კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ქართული ფინალის მომსწრე გახდა. ერთმანეთს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური შეხვდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ეს პირველი პირველად ქართული ფინალი იყო.
ისტორიულ ორთაბრძოლაში ლუკა მაისურაძემ ვაზარით იმარჯვა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ვერცხლის მედალს კი ლაშა ბექაური დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ნახეთ ვიდეო: