კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართველები რუსეთის მიმართ "სწორად" იქცევიან და სწორედ ამან განაპირობა სავიზო რეჟიმის გაუქმება. მისი თქმით, დღეს ქართული რესტორნები მოსკოვში ქართველებით გადაიჭედება.
"შეტყობინებებს ვხსნი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი წერილი მხვდება, რომელთა საერთო პოზიცია ასეთია - "ვა, მაგარია". დღეს ქართული რესტორნები მოსკოვში გადაიჭედება. თქვენს ხელმძღვანელებს გადაეცით, გთხოვთ, რომ მოსკოველი ქართველები დღეს მათ სადღეგრძელოებს დალევენ", - დაწერა სიმონიანმა "ტელეგრამზე".
მანამდე კი "ფეისბუქზეც" გამოაქვეყნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი პოსტი:
"გუშინ განვიხილეთ, რომ საქართველო ახლა ისე იქცევა, რომ დროა დაბრუნდეს საჰაერო მოგზაურობა და აღდგეს უვიზო მიმოსვლა. პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, უკვე ქართველებმა დააპატიმრეს, სანქციებს არ შეუერთდნენ, მეორე ფრონტი არ გახსნეს, თუმცა აიძულებდნენ, რომ გაეხსნათ.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
ასევე იხილეთ: