"საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილება თბილისს სარგებელს მოუტანს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ქვეყნის ხელმძღვანელობის უარის შედეგი". შესაბამისი განცხადება რუსულ გამოცემა Life.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა.
"ათასობით ქართველს ეს სურდა, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, არაერთი საინვესტიციო პროექტის განბლოკვას, რომელთა განხორციელება დააკავშირებს რუსეთსა და საქართველოს "ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, გააძლიერებს ევრაზიის ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელს“ , - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
გავრილოვი ამბობს, რომ თავად საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ მოსკოვში ელოდება თავის ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან.
"თუმცა, ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას დიდი სამამულო ომის დროს“, - დასძინა გავრილოვმა.
არა რა, მაქ წაიყვანე ლიაკა და სხვა შენი მოსწავლეები
იძულებული გავხდი მენახა ამ გავრილოვის ბიოგრაფია , ბაბუა ყავდაო ლომთაძე , სავარაუდოდ დედაც ! 1966 წელს დაბადებულმა კაცმა დაამთავრა 1989 წელს უნივერსიტეტი პოლიტეკონომიის (მარქსიზმის ეკონომიკური გაპრავების დემაგოგიაა , დოგმები და სიყალბე-შრომის ექსპლუატაციით ღირებულება არ იმატება, შრომა საქონელია, იყიდება შრომის ბაზარზე და სხვადსხვა ხარისხს სხვადასხვა ფასი აქვს !) განხრით და ეგრევე !!!( "გამოუცდელი" ახალგაზრდა ) დეპუტატი ხდება ტულაში, ისე რომ კომორგობაც არ გაუვლია, არცსტაჟირება ამერიკაში, მას მერე ხუთ, თუ ოთხგზის დუმის დეპუტატი ზუგანოვის განხრით-ლენინს არ ქონია ასეთი კარიერა მისსავე შექმენილ პარტიაში , ხარისხი დაიცვა ანარქისტებზე -ეს კი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ფიზიკურად განადგურების თეორიაა, კომუნისტი იყო ყოველთვის და არის ახლაც , ამავე დროს "მორწმუნე მართლმადიდებელია", თვალში ნაცარს აყრის მის ამომრჩეველს და თან ავია ინდუსტრიის გიგანტებში "მუშაობდა", ვნეშეკონომბანკში და სახბანკშიც-ხუმრობთ ? მფრინავიცაა, ცადმფრენებს აგებდა ! სარწმუნოა ახლა ეს ? უფრო სარწმუნოა , რომ მისი კავშირი ვაშაძესა და ხომშტერიასთან მითი არ არის !