ავტორი:

"უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება... პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან" - კელი დეგნანი

"უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება... პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან" - კელი დეგნანი

ვფიქრობ, ბატონ პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა 2008 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გაუქმებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ვერ გააკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე.

"ეს აჩენს კითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის. ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში ასობით ათასი რუსის ყოფნით, რომლებიც გასულ წელს ჩამოვიდნენ. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შედეგად. ვფიქრობ, ბატონ პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა 2008 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გაუქმებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. ეს იქნებოდა ნიშნები, რომელსაც ქართველები დააფასებდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელმაც 1989 წელს სცადა დაენგრია საქართველოს დამოუკიდებლობა, სცადეს ქართული ენის ჩახშობა 1978 წელს და საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფდნენ ქართულ ეკლესიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც თავს დაესხა საქართველოს 15 წლის წინ. თავს ესხმის საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვებს ოჯახებს აშორებს. უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა“, – განაცხადა დეგნანმა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.