არჩევა შეგიძლია. ასევე, თბილისში უამრავი მაღაზიაა, სადაც შეგიძლია სამოსი ისე შეიძინო, რომ სასწაული ფასი არ გადაიხადო...

თუ სადმე განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, წინა ღამით ვფიქრობ, რა ჩავიცვა, მაგრამ რასაც მოვიფიქრებ, ზოგჯერ მეორე დღეს აღარ მომწონს... ბევრი ისეთი კაბა მაქვს, რომელიც 10 წლის წინ კარგად მქონდა, ახლაც კარგად მაქვს და ისე მიყვარს, რომ შესაძლოა, გასაჩუქებლად ვერ გავიმეტო... საბოლოო ჯამში, სამოსის შერჩევას დაახლოებით 1 საათს ვუთმობ, მაგრამ ზოგჯერ ამ საკითხს მარტივად ვწყვეტ, ზოგჯერ - "ვიჭედები". ჩაცმულობა ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებს: თუ ისე არ მაცვია, როგორც მომწონს, შეიძლება ცუდ განწყობაზე დავდგე...

- რადიკალურად განსხვავებული ვარცხნილობა გქონიათ?

- ბოლო დროს ვარცხნილობას არ ვიცვლი, რადგან გრძელი თმა კომფორტულია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში "კარე" მქონდა, ქერაც ვიყავი, წითურიც... ჩემს თმაზე ისეთი ექსპერიმენტები ჩავატარე, რომ გაფუჭდა... შემდეგ ხელოვნურად დავიგრძელე, მაგრამ საერთოდ არ მომეწონა და საკუთარ თავს სასწაულები გავუკეთე... მას მერე ექსპერიმენტები დავივიწყე... შესაძლოა, მომავალში ვარცხნილობა ისევ შევიცვალო. "კარე" ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ვარცხნილობის შეცვლის საშუალება არ გაქვს, გრძელი თმით კი ბევრნაირი იმპროვიზაციაა შესაძლებელი.

- თქვენს სტილზე მეუღლე თუ ახდენს ზეგავლენას?

- კი. ვერ ვიტყვი, გიგას აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნება აქვს-მეთქი, მაგრამ ჩემს სტილში ადრე უფრო ერეოდა, ახლა - არა, რადგან იცის, რომ ჯიუტად, მაინც იმას ჩავიცვამ, რაც მინდა (იცინის). რჩევას ყოველთვის ვეკითხები და რაღაცებს ვითვალისწინებ კიდეც, მაგრამ მაგალითად, მას უნდა, დაბალძირიანი ფეხსაცმელები ჩავიცვა, მე კი ბავშვობიდან სიმაღლის კომპლექსი მქონდა. საერთოდ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ისე მომწონს და მათ მორგებას ისე ვარ შეჩვეული, ბოტასის ძირიც კი ცოტათი მაღალი თუ არ არის, ფეხის კუნთები მტკივა.

- გიგას გემოვნებაში, სტილში თავად თუ ერევით?

- გიგას საკმაოდ ჩამოყალიბებული, კარგი გემოვნება აქვს. რაღაცებს ვურჩევ, მაგრამ მაინც ისე აკეთებს, როგორც უნდა. მგონია, ერთმანეთის სივრცეში ძალიან შეჭრა ნორმალური არ არის.

გიგა კუხიანიძე და ირუ ხეჩანოვი

- გიგა ირუ ხეჩანოვის პროდიუსერი გახლავთ. საინტერესოა, შემოქმედებით პროცესში მეუღლეს რჩევებს თუ აძლევდით?

- ეს "პირველი არხის" პროექტია. ჩემი ჩარევა მიზანშეწონილი ისედაც არ იყო. ირუ ჩვენს ხელში გაზრდილია. საბავშვო "ევროვიზიაზე" გამარჯვებული ჯგუფის წევრია. არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მშრომელი და მართლა ძალიან მონდომებული გოგოა. ამ პროექტისთვის ირუსნაირი ადამიანია საჭირო: ინტერვიუებს ძალიან კარგად აძლევს, მაყურებლებთან კარგად მუშაობს... "ევროვიზია" მასშტაბური კონკურსია. ძალიან მინდა, წარმატებას მიაღწიონ... მუშაობის პროცესში, მუსიკალური თვალსაზრისით არ ჩავრეულვარ, თუმცა რა თქმა უნდა, გიგას რაღაცებს ვურჩევდი, მაგრამ ასეთ დროს გიგა თავის ნაჭუჭშია, არავის არაფერს ეკითხება. რამდენიმე სიმღერას დაწერს, მერე ფიქრობს... არ არსებობს, რამე ვურჩიო და შესაძლებელი იყოს, გაითვალისწინოს. მსგავსი არაფერი მახსენდება..წაიკითხეთ სრულად