მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი ჰარი მიიჩნევს, რომ ყოფილ შეყვარებულს ჟურნალისტებმა დააშორეს - მორიგი დრამის დეტალები
პრინცი ჰარი მიიჩნევს, რომ ყოფილ შეყვარებულს ჟურნალისტებმა დააშორეს - მორიგი დრამის დეტალები

პრინ­ცი ჰარი ამ­ბობს, რომ ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს, ჩელ­სი და­ვისს პირად ცხოვ­რე­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჩა­რე­ვის გამო და­შორ­და და რომ ჩელ­სი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იძებ­ნე­ბა იმ იუ­რი­დი­ულ დო­კუ­მენ­ტებ­ში, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ვას Mirror Group Newspaper-ის წი­ნა­აღ­მდეგ.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ამ მი­ზე­ზით თქვა გო­გო­ნამ უარი, სა­მე­ფო ცხოვ­რე­ბა­ზე. ჩელ­სი და­ვის და პრინცს ურ­თი­ერ­თო­ბა 2004-2010 წლებ­ში ჰქონ­დათ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი რამ­დენ­ჯერ­მე და­შორ­დნენ და შე­რიგ­დნენ.

პრინ­ცის და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას შე­ვიწ­რო­ე­ბის მა­გა­ლი­თად იუ­რის­ტებს მოჰ­ყავთ შემ­თხვე­ვა, როცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­ჯავ­შნეს ნო­მე­რი, სა­დაც წყვი­ლი ის­ვე­ნებ­და. ჰა­რიმ და ჩელ­სიმ ბა­ზა­რუ­ტოს სას­ტუმ­რო­ში, მო­ზამ­ბი­კის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე პა­ტა­რა კუნ­ძულ­ზე იქი­რა­ვეს ნო­მე­რი, რათა მშვი­დად და გან­მარ­ტო­ე­ბით და­ეს­ვე­ნათ.

ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ 2007-2009 წლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩელ­სის ტე­ლე­ფო­ნის ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უს­მენ­დნენ.

ამ შემ­თხვე­ვამ "სა­შინ­ლად აა­ფო­რი­ა­ქა“ სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და არა მხო­ლოდ თა­ვი­სი, არა­მედ ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ღე­ლავ­და. ჰა­რის თქმით, მომ­დევ­ნო ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც ხში­რად ჰქონ­და შფოთვე­ბი იმის გამო რომ მუდ­მი­ვად ვი­ღაც უთ­ვალ­თვა­ლებ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჰა­რის­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი 30 ადა­მი­ა­ნის ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უს­მენ­დნენ. რო­გორც BBC-ი წერს, ამ საქ­მე­ზე პრინ­ცი ჩვე­ნე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ნის­ში მის­ცემს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს, თუმ­ცა "ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის ცალ­კე­უ­ლი უკა­ნო­ნო შემ­თხვე­ვე­ბის­თვის" ბო­დიშს იხ­დის.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
8

აშშ-ს სპეცსამსახურების ნამუშევარია სამეფო ოჯახის წინააღმდეგ

557
1

ვინც ყავს ჰარის იმას უბრალოდ ჯობია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

პრინცი ჰარი მიიჩნევს, რომ ყოფილ შეყვარებულს ჟურნალისტებმა დააშორეს - მორიგი დრამის დეტალები

პრინცი ჰარი მიიჩნევს, რომ ყოფილ შეყვარებულს ჟურნალისტებმა დააშორეს - მორიგი დრამის დეტალები

პრინცი ჰარი ამბობს, რომ ყოფილ შეყვარებულს, ჩელსი დავისს პირად ცხოვრებაში ჟურნალისტების ჩარევის გამო დაშორდა და რომ ჩელსი ჟურნალისტების მხრიდან შევიწროების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იძებნება იმ იურიდიულ დოკუმენტებში, რომელიც შეეხება პოპულარული ადამიანების დავას Mirror Group Newspaper-ის წინააღმდეგ.

დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით თქვა გოგონამ უარი, სამეფო ცხოვრებაზე. ჩელსი დავის და პრინცს ურთიერთობა 2004-2010 წლებში ჰქონდათ. ამ დროის განმავლობაში ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ.

პრინცის და მისი შეყვარებული გოგონას შევიწროების მაგალითად იურისტებს მოჰყავთ შემთხვევა, როცა ჟურნალისტებმა იმავე სასტუმროში დაჯავშნეს ნომერი, სადაც წყვილი ისვენებდა. ჰარიმ და ჩელსიმ ბაზარუტოს სასტუმროში, მოზამბიკის სანაპიროზე მდებარე პატარა კუნძულზე იქირავეს ნომერი, რათა მშვიდად და განმარტოებით დაესვენათ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ 2007-2009 წლებში ჟურნალისტები ჩელსის ტელეფონის ხმოვან შეტყობინებებს უსმენდნენ.

ამ შემთხვევამ "საშინლად ააფორიაქა“ სასექსის ჰერცოგი და არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ახლობელი ადამიანის უსაფრთხოებაზე ღელავდა. ჰარის თქმით, მომდევნო ურთიერთობებშიც ხშირად ჰქონდა შფოთვები იმის გამო რომ მუდმივად ვიღაც უთვალთვალებდა.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტები ჰარისთან დაახლოებული 30 ადამიანის ხმოვან შეტყობინებებს უსმენდნენ. როგორც BBC-ი წერს, ამ საქმეზე პრინცი ჩვენებას, სავარაუდოდ, ივნისში მისცემს.

გამომცემლობა ბრალდებას არ აღიარებს, თუმცა "ინფორმაციის შეგროვების ცალკეული უკანონო შემთხვევებისთვის" ბოდიშს იხდის.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა