მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ვგეგმავთ, ომის დროს" - ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლას აპირებს
"ახლა ვგეგმავთ, ომის დროს" - ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლას აპირებს

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ნინო ქა­თა­მა­ძის ცხოვ­რე­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკ­რა­ი­ნას უკავ­შირ­დე­ბა. რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ქა­თა­მა­ძემ ფარ­თო აუ­დი­ტო­რია უკ­რა­ი­ნა­ში შე­ი­ძი­ნა და ბოლო წლებ­ში ხში­რად მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში.

  • სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის დრო­საც კი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­ნაგ­რძობ­და კი­ევ­ში სტუმ­რო­ბას. მომ­ღე­რალ­მა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მას სა­ერ­თოდ არ ეში­ნო­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლის.

"არ ყო­ფი­ლა ასე­თი რამ, რომ მე ან ჩემს შე­სა­ნიშ­ნავ მუ­სი­კო­სებს შეგ­ვში­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლის. რო­დე­საც ჩემს ჯგუფს ვუ­თხა­რი, რომ კონ­ცერ­ტით მივ­დი­ო­დით კი­ევ­ში, მათ თქვეს, რომ მზად იყ­ვნენ ემ­ღე­რათ იქ, სა­დაც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი იყო. მა­შინ მეტ­რო­ში ჩა­ვა­ტა­რეთ კონ­ცერ­ტი და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი კონ­ცერ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დღემ­დე მახ­სოვს კონ­ცერ­ტის დროს მა­ყუ­რებ­ლე­ბის თვა­ლე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ვი­ვი­წყო მათი ცრემ­ლე­ბი და მთე­ლი ეს ამ­ბა­ვი რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ქა­თა­მა­ძემ.

უფრო მე­ტიც, მომ­ღე­რალ­მა ოჯახ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა­ზეც კი იფიქ­რა. ქა­თა­მა­ძემ აღი­ა­რა, რომ გა­დას­ვლის­თვის უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი აქვს.

  • "ჩემი ოჯა­ხი ფიქ­რობს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რე­ბა. ჩვენ ახლა ვგეგ­მავთ გა­დას­ვლას, ომის დროს", - თქვა ნი­ნომ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნინო ქა­თა­მა­ძეს, რო­გორც არა­ვის, ისე ეს­მის, თუ რას ნიშ­ნავს ომი, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა, სა­დაც რუ­სებ­მა სის­ხლი დაღ­ვა­რეს. ახლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლია, რომ ზო­გი­ერ­თი რუსი მის მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში გარ­ბის - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზო ბაქრაძე
0

უკრაინა მაგისთვის არის ხალხმრავალი აუდიტორია. აბა, საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში რა ფული უნდა გააკეთო?!

გოჩა
0

ვავა უკრაინე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ახლა ვგეგმავთ, ომის დროს" - ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლას აპირებს

"ახლა ვგეგმავთ, ომის დროს" - ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლას აპირებს

ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის ცხოვრება ბოლო რამდენიმე წელია უკრაინას უკავშირდება. რუსეთის დატოვების შემდეგ, ქათამაძემ ფართო აუდიტორია უკრაინაში შეიძინა და ბოლო წლებში ხშირად მართავდა კონცერტებს, მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში.

  • სრულმასშტაბიანი ომის დროსაც კი, შემსრულებელი განაგრძობდა კიევში სტუმრობას. მომღერალმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ ეშინოდა საომარი მოქმედებების დროს უკრაინაში ჩასვლის.

"არ ყოფილა ასეთი რამ, რომ მე ან ჩემს შესანიშნავ მუსიკოსებს შეგვშინებოდა უკრაინაში წასვლის. როდესაც ჩემს ჯგუფს ვუთხარი, რომ კონცერტით მივდიოდით კიევში, მათ თქვეს, რომ მზად იყვნენ ემღერათ იქ, სადაც ეს შეუძლებელიც კი იყო. მაშინ მეტროში ჩავატარეთ კონცერტი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი კონცერტი ჩემს ცხოვრებაში. დღემდე მახსოვს კონცერტის დროს მაყურებლების თვალები, შეუძლებელია დავივიწყო მათი ცრემლები და მთელი ეს ამბავი რაღაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა ქათამაძემ.

უფრო მეტიც, მომღერალმა ოჯახთან ერთად უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლაზეც კი იფიქრა. ქათამაძემ აღიარა, რომ გადასვლისთვის უკვე სერიოზული გეგმები აქვს.

  • "ჩემი ოჯახი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა უკრაინაში ცხოვრება. ჩვენ ახლა ვგეგმავთ გადასვლას, ომის დროს", - თქვა ნინომ.

შეგახსენებთ, რომ ნინო ქათამაძეს, როგორც არავის, ისე ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, რადგან ის საქართველოდანაა, სადაც რუსებმა სისხლი დაღვარეს. ახლა შემსრულებელი აღშფოთებულია, რომ ზოგიერთი რუსი მის მშობლიურ ქვეყანაში გარბის - წერს უკრაინული მედია.