ესპანეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 წლის ქართველი გოგონა ემსხვერპლა. ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგედიაზე, რომელიც 9 მაისს მოხდა, წერს ადგილობრივი მედია.
"უბედური შემთხვევა, რომელსაც 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, ნუება ტორებიეხას რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ქალაქის მუნიციპალური წყაროები იუწყებიან, გოგონა, სავარაუდოდ, ცდილობდა, ბინის აივანზე, ტანსაცმლის გასაშრობი თოკიდან რაღაც ნივთის აღებას, რა დროსაც მე-6 სართულიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარების სამსახური დაუყოვნებლივ გამოიძახეს და ბრიგადაც დროულად გავიდა შემთხვევის ადგილზე - მარსელინას ქუჩაზე. საგანგებო სიტუაციების საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, გოგონას გადარჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ლამის 1 საათი ცდილობდა, სამწუხაროდ, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", - ვკითხულობთ სტატიაში.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ტრაგედია, სავარაუდოდ, იმ დროს დატრიალდა, როდესაც მცირეწლოვნის დედა მეორე ბავშვის დამშვიდებას სხვა ოთახში ცდილობდა, გოგონა კი სასტუმრო ოთახში ეგულებოდა. სავარაუდოდ, პატარამ სწორედ ამ მონაკვეთში დატოვა ბინა და აივანზე გავიდა. როგორც მედია წერს, მომხდარს ესპანეთის სამოქალაქო გვარდია იძიებს. წყარო
ახალგაზრდა ოჯახი, რომელსაც ეს ტრაგედია დაატყდა თავს, ქუთაისიდან არის.