ავტორი:

ბოლო 3 წელში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 17 მშობიარის გარდაცვალების საკითხი განიხილა და 35 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა

ბოლო 3 წელში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 17 მშობიარის გარდაცვალების საკითხი განიხილა და 35 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა

ბოლო 3 წელში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 17 მშობიარის გარდაცვალების საკითხი განიხილა და 35 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, 13 ექიმს "წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა, 18 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით, ხოლო 4 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი.

"2020-22 წელს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, განხილულ იქნა დედის (მშობიარის) გარდაცვალების 17 საკითხი და დაისვა 43 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 35 ექიმს. 13 ექიმს მიეცა "წერილობითი გაფრთხილება“ (2020წ-6; 2021წ-4; 2022წ-3); 18 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით (2020წ-4; 2021წ-7; 2022წ-7); 4 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი (2022წ-4)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.