მას შემდეგ, რაც ტომ კრუზი და შაკირა ფორმულა 1-ის გრან პრიზე ერთად გამოჩნდნენ, მათი ურთიერთობის შესახებ კიდევ ერთი ახალი და საინტერესო დეტალი გავრცელდა. წყარო, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Page Six-თან ექსკლუზიურად საუბრობს, ამხელს, რომ მსახიობი "ძალიანაა შაკირათი დაინტერესებული". ტომის ინტერესი იმდენად დიდია, რომ მომღერლისთვის ყვავილებიც კი გაუგზავნია. წყაროს თქმით, მათ შორის უდავოდ იგრძნობა ქიმია.
"შაკირას ახლა საყრდენი სჭირდება და ეს შეიძლება ტომი იყოს. ტომს ის უპირატესობა აქვს, რომ სიმპატიურია და ნიჭიერი",- ამბობს წყარო. მან ასევე იხუმრა და თქვა, რომ შაკირა მასზე მაღალი არაა და ესეც მათ სასარგებლოდ იმუშავებს (ტომის წინა ურთიერთობებში მისი პარტნიორები მასზე მაღლები იყვნენ).
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა