საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისიდან გაუქმდება. განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა.
რუსეთში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი, ასევე მეზღვაურის პასპორტი. სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამუშაოს ან სწავლის მიზნით რუსეთში შესვლისთვის, ვიზა მაინც იქნება საჭირო.
შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილებაში დასაქმებულ პირებს და მათ ოჯახის წევრებს ვიზა სამი თვის ვადით დასჭირდებათ. აკრედიტაციის შემდეგ ისინი რუსეთში შესვლას უვიზოდ შეძლებენ.
წაიკითხეთ ასევე: