სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს... გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას" - როგორ ეხმაურებიან უკრაინაში პუტინის გადაწყვეტილებას?
"რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს... გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას" - როგორ ეხმაურებიან უკრაინაში პუტინის გადაწყვეტილებას?

2008 წელს რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ბომ­ბად ჩაფ­რინ­დნენ, ახლა ქარ­თვე­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­ბომბვას გეგ­მა­ვენ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რი, ოლეგ ნი­კო­ლენ­კო “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს.

ამას­თან ნი­კო­ლენ­კო აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ კომ­პენ­სა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მი­მართ.

  • უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბა მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, მო­ახ­დი­ნოს ევ­რო­კავ­შირ­თან რუ­სე­თის მი­მართ პო­ლი­ტი­კის სინ­ქრო­ნი­ზა­ცია და თავი შე­ი­კა­ვოს ქმე­დე­ბე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­მავ­ლო ევ­რო­პულ წინსვლას უარ­ყო­ფენ.

“რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ეშ­მაკ­თან გა­რი­გე­ბას სთა­ვა­ზობს. ხოლო ეშ­მაკ­თან გა­რი­გე­ბა­ში, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეშ­მა­კი იმარ­ჯვებს.

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლა შე­მო­ი­ღოს და ავი­ა­მი­მოს­ვლა გა­ნა­ახ­ლოს, გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ კომ­პენ­სა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მიერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე უა­რის­თვის და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის­თვის.

მოს­კოვ­თან თბი­ლი­სის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის კურ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკუ­პა­ცი­ის, მცო­ცა­ვი “ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის,” სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბის, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით გავ­სე­ბის ფონ­ზე. კრემ­ლი დათ­მო­ბებს იღებს ქარ­თვე­ლის ერის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის გა­რე­შე.

2008 წელს რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ბომ­ბად ჩაფ­რინ­დნენ. ახლა ქარ­თვე­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­ბომბვას გეგ­მა­ვენ.

რუ­სე­თი არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში სვლით, მის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მოს­კო­ვის მი­ზა­ნია შექ­მნას პი­რო­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც პროგ­რე­სი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ეს ბე­ლა­რუ­სის გა­მოც­დი­ლე­ბით დამ­ტკიც­და, რომ­ლის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ შთან­თქა.

აგ­რე­სო­რის პო­ლი­ტი­კა, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, არ პო­უ­ლობს მხარ­და­ჭე­რას ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სა­ჯა­როდ, მათ შო­რის პრო­ტეს­ტე­ბი­თაც.

ამ კონ­ტექ­სტში სრულ სო­ლი­და­რო­ბას და მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებთ ქარ­თვე­ლებს მათ კა­ნო­ნი­ერ მის­წრა­ფე­ბა­ში აა­შე­ნონ აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ახ­დი­ნოს რუ­სე­თის მი­მართ პო­ლი­ტი­კის სინ­ქრო­ნი­ზა­ცია და თავი შე­ი­კა­ვოს ქმე­დე­ბე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­მავ­ლო ევ­რო­პულ წინსვლას უარ­ყო­ფენ”, - წერს ნი­კო­ლენ­კო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
0

უკრაინის ხელისუფლებას უსამართლო და უტიფარი პოზიცია უჭირავს ჩვენთან მიმართებით ზოგადაც და ახლაც: რუსეთის სანქციები ჩვენთან 2019 წლიდან იყო, უკრაინას ამ ომის დაწყებამდე უვიზო მომოსვლაც ჰქონდა და ფრენებიც იყო; მაშინ რუსი კარგი იყო? ჩვენი და თქვენი მიწები ოკუპირებული არ ჰქონდა?

2008 წლის ჩვენი ომის შემდეგ რითი გამოხატეთ ჩვენდამი სოლიდარობა? თქვენი რადა იხილავდა საკითხს, ომი რუსმა დაიწყო, თუ ქართველებმა(?) 2010 წლის 9 მაისს თქვენი სამხედროები რუს ოკუპანტთან ერთად ზეიმობდით გამარჯვებას! 

 ასეთივეა აშშ-ს პოზიციაც - თვითონ 120-ჯერ მეტი მოცულობის ვაჭრობა აქვს რუსეთთან და ჩვენ ხორბალი და ზეთი რომ შემოგვაქვს ის არ მოსწონს; ახლა ნუ იფრენთო; გაგვიხსნას ამერიკამ უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისები, ხომაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი!

სიმართლე
2

ვინ ჰკითხავს უკრაინას, საქართველოს ბედ-იღბალს. ყველა ერი, თითინ ჭედს თავის მომავალს. მაგათ თავიანთ გაპარტახებულ ქვეყანას მიხედონ, ვირეშმაკები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს... გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას" - როგორ ეხმაურებიან უკრაინაში პუტინის გადაწყვეტილებას?

"რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს... გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას" - როგორ ეხმაურებიან უკრაინაში პუტინის გადაწყვეტილებას?

2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ, ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ამასთან ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ.

  • უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ევროკავშირთან რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს სამომავლო ევროპულ წინსვლას უარყოფენ.

“რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს. ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შემოიღოს და ავიამიმოსვლა განაახლოს, განვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარისთვის და ევროინტეგრაციის შეჩერებისთვის.

მოსკოვთან თბილისის ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსი მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის,” საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით გავსების ფონზე. კრემლი დათმობებს იღებს ქართველის ერისთვის მიყენებული უბედურებისთვის პასუხისმგებლობის აღების გარეშე.

2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ. ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ.

რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სვლით, მის კეთილდღეობასა და განვითარებაში. მოსკოვის მიზანია შექმნას პირობები, რომლებშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ეს ბელარუსის გამოცდილებით დამტკიცდა, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ შთანთქა.

აგრესორის პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ პოულობს მხარდაჭერას ქართველ პოლიტიკოსებსა და მოსახლეობაში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯაროდ, მათ შორის პროტესტებითაც.

ამ კონტექსტში სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს მათ კანონიერ მისწრაფებაში ააშენონ აყვავებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან მოახდინოს რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს სამომავლო ევროპულ წინსვლას უარყოფენ”, - წერს ნიკოლენკო.

წაიკითხეთ ასევე: