ავტორი:

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან გააძევეს რუსი გულშემატკივრები, რომლებსაც ტანსაცმელზე "გეორგიევსკის ლენტები" ჰქონდათ მიმაგრებული

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან გააძევეს რუსი გულშემატკივრები, რომლებსაც ტანსაცმელზე "გეორგიევსკის ლენტები" ჰქონდათ მიმაგრებული

დოჰაში (კატარი) ძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა შეჯიბრზე "გეორგიევსკის ლენტებით" მისული რუსი გულშემატკივრები გააძევეს.

Inside the Games-ის ცნობით, ყატარის Ali Bin Hamad Al-Attiyah Arena-ზე გუშინდელ შეჯიბრზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათ გულზე დამაგრებული ჰქონდათ "გეორგიევსკის ლენტები", რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ითვლება და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულია.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) წარმომადგენლები სწრაფად გაუმკლავდნენ სიტუაციას - მათ რუსები სტადიონიდან გააძევეს.

"ისინი მაყურებლები იყვნენ და მათ სთხოვეს, ლენტები მოეხსნათ, რაზეც მათ უარი თქვეს“, - განაცხადა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა.

საბოლოოდ, ისინი შემთხვევის მოედნიდან გაიყვანეს და აღარ შეუშვეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელორუს ძიუდოისტებს უკრაინის ომის საპასუხოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალურად ასპარეზობის უფლება მისცა.