კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არველაძის "მოთხრობები ქართლიდან“ - მწერალი ცნობილი ოჯახიდან და წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ
არველაძის "მოთხრობები ქართლიდან“ - მწერალი ცნობილი ოჯახიდან და წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

სულ მალე ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ახალ ავ­ტორს გა­იც­ნობს - გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის "მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ გა­მოს­ცემს.

26 წლის რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის პრო­ფე­სი­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფია რე­ჟი­სუ­რა­სა და ვი­დე­ო­მე­მონ­ტა­ჟის საქ­მი­ა­ნო­ბას მო­ი­ცავს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას წარ­ვუდ­გენთ რო­გორც მწე­რალს - რეზი ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ა­ზე შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რია.

რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე 1996 წლის 23 ნო­ემ­ბერს თურ­ქეთ­ში (ტრაპ­ზონ­ში) და­ი­ბა­და. მა­მის, არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის გამო პირ­ვე­ლი ექ­ვსი წელი სამ­შობ­ლო­ში არ უცხოვ­რია - თურ­ქე­თის შემ­დეგ იყო ნი­დერ­ლან­დი (ბრე­და), მერე გერ­მა­ნია (კი­ოლ­ნი).

ექ­ვსი წლის იყო, ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­და. ჯერ წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ კი გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­უ­კავ­შირ­და ამე­რი­კას და ამ­დე­ნად, ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა ოჰა­ი­ოს შტატ­ში Dension University-ში გა­აგ­რძე­ლა ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა კი უკვე New York Film Academy-ში სა­რე­ჟი­სო­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ა­რა.

რეზი-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­შობ­ლოს გან­ცდა, მას­თან კავ­ში­რი არა­სო­დეს და­უ­კარ­გავს. ამ­ბობს, ჩემ­თვის ამე­რი­კა სამ­სა­ხურ­თან ასო­ცირ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო კი - სახ­ლთა­ნო. თა­ვის გა­მორ­ჩე­ულ ნა­მუ­შევ­რა­დაც სწო­რედ სამ­შობ­ლოს პრობ­ლე­მა­ზე შექ­მნილ ფილ­მს მი­იჩ­ნევს. "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია“ - ასე ჰქვია მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მს, რო­მე­ლიც რე­ზიმ ორი წლის წინ გა­და­ი­ღო.

რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე:

"გა­დავ­წყვი­ტე გა­და­მე­ღო ფილ­მი ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის მტკივ­ნე­ულ თე­მა­ზე - ოკუ­პა­ცი­ა­ზე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით ამე­სა­ხა 2008 წლის ომის ტრა­გე­დია, მის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი და გან­ცდე­ბი. ჩემი ფილ­მი "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია“ რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და გავ­ლე­ნის პრობ­ლე­მა­ზეა, რა­საც მთე­ლი კავ­კა­სია გა­ნიც­დის. ეს ფილ­მი ორი წლის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი და გული მწყდე­ბა, რომ დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, თუმ­ცა გვაჩ­ვე­ნებს რე­ა­ლურ საფრ­თხეს, რო­მელ­საც რუ­სე­თი წარ­მო­ად­გენს“.

ამ­ბობს, კი­ნო­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გემო შე­ვიგ­რძე­ნი, ხე­ლოვ­ნე­ბა კი მი­ზან­სა და ფორ­მას აძ­ლევს ფან­ტა­ზი­ას და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მხო­ლოდ კი­ნო­ზე არ გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვიო. ჰოდა, რე­ზის ფან­ტა­ზი­ამ ამ­ჯე­რად წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა - "მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ ავ­ტო­რის ფან­ტა­ზი­ის, ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ი­სა და ე.წ. სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ერ­თგვა­რი სინ­თე­ზია.

რეზი არ­ვე­ლა­ძე:

"ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­თო­ლო­გი­ით, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ვინ­ტე­რეს­დი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რით, რაც ცოტა არ იყოს, უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ დიდი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე დე­დის­გან, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემ­და ჩემს ინ­ტე­რე­სებს და ყვე­ლაფ­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ეს ინ­ტე­რე­სე­ბი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მე­მარ­თა“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ­გაზ­რდა მწე­რალ­მა მო­თხრო­ბე­ბი ინ­გლი­სურ ენა­ზე და­წე­რა და წიგ­ნა­დაც ამე­რი­კა­ში გა­მოს­ცა. ამ მო­თხრო­ბებს ჩემს ქვე­ყა­ნას ვუ­ძღვნი, ამას­თან, პა­ტივს მი­ვა­გებ ჩემს ერთ-ერთ უსაყ­ვარ­ლეს სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟანრს, გან­სა­კუთ­რე­ბით - მის მი­თო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბა­სო, წერს წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში კი გან­მარ­ტავს, რომ წიგ­ნის შექ­მნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჩვე­ნი კულ­ტუ­რის, ადათ-წე­სე­ბის, მი­თო­ლო­გი­ი­სა და თქმუ­ლე­ბე­ბის უცხო­ე­ლე­ბის­თვის გაც­ნო­ბა იყოო.

რეზი არ­ვე­ლა­ძე:

"მო­თხრო­ბე­ბი 2017 წელს დავ­წე­რე. ისი­ნი ქარ­თულ მო­ტი­ვებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და იმგვა­რი ელე­მენ­ტე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი, ამე­რი­კე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რომ იქ­ნე­ბო­და. მი­უ­კიბ-მო­უ­კი­ბა­ვად რომ ვთქვა, მინ­დო­და ჩემი ქვეყ­ნის მი­თო­ლო­გი­უ­რი არ­სე­ბე­ბი წარ­მო­მე­ჩი­ნა და "შე­უც­ნობ­ლის“ აგენ­ტე­ბად მექ­ცია - შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის "შემ­ზა­რა­ვის“, რო­გორც ჟან­რი­სა და ლავ­კრაფ­ტი­სე­უ­ლი მის­ტე­რი­ის ნა­ზა­ვი შე­მექ­მნა“.

თუ ამე­რი­კე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის "ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა“ და დიდ­გო­რის ბრძო­ლა "შე­უც­ნო­ბე­ლი აგენ­ტე­ბია", ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის "ახ­ლო­ბე­ლი“ და ნაც­ნო­ბი ამ­ბე­ბია, თუმ­ცა ნუ იფიქ­რებთ, რომ ავ­ტო­რი მხო­ლოდ მოვ­ლე­ნე­ბის არ­სის გაც­ნო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა - ფან­ტა­ზი­ის უსას­რუ­ლო­ბა, ექ­სპან­სი­უ­რო­ბა, მი­თო­ლო­გი­უ­რი იდუ­მა­ლე­ბა თუ პერ­სო­ნა­ჟის თავ­გა­და­სავ­ლის არა­ორ­დი­ნა­რუ­ლო­ბა სწო­რედ ის ხელ­წე­რა და სიღ­რმეა, შე­უც­ნო­ბელ­თან, ე.წ. ნაც­ნობ უც­ნობ­თან შეხ­ვედ­რას რომ ჰპირ­დე­ბა ქარ­თველ მკი­თხველს და "მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ ამ­დე­ნა­დაც არის სა­ინ­ტე­რე­სო.

მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თუ­ლად ქეთი ქან­თა­რი­ამ თარ­გმნა და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ აღი­ნიშ­ნოს, რომ თარ­გმა­ნი მა­ღალპრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი - ორი­გი­ნალ­თან ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და ავ­ტო­რი­სე­უ­ლი სტი­ლი, ხა­სი­ა­თი და ხელ­წე­რა ჩვენ წი­ნა­შეა პირ­ვან­დე­ლი სა­ხით.

და­ე­ლო­დეთ რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის მო­თხრო­ბებს ქარ­თლი­დან, თქვენ მის მიერ შექ­მნილ ფან­ტას­ტი­კურ და იდუ­მალ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბი გე­ლო­დე­ბათ!

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის წიგ­ნი­სა და ავ­ტო­რის წარ­დგე­ნა თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გე­ბა.

  • ავ­ტო­რი: თეა ბა­რა­მაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ი.კ
0

ქართულად რომ დაეწერა და ინგლისურად ეთარგმნა არა? თუ ქართველ მწერლად არც თვლის თავს. ეტყობა არველაძეებს სხვის მოედანზე თამაში უფრო გამოსდით.

tngh
0

წარმატებები ახალგაზრდა არველაძეს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

არველაძის "მოთხრობები ქართლიდან“ - მწერალი ცნობილი ოჯახიდან და წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

არველაძის "მოთხრობები ქართლიდან“ - მწერალი ცნობილი ოჯახიდან და წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

სულ მალე ქართველი მკითხველი ახალ ავტორს გაიცნობს - გამომცემლობა პალიტრა L რევაზ-გიორგი არველაძის "მოთხრობები ქართლიდან“ გამოსცემს.

26 წლის რევაზ-გიორგი არველაძის პროფესიული ბიოგრაფია რეჟისურასა და ვიდეომემონტაჟის საქმიანობას მოიცავს, თუმცა ამჯერად ქართულ საზოგადოებას მას წარვუდგენთ როგორც მწერალს - რეზი ქართულ მითოლოგიაზე შექმნილი მოთხრობების კრებულის ავტორია.

რევაზ-გიორგი არველაძე 1996 წლის 23 ნოემბერს თურქეთში (ტრაპზონში) დაიბადა. მამის, არჩილ არველაძის საფეხბურთო კარიერის გამო პირველი ექვსი წელი სამშობლოში არ უცხოვრია - თურქეთის შემდეგ იყო ნიდერლანდი (ბრედა), მერე გერმანია (კიოლნი).

ექვსი წლის იყო, ოჯახთან ერთად საქართველოში რომ დაბრუნდა. ჯერ წმინდა გიორგის სახელობის კერძო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. შეიძლება ითქვას, რომ მისი სამომავლო გეგმები ბავშვობიდანვე დაუკავშირდა ამერიკას და ამდენად, ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა ოჰაიოს შტატში Dension University-ში გააგრძელა ინგლისური ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის მიმართულებით. სამაგისტრო პროგრამა კი უკვე New York Film Academy-ში სარეჟისორო მიმართულებით გაიარა.

რეზი-გიორგი არველაძე ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს კალიფორნიაში. ამის მიუხედავად, სამშობლოს განცდა, მასთან კავშირი არასოდეს დაუკარგავს. ამბობს, ჩემთვის ამერიკა სამსახურთან ასოცირდება, საქართველო კი - სახლთანო. თავის გამორჩეულ ნამუშევრადაც სწორედ სამშობლოს პრობლემაზე შექმნილ ფილმს მიიჩნევს. "მცოცავი ოკუპაცია“ - ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც რეზიმ ორი წლის წინ გადაიღო.

რევაზ-გიორგი არველაძე:

"გადავწყვიტე გადამეღო ფილმი ჩვენთვის, ყველასთვის მტკივნეულ თემაზე - ოკუპაციაზე და განსხვავებული კუთხით ამესახა 2008 წლის ომის ტრაგედია, მისგან დატოვებული ტკივილი და განცდები. ჩემი ფილმი "მცოცავი ოკუპაცია“ რუსული პოლიტიკისა და გავლენის პრობლემაზეა, რასაც მთელი კავკასია განიცდის. ეს ფილმი ორი წლის წინ არის გადაღებული და გული მწყდება, რომ დღესაც აქტუალურია, თუმცა გვაჩვენებს რეალურ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს“.

ამბობს, კინოთი ხელოვნების გემო შევიგრძენი, ხელოვნება კი მიზანსა და ფორმას აძლევს ფანტაზიას და ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ კინოზე არ გავჩერებულიყავიო. ჰოდა, რეზის ფანტაზიამ ამჯერად წიგნის ფურცლებზე გადაინაცვლა - "მოთხრობები ქართლიდან“ ავტორის ფანტაზიის, ქართული მითოლოგიისა და ე.წ. საშინელებათა ჟანრის ერთგვარი სინთეზია.

რეზი არველაძე:

"ყოველთვის განსაკუთრებულად გატაცებული ვიყავი მითოლოგიით, თინეიჯერობის პერიოდში დავინტერესდი საშინელებათა ჟანრის ლიტერატურით, რაც ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ დიდი მხარდაჭერა მივიღე დედისგან, რომელიც პატივს სცემდა ჩემს ინტერესებს და ყველაფრი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ინტერესები სწორი მიმართულებით წარმემართა“.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მწერალმა მოთხრობები ინგლისურ ენაზე დაწერა და წიგნადაც ამერიკაში გამოსცა. ამ მოთხრობებს ჩემს ქვეყანას ვუძღვნი, ამასთან, პატივს მივაგებ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს საშინელებათა ჟანრს, განსაკუთრებით - მის მითოლოგიურ მიმართულებასო, წერს წიგნის შესავალში, ჩვენთან საუბარში კი განმარტავს, რომ წიგნის შექმნის მთავარი მიზანი ჩვენი კულტურის, ადათ-წესების, მითოლოგიისა და თქმულებების უცხოელებისთვის გაცნობა იყოო.

რეზი არველაძე:

"მოთხრობები 2017 წელს დავწერე. ისინი ქართულ მოტივებზეა დაფუძნებული და იმგვარი ელემენტებითაა დატვირთული, ამერიკელი მკითხველისთვის საინტერესო რომ იქნებოდა. მიუკიბ-მოუკიბავად რომ ვთქვა, მინდოდა ჩემი ქვეყნის მითოლოგიური არსებები წარმომეჩინა და "შეუცნობლის“ აგენტებად მექცია - შუასაუკუნეების "შემზარავის“, როგორც ჟანრისა და ლავკრაფტისეული მისტერიის ნაზავი შემექმნა“.

თუ ამერიკელი მკითხველისთვის "ჭიაკოკონობა“ და დიდგორის ბრძოლა "შეუცნობელი აგენტებია", ქართველი მკითხველისთვის "ახლობელი“ და ნაცნობი ამბებია, თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ავტორი მხოლოდ მოვლენების არსის გაცნობით შემოიფარგლება - ფანტაზიის უსასრულობა, ექსპანსიურობა, მითოლოგიური იდუმალება თუ პერსონაჟის თავგადასავლის არაორდინარულობა სწორედ ის ხელწერა და სიღრმეა, შეუცნობელთან, ე.წ. ნაცნობ უცნობთან შეხვედრას რომ ჰპირდება ქართველ მკითხველს და "მოთხრობები ქართლიდან“ ამდენადაც არის საინტერესო.

მოთხრობები ქართულად ქეთი ქანთარიამ თარგმნა და შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ თარგმანი მაღალპროფესიულ დონეზეა შესრულებული - ორიგინალთან ემოციური კავშირი და ავტორისეული სტილი, ხასიათი და ხელწერა ჩვენ წინაშეა პირვანდელი სახით.

დაელოდეთ რევაზ-გიორგი არველაძის მოთხრობებს ქართლიდან, თქვენ მის მიერ შექმნილ ფანტასტიკურ და იდუმალ სამყაროში მოგზაურობის დაუვიწყარი წუთები გელოდებათ!

ქართველი მკითხველისთვის წიგნისა და ავტორის წარდგენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება.

  • ავტორი: თეა ბარამაშვილი